გააზიარე

მე-4 თაობის Tucson-ის სპორტული N Line მოდელი .

თებერვლის ბოლოს ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში მეოთხე თაობის Tucson N Line ვერსიის შეძენა იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაის ბესტსელერის, Tucson-ის N Line მიმართულების მოდელი მომხმარებლებისთვის პირველად გახდება ხელმისაწვდომი.

N Line-ის შთაგონებად მოტოსპორტი იქცა და, შესაბამისად, სტანდარტული Tucson-ისგან განსხვავებით, ის მეტი სპორტული დეტალით გამოირჩევა. მათ შორისაა: ექსტერიერისა და ინტერიერის სპორტული, თამამი, თვალში საცემი, დახვეწილი შტრიხები და აქცენტები.


Tucson N Line-ი შესანიშნავ არჩევანს წარმოადგენს მძღოლებისთვის, რომლებსაც დახვეწილი და სპორტული SUV-ის მართვა და უნიკალური გამოცდილების მიღება სურთ.

ავტომობილი ჰიბრიდული ძრავით, HTRAC-ის სრული ამძრაობის (4X4) კომპლექტაციით, ბენზინის 1,6-ლიტრიანი ძრავით, 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის კოლოფითა და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

Tucson N Line-ის შეძენა ან დაჯავშნა მსურველებისთვის ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე, სასესხო პროდუქტების გამოყენებითაა შესაძლებელი.

როგორც ჰიუნდაის ყველა ჰიბრიდულ ავტომობილზე, Tucson N Line-ზეც გარანტია 7 წლით ან 150 000კმ-ით განისაზღვრება. 

ავტომობილზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Tucson N LINE

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი