ბრენდის ფილოსოფია

ჩვენი ხედვა

პროგრესი კაცობრიობისთვის

მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯები მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ჰუმანურობის იდეას ემყარება.

იქნება ეს წყალბადზე მომუშავე ავტომობილები, ელექტრომობილები, მოწინავე რობოტული ტექნიკა თუ საჰაერო გადაადგილების საშუალებები, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის განვითარებაში.

Featured Image

ვალდებულება გარშემომყოფთა წინაშე

გვჯერა, რომ ნებისმიერი გამოგონება თუ ინოვაცია ადამიანურ ფაქტორს უნდა ეფუძნებოდეს. კომპანიის დამფუძნებელი ჩანგ ჯუ იონგისთვის, განვითარების სურვილი და სხვა ადამიანების მიმართ ემპათია ყოველთვის კომპანიის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ მისმა მიზანსწრაფულობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. ეს პრინციპები დღესაც წარმოადგენს ჰიუნდაის ფუნდამენტურ ღირებულებას. სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენს ჩვენს გზამკვლევს განვითარების პროცესში.

ჩვენი შთაგონების წყაროს ყოველდღიურობა წარმოადგენს

დღეს ჩვენ ვიმყოფებით გადაადგილების საშუალებების განვითარების განსაკუთრებულ ეტაპზე და ცხადად ვხედავთ იმ მრავალ სარგებელს, რომელსაც ეს განვითარება კაცობრიობას მოუტანს. სატრანსპორტო საშუალებები ყოველდღიურად იხვეწება, ხდება მეტად უსაფრთხო და სულ უფრო მეტად აკმაყოფილებს მდგრადი განვითარების მოთხოვნებს. ჩვენ ამ პროცესის მოწინავე ხაზზე ვიმყოფებით და მომხმარებელს გადაადგილების ჭკვიან საშუალებებს ვთავაზობთ.

შემდგომი ცვლილებები

განვითარებისთვის ნებისმიერი სიახლე ახალ პერსპექტივებს საჭიროებს. მოქნილობის ამგვარ საჭიროებას მოწმობს ჰიუნდაის გარდაქმნაც ავტომობილების მწარმოებლიდან გადაადგილების ჭკვიანი საშუალებების მწარმოებლად.
ჰიუნდაი მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორიცაა, რობოტული ტექნიკა და საჰაერო გადაადგილების საშუალებები. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, 2025 წლიდან ვგეგმავთ გადავიდეთ პროგრამული უზრუნველყოფით მართულ ავტომობილებზე (software-defined vehicle), რის მეშვეობითაც უზრუნველვყოფთ ჩვენი მომხმარებლების მიერ უფრო თავისუფალ, უსაფრთხო და სამართლიან მართვის გამოცდილებას.
ჰიუნდაის კიდევ ერთი მიზანია შევქმნათ წყალბადის მდგრადი ეკოსისტემა ძველი ბატარეების გადამუშავების შედეგად და ნარჩენების გადამუშავებით დავიწყოთ წყალბადის ენერგიის წარმოება. ჩვენი ამგვარი მრავალმხრივი განვითარება განპირობებულია იმით, რომ კომპანიის მთავარ მისიას ყოველთვის ადამიანებისთვის სარგებლის მოტანა წარმოადგენდა.

slide image
slide image
Featured Image

წინ ჩვენი მიზნებისკენ

ნებისმიერი მოგზაურობისას აუცილებელია სწორი თანამგზავრების შერჩევა. სწორედ ამიტომ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას ყველა მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენთან ერთად გადავდგათ და წარმოგიდგინოთ გადაადგილების ისეთი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში, დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პროდუქტიული და ამავდროულად იზრუნოთ გარემოზე.

Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars