მემკვიდრეობა

კაცი, რომელსაც უკეთესის შექმნა სურდა. 

თავისი საქმიანობის პერიოდში, Hyundai-ს დამფუძნებელი წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში დიდ წარმატებას აღწევდა.

Featured Image

გასაოცარი თავგადასავლის დასაწყისი.

Hyundai-ს დამფუძნებელი ასანში დაიბადა, ეს არის სოფელი, რომელიც დემილიტარიზებული ტერიტორიიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 30 მილის დაშორებით, ამჟამინდელ ჩრდილოეთ კორეაში მდებარეობს. იგი ფერმერების ოჯახში დაიბადა და 6 დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი იყო. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ის ოჯახურ მეურნეობას გადაიბარებდა, თუმცა, მან სხვა გზა აირჩია. მშობლიური სოფლიდან სამჯერ გაიქცა, უკანასკნელად – 1931 წელს, 18 წლის ასაკში – იმ იმედით, რომ ოჯახის უკეთ უზრუნველყოფას შეძლებდა. პირველად, 16 წლის ასაკში, მეგობართან ერთად ქალაქ კოვონში ჩავიდა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, სადაც მიხვდა, რომ სამოქალაქო ინჟინერია იტაცებდა. ეს ყველაფერი ორი თვის მანძილზე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩანგის მამამ მისი ადგილმდებარეობის შესახებ შეიტყო და უკან, სახლში წაიყვანა. მეორედ ჩანგი და მისი მეგობარი უცნობმა მოატყუა, რომელიც მათ სამსახურს დაჰპირდა, მთელი ფული წაართვა და გაუჩინარდა.

Featured Image

მას შემდეგ, რაც მამას ერთი წლის განმავლობაში ფერმაში ეხმარებოდა, ჩანგმა კვლავ დატოვა მშობლიური სახლი, რათა თავისი ოჯახისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. მან გაყიდა ძროხა და დედაქალაქამდე წასასვლელი მატარებლის ბილეთი იყიდა. სეულში ჩასვლის შემდეგ იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ბუღალტერი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, ადგილობრივ საბუღალტრო სკოლაში დაიწყო სწავლა. იგი კითხულობდა ისტორიებს აბრაამ ლინკოლნზე, ადამიანზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებული ოჯახიდან იყო, ცხოვრების გზის გაკვალვა შეძლო. ორი თვის შემდეგ, ჩანგი კვლავ მოძებნა მამამ და მშობლიურ სოფელში დააბრუნა.

Featured Image

1935 წელს, მამამ იგრძნო შვილის განვითარების და მსოფლიოს შეცნობის სურვილი და წასვლის ნება მისცა. 1935 წლიდან, ჩანგი დაუღალავად მუშაობდა ნავსადგურის მუშად, ქვების მზიდავად და ბრინჯის მიმწოდებლად, ამისათვის კი ველოსიპედის ტარების სწავლა მოუწია. მისი უნიკალური ხედვის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩანგი ორი წლის შემდეგ უკვე საკუთარ მაღაზიას ფლობდა. თუმცა, წინ სხვა გამოწვევა ელოდა: კორეაში ბრინჯით ვაჭრობა აიკრძალა.

Featured Image

მას შემდეგ რაც ბრინჯით ვაჭრობა აიკრძალა, ჩანგმა მალევე დაიწყო ისეთ საქმიანობის ძიება, რომელიც არ მოითხოვდა დიდ კაპიტალს, თუმცა შემოსავლიანი იყო. 1941 წელს, სეულში ავტომობილების შეკეთების პუნქტი გახსნა – ეს იყო მისი პირველი შეხება საავტომობილო ინდუსტრიასთან. ადრეულ 1940-იან წლებშიც კი, ჩანგის კომპანია ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც Hyundai დღეს: სწრაფი და ეფექტური. მოგვიანებით, მან სიამაყით აღნიშნა: ,,ჩვენ ხუთ დღეში იმის გაკეთება შეგვეძლო, რასაც სხვები 20 დღეს ანდომებდნენ”.

Featured Image

სამი წლის განმავლობაში, დასაქმებულთა რიცხვი 20-დან 70-მდე გაიზარდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა საომარი მოქმედებების ხელშეწყობის მიზნით ჩანგის ბიზნესი ფოლადის ქარხანასთან გაეერთიანებინა,. 1947 წელს ჩანგმა სამშენებლო კომპანია Hyundai Group-ი დააარსა. როგორც სახელმწიფო კონტრაქტორი, მისი კომპანია, Hyundai Engineering & Construction-ი, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის განვითარებაში, რაც, რა თქმა უნდა, გზების მშენებლობასაც გულისხმობდა. ჩანგი მიხვდა: ,,თუ გზები ქვეყნის სისხლძარღვებია, ავტომობილები ამ სისხლძარღვებში მჩქეფარე სისხლია”. ფერმერის ვაჟმა, რომელსაც არ ეშინოდა სირთულეების მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორეის აღმშენებლობასა და საკუთარი ხედვის რეალობად ქცევაში: ,,თუ ვინმე მკითხავს რა არის Hyundai-ს მოტივაციის წყარო, მე აუცილებლად გიპასუხებთ: განვითარების სურვილი.” რა ბედი ეწია ძროხას? გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩანგმა ვალის დაბრუნება გადაწყვიტა და საკუთარ ქვეყანას სიმბოლურად 1001 ძროხა აჩუქა: ეს იყო პატივისცემის ჟესტი საკუთარი მამის მიმართ, რომლის წყალობითაც მან მიზნების მიღწევა შეძლო.

1967 – 1990

ავტოინდუსტრიის დასაწყისი

კომპანია, Hyundai Engineering & Construction-ი, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის განვითარებაში, რაც, რა თქმა უნდა, მოიცავდა გზების მშენებლობას. ჩანგი მიხვდა: ,,თუ გზები ქვეყნის სისხლძარღვებია, ავტომობილები ამ სისხლძარღვებში მჩქეფარე სისხლია”. 1967 წელს საფუძველი ჩაეყარა კომპანია Hyundai Motor-ს.

Featured Image

1967

1967 წელს დაარსდა კომპანია Hyundai Motor Company. ულსანის ქარხნის მშენებლობა 1968 წელს დასრულდა. დღეს ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტეგრირებული საავტომობილო საწარმო, სადაც ყოველწლიურად 1,6 მილიონი ავტომობილი იწარმოება. Hyundai Glovis-ის გლობალური ფლოტისა და საკუთარი ფოლადის მწარმოებელი ერთეულის მეშვეობით, Hyundai წარმოების მთელ ჯაჭვს აკონტროლებს.

Featured Image

1968

1968 წელს, Ford Motor Company-ისთან ერთად ულსანის საწარმოში Hyundai-მ პირველი ავტომობილი, Cortina შექმნა. Hyundai-მ მოხსნა Ford-ის არსებული თითოეული საწარმოს რეკორდი და ინოვაციური იდეის წარმოშობიდან სულ რაღაც 6 თვეში ახალი ავტომობილი შექმნა.

Pony-ს ეპოქა

სწორკუთხოვანი საკულტო დიზაინი – Hyundai Pony Coupe დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც 1975 წელს მისი პირველი გამოჩენისას. 46 წლის განმავლობაში პირველი, 4-კარიანი მოდელი სრულად გარდავქმენით და დავხვეწეთ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.

Featured Image

1975: Pony-ის შექმნა

ევროპის ბაზარზე Cortina-ს წარმატების შემდეგ, Hyundai-მ საკუთარი ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ ჯორჯ ტერნბული, Austin Morris-ის ყოფილი მმართველი დირექტორი დაიქირავა.

Featured Image

ტურინის საავტომობილო შოუ

კომპანიამ დაიქირავა ექვსი ევროპელი ინჟინერი, მათ შორის ავტომობილის ძარას და შასის კონსტრუქტორები, წარმოების ინჟინრები და ავტომობილების გამომცდელი ინჟინერი. მათი ერთობლივი შრომის შედეგად შეიქმნა მოდელი Pony, რომელიც პირველად 1974 წელს, ტურინის საავტომობილო შოუზე გამოჩნდა.

Featured Image

ავტომობილი ადამიანებისთვის

ჯორჯეტო ჯუჯაროს დიზაინით შექმნილი ეს კომპაქტური, უკანა ამძრავის მქონე სედანი პირველი კორეული სერიული ავტომობილი და მრავალი წლის განმავლობაში Hyundai-ის სავიზიტო ბარათი გახდა.

Featured Image

ექსპორტი

1976 წელს Pony ექსპორტზე გავიდა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიასა და ეგვიპტეში. 1978 წელს კი დაიწყო ექსპორტი ევროპის ქვეყნებში: ბელგიაში, ნიდერლანდებში, შემდგომ კი – საბერძნეთში.

Featured Image

ვარიაციები

Pony-ს პირველი მოდელი 4-კარიანი სედანი იყო, 1976 წელს პიკაპის ვერსია გამოვიდა, 1977 წელს – ფურგონი, 1980 წელს კი – 3-კარიანი ჰეტჩბექი. დღესდღეობით Pony Coupe კლასიკური ავტომობილების მოყვარულთა გულებს იგებს.

Featured Image

2021 წელს გამოვიდა სერია Heritage Series PONY

2021 წელს, მოდელის 3-კარიანი ვერსია შეიცვალა და 21-ე საუკუნის საჭიროებებს მორგო. ბუსანში, Hyundai Motorstudio-ში გამოსაფენად შექმნილი, Heritage Series PONY გამოირჩევა თავისი საკულტო სწორკუთხოვანი სილუეტით და ვერცხლისფერი საფარით.

Featured Image

შთაგონება მომავლისთვის

Pony-ს შთაგონებით შეიქმნა ელექტრომობილების კონცეფცია 45, რომლის განვითარების შედეგადაც გაჩნდა მრავალი ჯილდოს მფლობელი IONIQ 5 – ჩვენი ელექტრომობილების ბრენდის პირველი მოდელი.

სწრაფი განვითარება – პირველი ელექტრო და ჰიბრიდული მოდელები

1980-იანი წლები Hyundai-ის ისტორიაში გარდამტეხი იყო, რადგან კომპანია საერთაშორისო მოთამაშედ იქცა და წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ მწარმოებლებს. 1990 წელს Hyundai ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მუშაობას იწყებს.

Featured Image

1980-იანი წლები

1985 წელს გამოვიდა პირველი თაობის Hyundai Sonata , ხოლო 1986 წელს, Pony Excel გახდა Hyundai-ის პირველი ავტომობილი, რომელიც აშშ-ში იყიდებოდა.

Featured Image

90-იანი წლები

91 წელს გამოვიდა კომპანიის პირველი, სრულად ელექტრო ავტომობილი – Sonata EV-ის პროტოტიპი. ჰიბრიდულ-ელექტრო ავტომობილი FGV-1 კი პირველად 95 წელს, სეულის საავტომობილო შოუზე გამოჩნდა. ავტომობილი აღჭურვილი იყო ელექტრო ამძრავით. სათბობელემენტიანი ავტომობილები პირველად 1998 წელს შეიქმნა, ამავდროულად, 90-იან წლებში კომპანია მუშაობდა სათბობელემენტიან ელექტრომობილებზე.

Featured Image

1994

Hyundai აგრძელებდა განვითარებას და ამყარებდა საკუთარ პოზიციებს ავტომობილების საერთაშორისო მწარმოებლებს შორის. 1994 წელს, გერმანიაში ამოქმედდა კომპანიის კვლევითი ცენტრი. ცენტრი ახორციელებდა ევროპაში ტექნოლოგიური მიღწევების მონიტორინგს, აგრეთვე იქმნებოდა ახალია ავტომობილები ევროპის ბაზრისთვის. 1997 წლის სექტემბერში. Hyundai-მ გახსნა კონტინენტზე პირველი საწარმო თურქეთის ქალაქ იზმითში. ეს კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ობიექტია.

2000 – 2009

მსოფლიო კლასის ბრენდად გარდაქმნა

ათასწლეულის დასასრულს, იმისათვის, რომ მსოფლიო კლასის ბრენდი გამხდარიყო, კომპანიამ იმიჯი შეიცვალა. Hyundai მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ხარისხს, დიზაინსა და წარმოების საკითხებს. 2000 წელს კომპანიამ პირველი სპორტული უნივერსალი, SANTA FE გამოუშვა, რომლის წარმატებამაც საფუძველი 2004 წელს TUCSON-ის შექმნას ჩაუყარა.

Featured Image

2000

პირველი სპორტული უნივერსალი SANTA FE 2000 წელს გამოვიდა. მოდელის სახელი ნიუ-მექსიკოს ქალაქის შთაგონებით შეირჩა. მოდელმა მყისიერად დაიპყრო ამერიკელი მომხმარებლების გული და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

Featured Image

2004

2004 წელს გამოშვებულმა სპორტულმა უნივერსალმა TUCSON კანადის საავტომობილო ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდო მოიპოვა და იმ წელს იაპონიაში საუკეთესო დიზაინის მქონე კროსოვერად დასახელდა.

Featured Image

2007

გამოვიდა i-სერიის პირველი მოდელი i30, რომელიც შეიქმნა ევროპელი მომხმარებლების სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იმავე სეგმენტის სხვა მწარმოებლები რეალური გამოწვევის წინაშე დააყენა.

2010 – 2021

2010 წლიდან დღემდე: ლიდერი მომავლის სატრანსპორტო საშუალებების სფეროში

ამ ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-მეგობრულ ავტომობილებსა და ტექნოლოგიებს. 2021 წელს განვაცხადეთ, რომ Hyundai 2045 წლამდე შეძლებდა საკუთარი წარმოების თითოეულ ეტაპზე CO2 ემისიები ნულამდე დაეყვანა. 2035 წლიდან, ევროპაში გაყიდვადი Hyundai-ის თითოეული ავტომობილი ან ბატარეაზე მომუშავე ელექტრო მობილი იქნება, ან სათბობელემენტიანი ელექტრომობილი.

Featured Image

2013

2013 წელს გამოშვებული ix35 პირველი მასობრივი წარმოების წყალბადის ძრავზე მომუშავე სათბობელემენტიანი ავტომობილია მსოფლიოში. დიდი სასვლო მარაგი და ეკო-მეგობრული ბუნება სარგებლის მომტანია ყველასათვის.

Featured Image

2016

2016 წელს, Hyundai-მ გამოუშვა მოდელი IONIQ, ეს იყო მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სამი ელექტრო ძალური აგრეგატიდან ერთ-ერთით (ჰიბრიდული ტრანსმისია, დატენვადი ჰიბრიდი და სრულად ელექტრო ძალური დანადგარი).

Featured Image

2017

მძლავრი სამუშაო მახასიათებლების მქონე N ხაზის მოდელების პრემიერა i30-ის გამოშვებით შედგა. i30 N შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებს მიანიჭოს მართვით გამოწვეული სიამოვნება როგორც ქალაქში, ასევე სარბოლო ტრასებზე. მოდელების ამ სერიას საფუძველი ნამიანგში ჩაეყარა, შემდეგ კი ნიუბურგრინგში განვითარდა.

Featured Image

2018

მრავალმხრივი და სახალისო, სრულიად ახალი KONA Electric არის პირველი ელექტრო კომპაქტური სპორტული უნივერსალი ევროპაში. მოდელი გამოირჩევა შთამბეჭდავი სასვლო მარაგით და სივრცული ინტერიერით.

Featured Image

2019

ელექტრომობილების ახალი კონცეფცია ,,45”, რომელიც ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე პირველად 2019 წელს გამოჩდა, Hyundai-ის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ავტომობილის, Pony Coupe Concept-ის მემკვიდრეობაა. ავტომობილების ეს ხაზი კარგად ასახავს Hyundai-ის ხედვას, რომელიც ეფუძნება ელექტრიფიკაციას, ახალ ტექნოლოგიებსა და ჭკვიან დიზაინს.

Featured Image

2020

ახალი ავტომობილების გამოშვების და სხვა მიღწევების კუთხით, 2020 რეკორდული წელი იყო. შეიქმნა და განახლდა 7 ახალი მოდელი. ახალი TUCSON-ის გამოშვებით დასრულდა სპორტული უნივერსალების ხაზის ელექტრიფიკაციის პროცესი. ახლა უკვე ხელმისაწვდომია SANTA FE-ს და TUCSON-ისჰიბრიდული და დატენვადი ჰიბრიდული ვერსიები. აგრეთვე, უკვე ხელმისაწვდომია KONA-ს ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ვერსიები.

2021.

IONIQ 5 – პირველი მოდელია, რომელიც ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებისათვის სპეციალური სისტემის ბაზაზე შეიქმნა.

2022.

ელექტრო IONIQ მოდელების ხაზი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ახალი IONIQ 6 – 4-კარიანი სედანი, რომლის დიზაინიც კონცეფცია Prophecy Concept EV-ის ნაწილია.

Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars