2022 წლი TUCSON-ი ადამიანი ობობას დებიუტის შემდეგ, „ Sony Pictures-ის მორიგ ფილმ “ განძიეს ძიებაში“ გვხვდება. ფილმის ნახვას საქართველოს კინოათეატრებში 10 თებერვლიდან არის შესაძლებელი.
TUCSON-ს მაყურებელი შეცვლილი “Beast” კონცეფციით იხილავს, რომელიც სპეციალურად კონკრეტული ფილმისთვის შეიქმნა. ავტომობილი წარმოდგენილია უხეში ბამპერებით, საბურავებით და სხვა გარე მოწყობილობებით, რაც საგანძურის ძიების თავგადასავალს კიდევ უფრო სახალისოს ხდის. TUCSON „Beast“-ის გარდა, ფილმში გამოჩნდება წარმოების ისეთი პოპულარული მოდელები, როგორიცაა ახალი ტუსანი, Genesis G90, Genesis G80 და Genesis GV80.
Sony Pictures-ის სათავგადასავლო ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების Naughty Dog-ის „ფლეისთეიშენის“ პოპულარულ ვიდეო თამაშზე, “Uncharted.“ ფილმში ქუჩის გონიერ ქურდ ნათან დრეიკს (ტომ ჰოლანდი) უკავშირდება საგანძურის გამოცდილი მაძიებელი ვიქტორ „სალი“ სალივანი (მარკ უოლბერგი), რომელსაც უნდა, რომ მოძებნოს ფერდინანდ მაგელანის მიერ 500 წლის წინ დაკარგული სიმდიდრე. ის, რაც ამ დუეტისთვის იწყება, როგორც ძარცვის საქმე, გადაიქცევა განძის ხელში ჩაგდების გლობალურ შეჯიბრად. მათ უნდა მიაგნონ განძს მანამ, სანამ მას მიაგნებს დაუნდობელი მონკადამი (ანტონიო ბანდერასი), რომელსაც საკუთარი თავი და ოჯახი განძის კანონიერ მემკვიდრეებად მიაჩნია. თუ ნეიტი და სალი შეძლებენ მინიშნებების გაშიფრვას და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საიდუმლოს ამოხსნას, ისინი იპოვიან 5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგანძურს და, შესაძლებელია, – ნეიტის დიდი ხნის დაკარგულ ძმასაც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან შეთანხმებულად მუშაობას.
თანამშრომლობის ფარგლებში ჰიუნდაიმ შექმნა მარკეტინგული კამპანია, რომელიც მოიცავს ახალ გლობალურ სატელევიზიო რგოლსა და სხვადასხვა ციფრულ აქტივობებს. ვიდეორგოლი “car wash” გვაჩვენებს ნათან დრეიკს, რომელიც ადგილობრივ ავტოსამრეცხაოში ტალახით გასვრილი TUCSON-ით მიდის, რომელიც სავსეა საგანძურის საძიებო ხელსაწყოებითა და ნივთებით. სანამ მისი მანქანა ირეცხება, ნათანი მანქანის სამრეცხაოში ისვენებს და ელოდება, თუ როდის იქნება მისი TUCSON-ი სუფთა, რათა მზად შეხვდეს მორიგ თავგადასავლებს.
„მრავალი შესაძლებლობის მქონე TUCSON-ი მზად არის ნებისმიერი თავგადასავლისთვის და ჩვენ გვსურს ახალ კამპანიაში სწორედ ამ სულისკვეთების გადმოცემა“, – ანგელა ზეპედა, Hyundai Motor America-ს მარკეტინგის მთავარი დირექტორი.
„სრულიად ახალი TUCSON-ი არის დიდი შესაძლებლობების მქონე სპორტული ავტომობილი, რომელიც მზად არის ჩაერთოს განძის ძიების თავგადასავალში“. „განძის ძიებაში“ არის ფილმი, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ეყოლება მთელ მსოფლიოში და ჩვენ მოხარული ვართ ჩვენი ავტომობილების შესაძლებლობები და ტექნიკური აღჭურვილობა კრეატიულად წარმოვაჩინოთ, ისე როგორც Sony Pictures-ს ახასიათებს. წინა თანამშრომლობა Spider-Man: Into the Spider-Verse -თან იყო უდიდესი წარმატება IONIQ 5-ისა და TUCSON-ის პოპულარიზაციისთვის და ასეთივე წარმატებას ველოდებით ფილმისგან „განძის ძიებაში“.-თომას შემერი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, გლობალური მარკეტინგის ოფიცერი და Hyundai Motor Company-ის მომხმარებელთა გამოცდილების განყოფილების ხელმძღვანელი.
Hyundai Motor-სა და Sony Pictures-თან პარტნიორობა 2020 წლის მაისიდან იწყება. თანამშრომლობის მიზანი იყო პროდუქტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით წარმოეჩინა კომპანიის ხედვა, რომელიც ადამიანის სურვილებს ანიჭებს პრიორიტეტს. აღსანიშნავია Hyundai Motor-ის წარმატებული პარტნიორობა „ადამიანი-ობობა™: სახლისკენ გზა არ არის“-თან, რომელიც ყველა დროის ტოპ ათეულში ყველაზე მაღალშემოსავლიანი გლობალური ფილმია, რომელიც ამჟამად კინოთეატრებში გადის.
შემდგომში, Hyundai Motor-ს ექნება ინტეგრაცია Spider-Man: Into the Spider-Verse-თან ,რომელიც იმაცვე სახოლწოდების ანიმაციური ფილმის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.