გააზიარე

ჰიუნდაი სანტა ფეს ინოვაციური დიზაინი – მოდელის რადიკალური ტრანსფორმაცია

ჰიუნდაი სანტაფეს ინოვაციური დიზაინი

წლების განმავლობაში Hyundai Santa Fe დახვეწილი, რბილი ხაზებისა და კლასიკური SUV-ის სილუეტის მქონე ავტომობილი იყო, თუმცა დღეს სანტა ფე სრულიად ახლებური დიზაინითაა წარმოდგენილი ბრენდის კატალოგში. 

მისი დიზაინი კუთხოვანია, ინტერიერის სივრცე კი გაზრდილი. მსგავსი ვიზუალი არა მხოლოდ მოდელის ისტორიაშია გარდამტეხი, არამედ აბსოლუტურად უნიკალურია ჰიუნდაის ავტომობილების სრული კატალოგისთვისაც.

ამ ბლოგპოსტში „ჰიუნდაი საქართველო“ დეტალურად გაგაცნობთ სანტა ფეს განახლებულ დიზაინის ფუნქციებს. 

ჩვენს კატალოგში წარმოდგენილია როგორც სანტაფეს ბენზინის ძრავის, ისე ჰიბრიდული ავტომობილებია წარმოდგენილი. 

H-ფორმის LED განათებები

დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი H-ფორმის მაშუქებია. ეს უნიკალური ელემენტი, რომელიც ჰიუნდაის ბრენდს უსვამს ხაზს, ავტომობილის ორივე – წინა და უკანა ნაწილში გვხვდება. 

ტერასული საბარგული და მაქსიმალური სივრცე

სანტა ფეს დიზაინზე მუშაობისას ერთ-ერთი პრიორიტეტი საბარგული იყო, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს იდეალურად მოერგებოდა. იგი ჰიუნდაის მოდელებს შორის ყველაზე დიდი საბარგულის კარით გამოირჩევა, რომელიც მაქსიმალურადაა კიდეებამდე მიყვანილი. ეს ინოვაცია უზრუნველყოფს ფართო სივრცეს, რაც საშუალებას იძლევა, საბარგული ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადაიქცეს ბუნებაში ღამის გასათევ კომფორტულ სივრცედ.

დამალული დამხმარე სახელური

ექსტერიერის კიდევ ერთი პრაქტიკული დეტალი დამალული დამხმარე სახელურია, რომელიც განსაკუთრებით გართობისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის შეიქმნა. სახელურზე ერთი დაჭერით თქვენ მარტივად შეძლებთ ავტომობილის სახურავზე ასვლას, რაც საგრძნობლად ამარტივებს ტვირთის განლაგებას ან სახურავის დამატებითი აქსესუარების გამოყენებას.

ორმაგი პანორამული სახურავი

ხედების მაქსიმალური აღქმისთვის სანტა ფე აღჭურვილია ორმაგი პანორამული სახურავით. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ მეტი და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მგზავრობისას. პანორამული ხედი სალონს ბუნებრივი შუქით ავსებს და მგზავრებს თავისუფლების განსაკუთრებულ შეგრძნებას ანიჭებს.

გამორჩეული დიზაინის დისკები

სანტაფეს ახალი ავტომობილების ვიზუალურ სიმძლავრესა და დახვეწილ ბორბლის თაღებს სრულყოფილად ავსებს დისკების ფართო არჩევანი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, აირჩიოთ 18 ან 20-დუიმიანი ალუმინის დისკებიდან სასურველი ვარიანტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და მართვის სტილს.

პანორამული დისპლეი და ინტერიერის განათება

ინტერიერი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს ხასიათს, აღჭურვილია პანორამული დისპლეით. იგი ერთმანეთთან აკავშირებს 12.3-დიუიმიან ციფრულ დაფასა და 12.3-დიუიმიან მულტიმედია სისტემას. სალონის ელეგანტურობას კი ხაზს უსვამს H-ფორმის დამალული განათება, რომელიც წინა პანელიდან უკანა კარებამდე გრძელდება და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

ორმხრივი მრავალკონსოლური შესანახი სივრცე

სანტა ფე გთავაზობთ მსოფლიოში პირველ ორმხრივ შესანახ სივრცეს. ეს ინოვაციური კონსოლი ისეა დაპროექტებული, რომ მასთან წვდომა თანაბრად აქვთ როგორც წინა, ისე უკანა სავარძლების მგზავრებს. ეს გადაწყვეტა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სანტა ფეში თითოეული მგზავრის კომფორტი თანაბრად მნიშვნელოვანია.

ავტომობილის ტესტ-დრაივის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ვებსაიტიდან, ისე ჩვენს შოურუმშივე.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი