გააზიარე

ჰიუნდაი ტუსანის კომფორტის ფუნქციონალი – რას გთავაზობთ ლეგენდარული მოდელი?

ჰიუნდაი ტუსანის კომფორტის ფუნქციონალი

თანამედროვე რეალობაში მანქანა არამხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ კომფორტის წყაროცაა. ავტომობილის ეფექტური მართვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება იყოს მაქსიმალურად კომფორტული როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის. 

სწორედ ასეთი ავტომობილია ჰიუნდაი ტუსანი. ამ ბლოგპოსტში კი სწორედ მისი კომფორტის ფუნქციონალის შესახებ ვისაუბრებთ.

პანორამული დისპლეი და ციფრული მართვა

ტუსანის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილს პანორამული დისპლეი იკავებს, რომელიც 12.3-ინჩიან სენსორულ მონიტორსა და ამავე ზომის ციფრული მაჩვენებლების დაფას აერთიანებს. ეს ერთიანი, დახვეწილი პანელი მძღოლს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო ინფორმაციასა თუ გასართობ ფუნქციას ერთი ხელის შეხებით მართოს. სისტემა გამოირჩევა სწრაფი რეაგირებითა და მაღალი გარჩევადობით, რაც მართვის პროცესს მეტად სასიამოვნოს ხდის.

პროექციული განათება საქარე მინაზე

უსაფრთხოებისა და კომფორტის იდეალური სინთეზია 12-ინჩიანი პროექციული განათება (HUD), რომელიც საქარე მინაზე გამოსახავს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა სიჩქარე, ნავიგაცია და უსაფრთხოების შეტყობინებები. ამ ფუნქციის წყალობით, მძღოლს აღარ უწევს გზის სავალი ნაწილიდან მზერის მოცილება, რაც გადაადგილებას მეტად უსაფრთხოს ხდის. 

ინოვაციური ავტორიზაცია თითის ანაბეჭდით

ჰიუნდაი ტუსანი პერსონალიზაციის ახალ ეტაპზე გადადის თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის სისტემით. ეს ფუნქცია არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ კომფორტის წყაროც: ავტორიზაციისთანავე ავტომობილი „ცნობს“ მძღოლს და ავტომატურად აყენებს სავარძლებს, სარკეებსა და მულტიმედიურ პარამეტრებს იმ პოზიციაში, რომელიც კონკრეტული მომხმარებლისთვისაა შენახული.

პერსონალიზებული სავარძლები მახსოვრობის ფუნქციით

მძღოლისა და მგზავრის ელექტრონული სავარძლები შექმნილია სხეულის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. მძღოლის სავარძელს აქვს პოზიციის მახსოვრობის ფუნქცია, რაც გამორიცხავს ყოველ ჯერზე სავარძლის ხელახლა გასწორების აუცილებლობას. საჭის სიმაღლისა და სიგრძის რეგულირების შესაძლებლობასთან ერთად, ნებისმიერი სიმაღლისა და აღნაგობის ადამიანი მარტივად მოირგებს სავარძელს. 

კლიმატ-კონტროლი და სავარძლების ვენტილაცია

ტუსანში ტემპერატურა ყოველთვის თქვენს კომფორტზეა მორგებული. წინა სავარძლების გათბობისა და გაგრილების ფუნქცია უზრუნველყოფს მყუდროებას როგორც ზამთრის ცივ დღეებში, ისე ზაფხულის სიცხეში. გარდა ამისა, ინოვაციური Multi-Air Mode ტექნოლოგია ჰაერს სალონში დიფუზიურად, პირდაპირი ქროლვის გარეშე ანაწილებს, რაც ქმნის ბუნებრივ და სასიამოვნო გარემოს.

Bose-ის აუდიოსისტემა და Ambient განათება

ტუსანის ახალი ავტომობილები Bose-ის პრემიუმ აუდიოსისტემით გამოირჩევა, რომელიც მომხმარებელს სუფთა და ღრმა ჟღერადობას სთავაზობს. განსაკუთრებულ გარემოს ქმნის Ambient განათებაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერი და შექმნათ სალონში სასურველი განწყობა. 

მოძრავი კონსოლი და პრაქტიკული საბარგული

ერგონომიკა ტუსანის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მოძრავი კონსოლი საშუალებას გაძლევთ, ოპტიმალურად გამოიყენოთ სალონის სივრცე ნივთების შესანახად. საბარგული ასევე ჭკვიანი ელექტრონული კარით გამოირჩევა. 

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჰიუნდაი ტუსანი იდეალურ არჩევანს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კომფორტის ფუნქციონალს აფასებენ ავტომობილში ყველაზე მეტად.

ავტომობილის ტესტ დრაივის დაჯავშნა შეგიძლიათ როგორც ვებსაიტიდან, ისე ჩვენს შოურუმშივე.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი