გააზიარე

Luminary-ს ტიტული Red Dot Award-ზე.

30 სექტემბერს ჰიუნდაიმ პირველად მიიღო „Luminary”-ის წოდება Red Dot Award-ზე სრულად ავტონომიურ წყალბადზე მომუშავე Trailer Drone-ის დიზაინის კონცეპტისთვის.

„Luminary”-ის ჯილდო არის უმაღლესი საფეხური Red Dot Award-ზე, რომელიც გაიცემა გამარჯვებულთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად.
საერთო ჯამში ჰიუნდაიმ ღონისძიებაზე, რომელსაც Germany’s Design Zentrum Nordrhein-Westfalen მასპინძლობდა,  სამი ჯილდო მოიპოვა „Luminary”, “Best of the Best” და „Winner”.

„Red Dot-მა კიდევ ერთხელ დააფასა ჩვენი გუნდის მუშაობა და მცდელობა, გავხდეთ გონივრული გადაწყვეტების პროვაიდერები ტექნოლოგიებში. Trailer Drone მნიშვნელოვანი მოდელია, რომელიც ასახავს ჩვენს ხედვას სრულად ავტონომიურ, წყალბადის ენერგიაზე მომუშავე, კომერციულ ავტომობილებზე. „luminay”-ის ჯილდო გამოხატავს ჩვენი გუნდის ინჟინრებისა და დიზაინერების შემართებას,  ვაქციოთ მომავლის ტრანსპორტი სრულად ეკომეგობრულად“- სანგ იუპ ლი, ჰიუნდაის დიზაინ მიმართულების ვიცე პრეზიდენტი.

Trailer Drone წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტონომიური კონტეინერის ტიპის კომერციული სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც ავზის ერთი დამუხტვით 1000კმ მანძილის დაფარვა შეუძლია. მის ქვედა ნაწილში არსებული ღიობები ბრენდის ასევე უნიკალური სატრანსპორტო საშუალების E-boggie-სთვის არის განკუთვნილი. E-boggie-ს გამოყენება შესაძლებელია სხვა სფეროებშიც, როგორიცაა ტვირთის გადატანა და სამაშველო ოპერაციები.

Best of Best -ის მფლობელი გახდა SEVEN-ი, რომლის პრეზენტაცია 2021 წელს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გაიმართა. Seven-ის კონცეპტი იდეალურად გადმოსცემს IONIQ ხაზის მიმართულებას.  ესთეტიკისა და აეროდინამიულობის შერწყმით Hyundai-მ ახალი კონცეპტით SUV-ების კლასი სრულიად ახალი კუთხით დაგვანახა.  Seven-ი აგებულია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პლარფორმა E-GMP-ზე, რაც ავტომობილს უფრო ვრცელ საბურავებს შორის ბაზას მნიშვნელოვნად ზრდის და სალონის მოწყობისთვის იდეალურ სივრცეს გვთავაზობს.

“Winner“-ის წოდება ერგო ბრენდის PnD მოდულს, რომელიც ჰიუნდაიმ 2022 წლის CES ღონისძიებაზე წარადგინდა. ის ერთგვარი დამხმარე მოწყობილობაა, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ ზომების მიხედვით და დაუმაგროთ სხვადასხვა ნივთს მის გადასაადგილებლად. 360 გრადუსიანი მოხვევის შესაძლებლობით ის საკმაოდ პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელი მოდულია.

Red Dot მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ავტორიტეტული დიზაინ კონკურსია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, მათ შორის : პროდუქტის დიზაინი, ბრენდი და კომუნიკაციის სტილი, დიზაინის კონცეპტი და ა.შ

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი