გააზიარე

Hyundai Tucson-ის დიზაინის ევოლუცია – რას გთავაზობთ პოპულარული მოდელი?

ჰიუნდაი ტუსანის დიზაინის ევოლუცია

ტუსანი “ჰიუნდაის” კატალოგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია, რომელიც როგორც ტექნიკური მონაცემებით, ისე დიზაინითა და უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიური სისტემებით გამოირჩევა. 

“ჰიუნდაი საქართველოს” კატალოგში ამჟამად წარმოდგენილია როგორც კლასიკური ტუსანი, ისე განახლებული Tucson Facelift, Tucson HEV და Tucson HEV. 

ამ ბლოგპოსტში კი სწორედ ამ ახალი ავტომობილების დიზაინზე ვისაუბრებთ. 

ექსტერიერი – ფარული პარამეტრული ნათება

ტუსანის დიზაინის მთავარი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში პირველი ფარული პარამეტრიული ნათებაა. უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ნახევრადსარკისებრი მაშუქები სრულიად შეუმჩნეველია, როდესაც ძრავა გათიშულია. თუმცა, ამუშავებისთანავე, ქრომირებული ცხაურის გეომეტრიული დიზაინი ტრანსფორმირდება და დღის LED ნათებასთან ერთად უნიკალურ კონტურებს ქმნის.

ტუსანის სპორტული ხასიათი ხაზგასმულია პარაბოლის ფორმის ქრომირებული ზოლით, რომელიც გვერდითა სარკიდან იწყება და ავტომობილის მთელ სიგრძეზე გასდევს, რაც მას ვიზუალურ დინამიკას მატებს.

ექსტერიერის სხვა გამორჩეული დეტალები მოიცავს:

  • ავტომატური კეცვადი გვერდითი სარკეებს მოხვევის ინტეგრირებული მაჩვენებლით;
  • პანორამულ სახურავს, რომელიც სალონს ბუნებრივი განათებით ავსებს;
  • უკანა LED განათებას, რომელიც ავტომობილის თანამედროვე სტილს ასრულებს;
  • დისკების მრავალფეროვან არჩევანს 17, 18 და 19-დიუმიან ალუმინის დისკებს შორის, რაც ექსტერიერს მაქსიმალურ დახვეწილობას სძენს.

ინტერიერი: სივრცული დიზაინი და მაქსიმალური კომფორტი

Tucson-ის შიდა სივრცე შექმნილია მათთვის, ვინც ჭკვიან ტექნოლოგიებსა და სალონის ეფექტურ დაგეგმარებას განსაკუთრებით აფასებს. 

მოდელში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სალონი – ნაჭრის, ტყავის ან კომბინირებული მასალისგან დამზადებული ზედაპირებით.

ხოლო Tucson HEV აქცენტს მაქსიმალურ პრაქტიკულობაზე აკეთებს. მისი მეორე რიგის სავარძლების სივრცე 1050 მმ-ია, რაც მგზავრებისთვის მაქსიმალურ თავისუფლებას ნიშნავს. საბარგულის 620-ლიტრიანი მოცულობა საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ ნებისმიერი მასშტაბის მოგზაურობა.

“ჰიუნდაის” კატალოგში სხვა მოდელის ჰიბრიდული ავტომობილები შეგიძლიათ შეიძინოთ. კატალოგში ხელმისაწვდომია Palisade Hybrid, Santa Fe HEV და Kona HEV მოდელები. 

მათი ტესტ დრაივი კი შეგიძლიათ როგორც ვებსაიტიდან დაჯავშნოთ, ისე ადგილზე მოითხოვოთ. 

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი