
01
5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით
ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენთან გრძელვადიან ურთიერთობას. ამიტომ, გარიდებთ თავიდან ავტომობილთან დაკავშირებულ საზრუნავს. ისიამოვნეთ ახალი ავტომობილის მართვით და შეაგროვეთ სასიამოვნო მოგონებები ჰიუნდაისთან ერთად.
02
7 წლიანი გარანტია ელემენტზე
ჰიუნდაის ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილებისთვის ელემენტზე გარანტია განისაზღვრება 7 წლით ან 150 000 კმ-ით.
03
რას უზრუნვეყოფს ულიმიტო გარანტია?
5 წლიანი ულიმიტო გარანტია ვრცელდება ჰიუნდაის ახალი მოდელების ძირითად აგრეგატებზე:
ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდები, ელექტროობა (მართვის ბლოკები)
ტერმინთა განმარტება
მწარმოებლის ქარხნული საგარანტიო პირობები HYUNDAI – ის ახალი ავტომობილისთვის (შემდგომში – „საგარანტიო პირობები”) წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაშია HYUNDAI – ს ახალი ავტომობილისთვის – მისი პირველად გაყიდვის დღიდან.
ტერმინები და განსაზღვრებები:ავტომობილი ჰიუნდაი (HYUNDAI) – HYUNDAI მარკის ავტომობილი, რომელიც მწარმოებლის მიერ დამზადებული და იმპორტიორის /დისტრიბიუტორის მიერ არის შემოყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე და რომელზეც ვრცელდება წინამდებარე საგარანტიო პირობები. ჰიუნდაის ავტომობილი განკუთვნილია საავტომობილო გზებზე ექსპლუატაციისთვის საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იმ პირობით, თუ გამოყენებული საწვავის ხარისხი და გზის საფარის მდგომარეობა აკმაყოფილებს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
მწარმოებელი – HYUNDAI MOTOR COMPANY (LTD)ჰიუნდაის (HYUNDAI) ოფიციალური დისტრიბიუტერი საქართვე- ლოში – „ჰიუნდაი ავტო საქართველო“(ს/N204478948 შემდგომში „გამყიდველი“). იგი ახორციელებს მწარმოებლის (HYUNDAI MOTOR COMPANY (LTD) მიერ მოწოდებული ჰიუნდაის ავტომობილების და ჰიუნდაის ორიგინალური სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების რეალიზაციას. ასევე, გასწევს ჰიუნდაის ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და სერვისს, როგორც მის კუთვნილ სერვის ცენტრში, ასევე მისი სადილერო ქსელის ფარგლებში; ამასთან, გაწეულ საგარანტიო მომსახურების ხარისხზე მომხმარებელთან პასუხისმგებელია სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“.გარანტია – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მწარმოებლის ქარხნული საგარანტიო პირობები, რომლებიც ვრცელდება მხოლოდ დისტრიბიუტორის მიერ რეალიზებულ „ჰიუნდაის“ ახალ ავტომობილზე, წინამდებარე პირობებისა და ვადების შესაბამისად.Hyunadi Warranty Info Book 23.09.2015
ნორმალური ექსპლუატაცია – ჰიუნდაის ავტომობილების ექსპლუა- ტაცია მწარმოებლის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესა- ბამისად, რომლებიც მითითებულია წინამდებარე საგარანტიო პირობებში, და ექსპლუატაციის წიგნში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
ჰიუნდაის (HYUNDAI) ავტორიზებული სერვის – ცენტრი – სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ სტრუქტურული ერთეული – სერვის ცენტრი, რომლის მეშვეობით უზრუნველყოფს დისტრიბიუტორი ხსენებული ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და შეკეთებას;
ჰიუნდაის (HYUNDAI) ავტორიზებული სერვის პარტნიორი – ტერმინი, რომელიც აერთიანებს ჰიუნდაის ოფიციალური დისტრიბიუტორის დილერების ავტორიზებულ ტექნიკური ცენტრების კონცეფციებს საქართველოში.თავისი ხელმოწერით, ჰიუნდაის ახლი ავტომობილის პირველი მფლობელი ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება და იღებს ვალდებულებას ჰიუნდაის საგარანტიო პირობების შესრულებაზე და რომლებიც მითითებულია წინამდებარე საგარანტიო პირობებში.
შენიშვნა:წარადგინეთ საგარანტიო წიგნი ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალურ ან ავტორიზირებულ სადილერო ცენტრში, ავტომობილის ყოველი ტექმომსახურების გავლისას.
ჰიუნდაი მოტორ კომპანის საუკეთესო საგარანტიო პირობა ფარავს ავტომობილის ყველა შესაძლო საჭიროებას მომხმარებლისთვის სიმშვიდისა და დაცულობის შესაქმნელად.
ინფორმაცია მფლობელისთვის
ზოგადი ინფორმაცია
სერვისის წიგნიში თავმოყრილია ინფორმაცია ჰიუნდაი ავტო საქართველოს საგარანტიო პოლიტიკისა და სატრანსპორტო საშუალების გაყიდვამდე მომზადების დებულების შესახებ (PDI). ამას გარდა, ის ასახავს ავტომობილის შეუფერეხებელი ექსპლუა- ტაციისთვის საჭირო ყოველდღიური და გეგმიური მომსახურების მითითებებს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ დოკუმენტის შინაარსს და მუდმივად იქონიოთ ის მანქანაში, რათა „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ მიერ შეთავაზებული გარანტიით სრულად ისარგებლოთ.
საგარანტიო ვადის ათვლა ახალი ავტომობილის პირველი მყიდველისთვის მიყიდვის/გადაცემის მომენტიდან (თარიღიდან, რომელიც წარმოდგენილია საგარანტიო პირობებში გარანტიის ამოქმედების დროდაა მითითებული) იწყება. ის დროის ამ განსაზღვრული მონაკვეთით შემოიფარგლება და საგარანტიო (უსასყიდლო) მომსახურების მოთხოვნაც მხოლოდ შესაბამის პერიოდშია შესაძლებელი.
PDI- ავტომობილის გაყიდვამდე შემოწმება და მიღება – ჩაბარების აქტი
წუნის არქონის დამოწმებისა და თქვენი ახალი ავტომანქანის საიმედოობის გარანტიისთვის, გამყიდველმა (ჰიუნდაი ავტო საქართველო ან ავტორიზებული სადილერო ქსელის წარმომად- გენელი) ავტომობილი გაყიდვამდე, ჰიუნდაი ავტო საქართველოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად შეამოწმა.
გთხოვთ, მიღება-ჩაბარების აქტსა და საგარანტიო ბუკლეტზე ხელმოწერით დაადასტუროთ, რომ ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში გადმოგეცათ და ჩვენს საგარანტიო პირობებს ეთანხმებით.
ავტომობილის პერიოდული შემოწმება და მომსახურება
„ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ სერტიფიცირებული ოსტატების – „გამყიდველის“ გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექ- ტებული გუნდის მიერ ავტომობილის პერიოდული შემოწმება და მომსახურება მისი ეფექტიანი ექსპლუატაციის საუკეთესო გარანტიაა.
გაითვალისწინეთ, რომ შემოწმება და მომსახურება ჩვენი რეკომენდაციებით ან/და მითითებების შესაბამისად მხოლოდ „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ოფიციალურ სერვისცენტრში ან ავტორიზებულ დილერთან უნდა ჩატარდეს.
ყველა გეგმური და პერიოდული სერვისი ფასიანია. ღირებულებას კი ავტომანქანის მფლობელი იხდის.
გარანტიის პირობები საგარანტიო წიგნში მითითებული ავტომობილის ნაწილია. მისი დაკარგვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იმ ოფიციალურ დისტრიბუტორს, სადაც შეძე- ნილია ავტომობილი.
გარანტიის პირობები ეფუძნება უახლეს მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მათი გამოქვეყნების დროს და შესაძლოა, შეტყობინების ვალდებულების გარეშე შეიცვალოს მწარმოებლის ან ოფიციალური წარმომადგენლის მიერ. თუმცა, დოკუმენტში აღწერილი საგარანტიო პირობები ძალაში რჩება შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, მიმდინარე რედაქციაში მითითებული შეზღუდვების გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია თქვენი ავტომობილის კონსტრუქციისა და გამოყენების წესების შესახებ მოცემულია ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში, რომელიც ავტომობილთან ერთად გადმოგეცემათ.
გარანტიის მოქმედების ვადები
- გარანტია სტანდარტულ აკუმულატორზე
ავტომობილის თავდაპირველი აკუმულატორი შეიძლება დაიმუხტოს ან შეიცვალოს გარანტიით, რომელიც ავტომობილის გაყიდვიდან 24 თვის განმავლობაში, ან პირველი 40 000 კმ-ს გავლის პერიოდში მოქმედებს.
- გარანტია დაბალი ძაბვის ინტეგრირებულ აკუმულა- ტორზე (მხოლოდ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის ავტომობილზე)
ავტომობილზე დაბალი ძაბვის აკუმულატორი შეიძლება შეიცვა- ლოს გარანტიით, რომელიც მოქმედებს ავტომობილის გაყიდ- ვიდან 36 თვის განმავლობაში, ან პირველი 100 000 კმ-ს გავლის პერიოდში.
- გარანტია მაღალი ძაბვის ელემენტებზე (მხოლოდ ჰიბრიდულ ან ელექტრო ძრავის ავტომობილზე)
გარანტია მღალი ძაბვის ელემენტებზე მოქმედებს 84 თვის განმავლობაში, ან პირველი 150 000 კმ-ს გავლის პერიოდში.
- გარანტია ძარის გამჭოლ კოროზიაზე
გარანტია მოქმედებს 60 თვის განმავლობაში ან პირველი 100 000 კმ-ს გავლის პერიოდში ავტომობილის გაყიდვის დღიდან.
რას უზრუნველყოფს გარანტია
ავტომობილის მფლობელის მიერ ნორმალური ექპსლუატაციისა და გეგმიური სერვისების ჩატარების პირობების დაცვის ასევე სხვა ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, გარანტია უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი, ორიგინალი ანუ ჰიუნდაის მიერ წარმოებული ნებისმიერი ნაწილის ან აგრეგატის შეკეთებას ან შეცვლას, რომელსაც აღმოაჩნდება საგარანტიო პირობებით დაფარული დეფექტი, მისი დამონტაჟების დეფექტი, ან ქარხნული წუნი.
აღნიშნული პირობა არ ვრცელდება პარაგრაფში „რას არ უზრუნველყოფს გარანტია“ და „გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე“ მითითებულ პუნქტებზე.
ავტომობილის მფლობელის ვალდებულებები
თქვენი ავტომობილის პირველი გეგმური სერვისი უნდა შესრულდეს შეძენიდან 6 თვეში ან პირველი 2000 კმ-ს დაფარვისთანავე.
გაიმეორეთ გეგმიური სერვისი ყოველ მომდევნო 12 თვეში ან ყოველი მომდევო 10 000 კმ-ს გავლისთანავე. გაითვალისწინეთ, რომ შესაბამისი მომსახურება მხოლოდ სს „ჰიუნდაიო ავტო საქართველოს“ სერვის ცენტრის ან ავტორიზებული დილერის სერვისის თანამშრომლების მიერ უნდა შესრულდეს.
ავტომობილს დიდი ან არანორმირებული დატვირთვით ექპლუატაციის შემთხვევაში (თუ ძრავი ხშირად მაქსიმალური დატვირთვით, ბრუნვის მაღალი სიხშირით მუშაობს და ა.შ.) გეგმური სერვისის შესრულება სავალდებულოა ყოველ 6 თვეში ან ყოველი 5000 კმ -ს დაფარვისთანავე.
- საგარანტიო ვადის ამოწურვამდე ავტომობილს ნებისმიერი მომსახურება, მათ შორის სამღებრო სათუნუქე სამუშაოები, უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალურ სერვისცენტრში ან მის ავტორიზებულ სადილეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი გარანტიიდან მოიხსნება.
- ყურადღება მიაქციეთ სერვისის წიგნაკში პერიოდული ტექნიკური მომსახურების შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებს, რადგან პერიოდული ტექნიკური მომსახურების გავლისას სერვისცენტრში მათი წარდგენა დაგჭირდებათ. ჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, ჰიუნდაი ავტო საქართველო და მისი ავტორი- ზებული სადილერო ცენტრი უფლებას იტოვებს, გარანტიით არ მოგემსახუროთ.
- ავტომობილის ექსპლუატაციის დროს ნებისმიერი შეფერხების გამოვლენისთანავე აუციელებლია, სამუშაო საათებში მიმართოთ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ავტორიზებულ სერვისცენტრს.
- ახალი ავტომობილის შეძენისას წინასწარ შეამოწმეთ მისი ვიზუალური და ტექნიკური მხარეები.
- ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ავტომობილი გარანტიიდან მოიხსნება.
- ავტომობილის საგარანტიო მომსახურება ტარდება მხოლოდ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალურ სერვისცენტრში, რომელიც მდებარეობს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, # 204 – ში. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ (HYUNDAI) ქოლ-ცენტრს შემდეგ ნომერზე: 032 2 51 77 99, ან იხ. ვებგვერდი: WWW.HYUNDAI.GE
- მომხმარებლის ვალებულებაა გეგმიური სერვისების დადგენილ ვადაში შერსულება. დაზიანება და/ან გაუმართაობა, რომელიც გამოწვეულია არასრული ტექმომსახურების შედეგად, ან დადგენილი სავალდებულო პერიოდული შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების უგულებელყოფით, მნიშვნელოვანი ზედმეტი გარბენით გეგმურ ტექმომსახურებებს შორის (1000 კმ-ზე მეტი მანძილი ან 1 თვეზე მეტი პერიოდი) წარმოადგენს ავტომობილისთვის საგარანტიო მომსახურების შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძველს.
გარანტია ლაქ-საღებავის საფარზე
ეს გარანტია ითვალისწინებს შეღებილი ზედაპირების უფასო რემონტს ლაქ-საღებავების ან ამ მასალებით შეღებვის ტექნოლოგიაში დეფექტების გამოვლენისას. გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა დეფექტების მიზეზები, საწარმოო ხასიათისაა.
რას არ უზრუნველყოფს გარანტია
ჰიუნდაი ავტო საქართველოს ავტორიზებულ სერვსისცენტრთან შეუთანხმებლად ავტომობილის ნებისმიერი ტექნიკური ცვლი- ლება და შედეგად გამოწვეული ზიანი არ ექვემდებარება საგარანტიო ანაზღაურებას (აირის აპარატურის დამონტაჟება, ძრავის დამატებითი მოწყობილობებით გაძლიერება- მოდიფი- ცირება — ე.წ. “დატუნინგება”, დამატებითი ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი ოფიციალურ წარმომადგენლობას- თან შეუთანხმებლად და ა.შ.).
რას არ ფარავს გარანტია
- გარანტია არ ფარავს გადაჭარბებული დატვირთვითა და არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებსა და დეფექტებს.
- გარანტია არ ფარავს სტანდარტულ სერვისს-შემოწმება (დიაგ- ნოსტიკა), რეგულირება, საბურავების ბალანსირება, განშლა, ნახარების აღდგენა, შეზეთვა, ძრავის ზეთის შეცვლა ან საწვავის, ძრავის ზეთის, გადაცემათა კოლოფის ზეთის, სამუხრუჭე სითხის დამატება, სითხის დამატება ხიდებსა დასაჭის ჰიდრო გამაძლიერებელში, ანტიფრიზი, კონდიციონერის შემოწმება – დამუხტვა.
- ასევე: სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის სისტემა (გადაბმუ- ლობის დისკი, გადაბმულობის ქურო, გადაბმულობის საკისარი) იმის მიუხედავად, არის თუ არა ის გადაცემათა კოლოფის ნაწილი, საცხებ–საპოხი მასალები, ნათურები, მცველები, სიგნალები, საქარე მინის საწმენდები (ე.წ. “დვორნიკები”), ანთების სანთ- ლები (ე.წ. “სვეჩები”), უხარისხო საწვავის გამოყენების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი დაზიანება, პულტის ელემენტი, უხეში მოპყრობით გამოწვეული ნებისმიერი დაზიანება (მექანიკური დაზიანება), ნაწილი, რომელსაც აქვს რესურსი და ექვემდებარება ცვეთას (რეზინის ნაწილები: მშრალი რეზინები, სამტვერული (ე.წ. “პილნიკი”) მშრალი ამორტიზატორის რეზინები და ა. შ.).
გარანტია არ ფარავს დაზიანებას ან გაუმართაობას, რომელიც გამოწვეულია:
- ავტომობილის არასწორი ან არამიზნობრივი გამოყენების, გადატვირთვის, ქურდობის, ხანძრის, დატბორვის ან ნებისმიერი სხვა ბუნებრივი მოვლენისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით;
- უხარისხო ან შეუსაბამო სითხეების, საწვავის ან შესაზეთი მასალების გამოყენებით;
- არაორიგინალი ნაწილების გამოყენებით;
- იმ დამატებითი მოწყობილობის ან აქსესუარის გამოყენებით, რომელიც არ არის ჰიუნდაი ავტო საქართველოს მიერ მოწოდებული;
- არასწორი მოპყრობით ან უხარისხო შეკეთებით არაოფიციალურ სერვისცენტრში;
- ნორმალური ექსპლუატაციის დროს რეზინის ნაწილებისა და სალონის შიდა გადასაკრავის ცვეთით;
- ისეთი უმნიშვნელო დეტალები, როგორებიცაა მსუბუქი ხმაური ან ვიბრაცია და რომლებიც არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან მისი ელემენტების მუშაობის ხარისხზე ან თავად ავტომობილის მახასიათებლებზე;
გარანტია არ ფარავს შემთხვევით ან ირიბ დანაკარგებს:
- ავტომობილის გამოუყენებლობით გამოწვეული ზარალი, რომე- ლიც კომერციულ ან პერსონალურ დანაკარგებს მოიცავს;
- გაუმართაობები და შედეგები, რომლებიც ამ თუ სხვა გაუმარ- თაობების არადროული აღმოფხვრის შედეგად წარმოიქმნება;
- იმ დეტალების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად წარმოქმნილი ზარალი, რომელთა საგარანტიო ვადა წინამდებარე საგარანტიო პირობებით ამოწურულია;
გარანტია არ ფარავს დამატებით ხარჯებს:
ნებისმიერი ფინანსური დანაკარგი, დროის დაკარგვის გადასახადის, ან მოუხერხებლობის გადასახადის, ავტომობილის გამოყენების შეუძლებლობის, ავტომობილის იჯარის, პროდუქტების ღირებულებისა და, სხვა გადასახადების, შენახვის გადასახადისა და სხვა შემთხვევითი თუ ირიბი დანაკარგის ან დაზიანების ჩათვლით.
რას არ უზრუნველყოფს გარანტია
ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია გაუმართავი ავტომობილის გამოყენების შეუძლებლობასთან, დროისა და შემოსავლის დაკარგვასთან, საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯებთან.
გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
- ნებისმიერ ავტომობილზე, რომელშიც შეცვლილია გარბენის მაჩვენებლები;
- ავტომობილის ვინ-კოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანე- ბულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
- ატმოსფერული და სამრეწველო ნალექების, მჟავური წვიმების, მარილის, სეტყვის, ქარიშხლის ან სხვა ბუნებრივი მოვლენის ზემოქმედებაზე;
- საღებავის ნახეთქებზე, ავტომობილის ზედაპირის დაზიანებებზე, საღებავის ან ძარის მსგავს დაზიანებებზე;.
- გზის ელემენტების (ქვიშა, ხრეში, მტვერი, ან გზის ნაგავი) მოქმედებაზე, რომელთა შედეგად საღებავსა და მინაზე ჩნდება დაზიანებები. ასევე, საღებავის ნებისმიერ დეფექტზე ან პრობ- ლემაზე, რომლებიც საბარგო განყოფილებაში წარმოიქმნება (მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის).
საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფა
საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური სერვისცენტრი, მომხმარებლის მიერ ნაწილებისა და გაწეული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების გარეშე. საგარანტიო მომსახურება არ გაეწევა ავტომობილებს, რომლებიც არ არის შეკეთებული ან არ გადის გეგმურ და პერიოდულ სერვისს ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალურ, ან მის ავტორიზებულ სადილერო სერვის ცენტრებში.
გარანტია საგარანტიო ვალდებულებით შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე
საგარანტიო სერვისის დროს შეკეთებულ ან შეცვლილ დამონტაჟებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია ვრცელდება ამ ავტომობილის საგარანტიო პერიოდის მოქმედების განმავლობაში.
საგარანტიო შეკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება
საგარანტიო შეკეთების აუცილებლობისა და მეთოდის შესახებ (შეკეთების ან შეცვლის) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის მხოლოდ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალურ სერვის-ცენტრს. ამას გარდა, საგარანტიო სერვისის დროს შეცვლილი სათადარიგო ნაწილები და მასალები ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური სერვის-ცენტრის საკუთრება ხდება.