$32 500

STARIA-ს 7-აირბაგიანი სისტემა

STARIA აღჭურვილია 7 უსაფრხოებსი ბალიშით, რომლებიც მგზავრების ყოვლისმომცველ დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის წინა და გვერდითი , მძღოლის მუხლია და ფარდის ტიპის უსაფრთხოების ბალიშებით, რომლებიც გადახვევის შემთხვევაში დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

უსაფრთხოდ გადმოსვლის დამხარე სისტემა

გაჩერებულ ავტომობილთან უკნიდან მოახლოებული ავტომობილის დაფიქსირებისას, სისტემა ელექტრო გასაწევ კარს ავტომატურად კეტავს და მგზავრებს გაფრთხილებას აძლევს, რათა კარის გახსნისას შესაძლო შეჯახების რისკი შემცირდეს.

უსაფრთხოების სისტემა Smartsense

Featured Image

წინა შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა

წინ მიმავალი ავტომობილის მიერ სვლის შენელების, ქვეითის ან ველოსიპედისტის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა აფრთხილებს მძღოლს და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს

Featured Image

ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა

ზოლში მოძრაობის და მიყოლის დამხმარე სისტემა იყენებს ავტომობილის წინა ნაწილში ინტეგრირებულ კამერას მონიშვნის მისადევნებლად. არასასურველი ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, ის გაგაფრთხილებთ და შეუძლია გამოიყენოს საწინააღმდეგო საჭის მომენტი, რათა მანქანა უკან დააბრუნოს ზოლში

Featured Image

ბრმა ზონის შეჯახების გაფრთხილებისა და თავიდან აცილების დამხმარე სისტემა

ზოლის შეცვლისას, სისტემა აკონტროლებს ავტომობილის უკანა გვერდით ზონას. თუ მოახლოებულ ავტომობილთან შეჯახების რისკი დაფიქსირდა, მძღოლს დროულად აფრთხილებს.
პარალელურად გაჩერებული ავტომობილიდან წინ გამოსვლისას, თუ უკნიდან მოახლოებულ ავტომობილთან შეჯახების საფრთხე გაიზარდა, სისტემა ავტომატურად ეხმარება დამუხრუჭებაში.

Featured Image

ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი

სისტემა ავტომატურად არეგულირებს ავტომობილის სიჩქარეს წინ მიმავალი ავტომობილის მოძრაობის შესაბამისად და ინარჩუნებს უსაფრთხო დისტანციას.

Featured Image

უკანა მხრიდან შეჯახების აცილების სისტემა

ცუდი ხილვადობის ადგილებიდან უკუსვლით გამოსვლისას, სისტემა გაფრთხილებთ გვერდიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ამუხრუჭებს

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი