გააზიარე

IONIQ6-ის გამარჯვება .

Hyundai IONIQ 6-მა World Car Awards-ზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა

World Car Awards-ის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე გაიმართა, ჰიუნდაის ელექტროფიცირებულმა Streamliner-მა, IONIQ6-მა სამი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა:

  1. 2023 წლის საუკეთესო ავტომობილი
  2. 2023 წლის საუკეთესო ელექტრომობილი
  3. 2023 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილი

საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება ელექტრომობილის შთამბეჭდავ მახასიათებლებსა და აეროდინამიკურობაზე დაყრდნობით მიიღო.

IONIQ 6 ავტომობილების ინდუსტრიაში მომუშავე 100 ჟურნალისტისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამ ფინალისტს შორის გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში გამარჯვება IONIQ-ის ხაზმა ზედიზედ უკვე მეორედ მოიპოვა. გასულ წელს ეს ჯილდო IONIQ 5-მა მიიღო.

„ჩვენთვის World Car Awards-ის ჯილდოების ზედიზედ მეორედ მიღება განსაკუთრებული პატივია. ეს იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მომხმარებლისთვის IONIQ 6-ის მსგავსი ელექტრომობილების წარდგენაში დებს. ამგვარი დაფასება ჩვენს ბრენდს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, რათა ავტომობილების ელექტრიფიკაციის გლობალურ ლიდერად იქცეს“, – აცხადებს ჰიუნდაის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იაჰუნ ჩენგი.

“ჩვენი სურვილი მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარებაა და ვფიქრობ, IONIQ 6-ის სახით, ამ თვალსაზრისით მართლაც ერთ-ერთი უნიკალური მოდელი შევქმენით. თამამი Streamliner დიზაინისა და აეროდინამიკური ეფექტიანობის სინთეზის შედეგად, ელექტრომობილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები მივიღეთ. რაც შეეხება ინტერიერს, ჩვენმა გუნდმა შექმნა პერსონალიზებული გარემო, რომელიც მომხმარებელს მყუდრო, მშვიდ და მრავალფუნქციურ სივრცეს სთავაზობს“,- აღნიშნავს ჰიუნდაის გლობალური დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი სანგ იუპ ლი.

IONIQ 6 ჰიუნდაის ბრენდის E-GMP პლატფორმაზეა აგებული, რაც ელექტრომობილს

800 ვოლტი სიმძლავრის ულტრა სწრაფი დამტენის საშუალებით 18 წუთში 10-დან 80 %-მდე დამუხტვის საშუალებას აძლევს.

წინაღობის მინიმალური, 0.21 ნიშნულის მაჩვენებლის მიხედვით, IONIQ 6 ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური ელექტრომობილია. WLTP-ის მონაცემებით, ერთი დამუხტვის შედეგად, ავტომობილს 614 კმ-ის დაფარვა შეუძლია, სტანდარტული 2WD მოდელი კი 18-დიუმიანი საბურავებით 100 კმ-ზე 13.9 კვტ.სთ ენერგიას მოიხმარს.

სხვადასხვა მახასიათებელთან ერთად, IONIQ 6 ისეთ ტექნოლოგიებსაც აერთიანებს, როგორებიცაა V2L (Vehicle to Load), მძღოლის დამხმარე და OTA (over the air) სოფტის განახლების სისტემები.

საბურავებს შორის არსებული 2950 მმ-ის ზომის ბაზის მქონე ელექტრომობილის ინტერიერი საკმაოდ მოცულობითი, კომფორტული და ტექნოლოგიურად დატვირთულია. ის სალონის ორმაგ ნათებას, Speed Sync Lighting-ს, ელექტრონულად აქტიურ ხმოვან სისტემასა და ა.შ. აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ World Car Awards-ის ღონისძიებაზე, 2022 წელს ყველაზე ინოვაციური და შთამბეჭდავი ავტომობილებისა და კონცეპტების, მათ შორის KONA-ს, IONIQ 6-ისა და N Vision-ის შექმნისთვის, სანგ იუპ ლი ჟიურიმ წლის World Car Person-ად დაასახელა.  

IONIQ 6-მა კი 2023 წელს სხვა ჯილდოებიც მოიგო, მათ შორის: წლის საუკეთესო სედანი, წლის საუკეთესო ახალი ავტომობილი და წლის საუკეთესო დიდი ავტომობილი.

IONIQ-ის ხაზის წარმატება ხელს უწყობს ჰიუნდაის ბრენდის გეგმის სწრაფ განხორციელებას, გახდეს ლიდერი ავტომწარმოებელი EV მიმართულებით. 2030 წლისთვის ჰიუნდაის 17 BEV მოდელის გამოშვება აქვს დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars