ავტომობილის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, თუმცა ხშირად ყველაზე დიდ თავსატეხს არა თავად მოდელის, არამედ მისი კომპლექტაციის შერჩევა აჩენს. ერთი და იგივე ვიზუალის მქონე მანქანა სხვადასხვა კომპლექტაციებში სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლებით იყოს წარმოდგენილი.
თუ გსურთ ახალი ავტომობილი მარტივად შეიძინოთ, “ჰიუნდაი საქართველოს” რჩევები ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.
1. განსაზღვრეთ თქვენი ყოველდღიური მარშრუტი
სანამ დამატებით ფუნქციებში ფულს გადაიხდიდით, დაფიქრდით, სად ატარებთ დროს ყველაზე ხშირად. თუ ძირითადად ქალაქის საცობებში გიწევთ ყოფნა, პრიორიტეტი ჰიბრიდულ ძრავსა და ადაპტირებად კრუიზ-კონტროლს მიანიჭეთ – ეს უკანასკნელი თავად აკონტროლებს დისტანციას წინა მანქანასთან და საგრძნობლად გიმსუბუქებთ დაღლილობას. თუ ხშირად მოგზაურობთ მაგისტრალზე, ყურადღება მიაქციეთ ხმაურის იზოლაციასა და ძრავის სიმძლავრეს.
2. ნუ დაზოგავთ თანხას უსაფრთხოებაზე
დიზაინი ავტომობილის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, თუმცა უსაფრთხოების სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თანამედროვე კომპლექტაციებში ეძებეთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:
- შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა (FCA);
- ბრმა ზონების კონტროლი;
- ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;
“ჰიუნდაის” ყველა ტიპის ავტომობილები – ელექტრომობილები, ჰიბრიდული ავტომობილები და შიდა წვის მანქანები – აღჭურვილია Smartsense უსაფრთხოების ტექნოლოგიით. ეს ფუნქციონალი კი ყველა კომპლექტაციაშია ხელმისაწვდომი გარკვეული ვარიაციებით.
3. კლიმატის კონტროლი – ფუფუნება თუ საჭიროება?
საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით, სავარძლების ვენტილაცია და ორდონიანი კლიმატ-კონტროლი ფუფუნება უკვე აუცილებელია. თუ ზაფხულში მანქანის სალონი მცხუნვარე მზის ქვეშ ეგულება, ვენტილირებადი სავარძლები პირველივე წუთებიდან შეგიქმნით კომფორტს.
4. მულტიმედია და კავშირი
დღეს სმარტფონი მანქანით გადაადგილების განუყოფელი ნაწილია. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შერჩეულ კომპლექტაციას აქვს Android Auto ან Apple CarPlay-ს მხარდაჭერა. ეს საშუალებას მოგცემთ, ტელეფონის ნავიგაცია და მუსიკა პირდაპირ ავტომობილის ეკრანზე გადაიტანოთ, რაც მართვას უფრო უსაფრთხოსა და მარტივს გახდის.
5. შეაფასეთ მეორადი გაყიდვის ფასი
გახსოვდეთ, რომ ოდესღაც ამ ავტომობილის გაყიდვა მოგიწევთ. “სრული კომპლექტაცია” (ე.წ. Full) მეორად ბაზარზე ყოველთვის უფრო მოთხოვნადია და ნარჩენი ღირებულებაც მაღალი აქვს. ხშირად სჯობს დღეს ცოტა მეტი გადაიხადოთ ტექნოლოგიურ პაკეტში, რათა რამდენიმე წლის შემდეგ ავტომობილი უფრო სწრაფად და სარფიანად გაყიდოთ.
“ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ცენტრში წარმოდგენილი მოდელების ყველა კომპლექტაცია განვადებითაცაა ხელმისაწვდომი. ავტომობილები განვადებით შეგიძლიათ ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ.
საბოლოო ჯამში, იდეალური კომპლექტაცია არის ის, რომელიც თქვენს ცხოვრების წესს ერგება. ნუ გადაიხდით იმაში, რასაც არასდროს გამოიყენებთ, მაგრამ ნუ იტყვით უარს იმ ფუნქციებზე, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მშვიდსა და დაცულს გახდის.
თქვენთვის სასურველი ავტომობილის ტესტ-დრაივი შეგიძლიათ როგორც ჩვენი ვებსაიტიდან დაჯავშნოთ, ისე ადგილზევე მოითხოვოთ ჩვენს შოურუმებში – თბილისში, რუსთავსა და ქობულეთში!