გააზიარე

IIHS-ის მაქსიმალური შეფასება Tucson-ს.

Hyundai-ს ყველაზე გაყიდვად SUV-ს, მეოთხე თაობის Tucson-ს, საავტომობილო გზების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (Insurance Institute for Highway Safety -IIHS) TOP SAFETY PICK+ (TSP+) ის წოდება მიანიჭა.

Tucson-მა მისი მდგრადი სტრუქტურით, იდეალურად ინტეგრირებული ფარებითა და ავარიის პრევენციისთვის საჭირო სისტემებით (SmartSense) IIHS-ის მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა და შეუერთდა  Hyundai Palisade-სა და NEXO-ს, რომელიც ასევე TSP+ შეფასება დაიმსახურეს. იმისათვის, რომ ავტომობილმა IIHS-ის მაქსიმალური შეფასება TSP+ დაიმსახუროს, საჭიროა 6 სახის ავარიის ტესტში საუკეთესო სარეიტინგო ქულები მოიპოვოს. ამასთან ერთად, ავტომობილს უნდა ჰქონდეს იდეალურად მორგებული ფარები (მიუხედავად რაოდენობისა და ზომებისა) და დახვეწილი შეჯახების საწინააღმდეგო სისტემები.

2021-2022 წლის მოდელებით Hyundai-მ და Genesis-მა  IIHS-ისგან ჯამურად TSP და TSP+ -ის 14 შეფასება მიიღეს. აღნიშნული მიღწევით უფრო ნათელი გახდა Hyundai-ს მიზანი და სიტყვები “უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა” 

“ჩვენთვის “Safety First” უბრალო სიტყვები არ არის, ეს ტოპ პრიორიტეტია.  უსაზღვროდ ბედნიერები ვართ რომ Tucson-მა TSP+ -ის შეფასება დაიმსახურა.  ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ Hyundai-ს უმთავრესი მიზანი უსაფრთხოებაა”  – ბრაიან ლატუფი – Hyundai- ამერიკის  უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

“Tucson-ს ორი სახის შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა აქვს – სტანდარტული და არჩევითი. ჩვენს გამოცდაში თითოეულმა მათგანმა მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა. ”  – ჯო იანგი – IIHS-ის წარმომადგენელი.

TOP Safety Pick:

Veloster, Elantra, Sonata, Kona, Santa Fe, Tucson ( არჩევითი შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით და  მთავარი მაშუქებით)

Top Safety Pick + :

Tucson, Palisade, Nexo

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი