ჰიბრიდული ავტომობილები

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰიბრიდული ავტომობილები მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ისინი შიდა წვის ძრავასა და ელექტროძრავას აერთიანებს, რაც მათ მეტად ეკონომიურსა და ეკომეგობრულს ხდის. “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” კატალოგში შეგხვდებათ როგორც სტანდარტული შიდა წვის ძრავის მქონე, ისე ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები.

“ჰიუნდაის” ჰიბრიდული ავტომობილები

Featured Image

Hyundai Santa Fe HEV

Santa Fe HEV საშუალო ზომის SUV, რომელშიც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
ავტომობილის ძრავის მოცულობაა 1.6 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე 180 ცხენის ძალა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი – 264 ნმ.

Featured Image

Hyundai Elantra Hybrid

მაღალტექნოლოგიური ფუნქცინალის მქონე ეკონომიური ჰიბრიდული ავტომობილი რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავისა და ელექტრო სისტემის მეშვეობით 142 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და გვთავაზობს ფუტურისტულ დიზაინსა და მართვის მაქსიმალურ კომფორტს ნებისმიერ პირობებში.

Featured Image

Hyundai Tucson Hybrid

ტუსანის ჰიბრიდი არის კომპაქტური SUV, რომელიც აერთიანებს ელეგანტურ დიზაინსა და ჰიბრიდული სისტემის ეკონომიურობას. მისი ძრავის მოცულობა 1.6 ლიტრია, ცხენის ძალა 160, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 265 ნმ. მოდელი მოსახერხებელია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ მოძრაობისთვის.

Featured Image

Hyundai Palisade Hybrid

Palisade Hybrid არის ჰიუნდაის ყველაზე დიდი ზომის ჰიბრიდული SUV, რომელიც აერთიანებს ფართო სალონს, ძლიერ პერფორმანსსა და საწვავის ეკონომიას.
მისი ჰიბრიდული სისტემა მძლავრ ძრავასთან ერთად უზრუნველყოფს კომფორტულ და სწრაფ აჩქარებას, ხოლო e-Motion Drive ტექნოლოგია კი მგზავრობისას სტაბილურობასა და სირბილეს უზრუნველყოფს.
მისი ძრავის მოცულობა 2.5 ლიტრია, სიმძლავრე – 262 ცხენის ძალა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი – 264 ნმ. 

Featured Image

Hyundai Kona HEV

Kona HEV კომპაქტური ავტომობილია, რომელიც სპორტული დიზაინით ხასიათდება. მისი ძრავის მოცულობა 1.6 ლიტრია, მაქსიმალური სიმძლავრე 105 ცხენის ძალა, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 144.2 ნმ.

ჰიბრიდული ავტომობილი – მისი შეძენის უპირატესობები

ჰიბრიდული ავტომობილები რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება სტანდარტულ, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით. მათ შორისაა: 

საწვავის ეკონომია – ქალაქის დაბალ სიჩქარეზე მანქანა ელექტროძრავაზე გადადის. რეგენერაციული დამუხრუჭება კი ბატარეას ტენის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას.

გარემოს დაცვა – ნაკლები საწვავის მოხმარება ამცირებს ნახშირბადის ემისიას, რაც მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებისთვის.

ეფექტური პერფორმანსი – ელექტროძრავისა და შიდა წვის ძრავის ერთობლივი მუშაობა ზრდის სიმძლავრეს და აჩქარებას.

ტექნიკური მომსახურება – რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის გამო, ძრავის ნაწილები და სამუხრუჭე ხუნდები ნაკლებად ცვდება.

მომავლის ტექნოლოგია – ეს არის გარდამავალი ეტაპი ტრადიციულ და სრულად ელექტრომობილებს შორის, რაც მომხმარებელს ეკონომიურობასთან ერთად ნაცნობ უპირატესობებსაც სთავაზობს.

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი