IONIQ.

იქნებ მსოფლიოს შეცვლა შენც შეგიძლია?

ელექტრომობილების ახალი ხაზი IONIQ შექმნილია მათთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში. მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ წვლილის შეტანა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

გადაადგილების ეკო-მეგობრული საშუალებები

იმდენად, რამდენადაც გარემოზე ზრუნვა სულ უფრო მეტი ადამიანის მიზანია, Hyundai უკვე მრავალი წელია მომხმარებლებს IONIQ-ხაზის სრულად ელექტრო ავტომობილებს სთავაზობს. ჩვენი ელექტრომობილების წარმოებისას ვიყენებთ ეკო-მეგობრულ მასალებსა და საღებავებს.

Play Icon

ეკო-მეგობრული მასალები

კომპანია მდგრადი განვითარების მიზნების ერთგულია და IONIQ მოდელების ხაზისათვის მრავალად იყენებს ისეთ ეკო-მეგობრულ მასალებს. როგორიცაა გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები და სათევზაო ბადეები, ხელოვნური ტყავი და მცენარეული ბიო საღებავები.

Play Icon

სწრაფი დატენვა.

გაატარე ნაკლები დრო დატენვაში. ინოვაციური 800-ვოლტიანი ბატარეის მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის უმოკლეს დროში დატენვა – 15 წუთიანი დატენვის შემდეგ, IONIQ 6-ით 351 კილომეტრის გავლას შეძლებთ.

Play Icon

პიქსელებიანი დიზაინი

პიქსელებიანი დიზაინი ყველა IONIQ -ხაზის მოდელის გამორჩეული მახასიათებელია. 256 კუბური პიქსელის მეშვეობით, IONIQ 5-ის წინა LED მაშუქები განსაკუთრებულ შესახედაობას იძენს.

IONIQ ხაზის ელექტრომობილები

2016 წელს პირველად შევქმენით IONIQ მოდელების ხაზი, ეს იყო პირველი საავტომობილო ხაზი მსოფლიოში, რომელიც შედგებოდა ჰიბრიდული, დატენვადი და ელექტრო ვერსიებისგან. დღეს, მოდელების ეს ხაზი საუკეთესოდ ასახავს ჩვენს სწრაფვას მდგრადი განვითარებისა და ეკო-მეგობრული გადაადგილების საშუალებების შექმნისკენ.

Featured Image

IONIQ 5 – შეავსე შენი სამყარო ენერგიით.

ელეგანტური მოდელი შთამბეჭდავად აერთიანებს ეკო-მეგობრულ მასალას და უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს საშუალო ზომის კროსოვერი ნამდვილად ყველასგან გამორჩეულია.

Featured Image

IONIQ 5 N – უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ავტომობილი.

IONIQ 5 პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია N მოდელების სერიაში. იგი შექმნილია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ მართვისას.

Featured Image

IONIQ 6 – ახალი სამყაროს შეცნობა.

ეს მოდელი კოსმოსური ხომალდის ვიზუალით ახალი სიტყვაა ელექტრომობილების ინდუსტრიაში: შემცირებული დატენვის დრო და უფრო ელეგანტური დიზაინი.

ჩვენი ელექტრომობილები მოწინავე ადგილებს იკავებს ელექტრო ავტომობილების ინდუსტრიაში.

Hyundai ერთადერთია, რომელიც აწარმოებს როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდულ, დატენვად და სათბობელემენტიან ავტომობილებს. NEXO ევროპის ბაზარზე ერთადერთი წყალბადის სათბობელემენტიანი ავტომობილია. მოდელი გამორჩეულია იმით, რომ არ გამოყოფს ემისიებს და არ უქმნის საფრთხეს გარემოს.

slide image
slide image
slide image
slide image
Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars