გააზიარე

Hyundai Staria-ს კიდევ ერთი გამარჯვება .

Hyundai Staria-ს კიდევ ერთი გამარჯვება “საუკეთესო ავტომობილების ნომინაციაში“

• Staria-მ ჟურნალის, Auto motor und sport-ის მკითხველთა გამოკითხვაში უკვე მეორედ გაიმარჯვა;

• 15 კონკურენტს შორის, ფურგონების კატეგორიაში Staria კვლავაც ლიდერია;

• მრავალფუნქციური ავტომობილის (MPV) უპირატესობებს შორისაა: ტევადობა, მოქნილობა დაა უსაფრთხოების დამხმარე სისტემები.


2022 წლის მსგავსად, Hyundai STARIA გერმანული სავაჭრო ჟურნალის, Auto motor und sport-ის მკითხველთა გამოკითხვის შედეგებით, ნომინაციაში საუკეთესო ავტომობილები კვლავაც გამარჯვებულია. ელეგანტურმა, მრავალფუნქციურმა ავტომობილმა (MPV) პირველობა ფურგონების კატეგორიაში მოიპოვა. გამოკითხვაში სულ 101 550-ზე მეტი მკითხველი მონაწილეობდა და მათ 13 კატეგორიაში 422 ავტომობილი შეაფასეს. Staria-მ 15 ავტომობილს შორის გაიმარჯვა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

„გაყიდვების დაწყებისთანავე Staria-ს ასეთი გამარჯვება ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ამ გარემოებამ მთლიან გუნდს წარმატების გამეორების მოტივაცია მისცა. Staria-მ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, რაც მრავლისმთქმელი ფაქტია როგორც ჩვენი ბრენდის, ისე პროდუქციის მაღალი ხარისხის შესახებ. ვამაყობთ, რომ ამ ჯილდოს მიღება ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ. ეს წარმატება ადასტურებს, რომ ჩვენი მრავალფუნქციური ავტომობილები (MPV) გერმანულ ბაზარზე კვლავ უკონკურენტოა”, – აცხადებს Hyundai Motor Deutschland GmbH-ის მმართველი დირექტორი იურგენ კელერი. ”

ფუტურისტული დიზაინი, ექსკლუზიური აღჭურვილობა და წინა წამყვან თვლიანი ან სრულამძრავიანი სისტემა

მოდელი ფუტურისტული დიზაინითა და ფართო ინტერიერით გამოირჩევა. სივრცე თანაბრად მოცულობითია როგორც კომფორტზე ორიენტირებული, შვიდადგილიანი კონფიგურაციის მქონე ავტომობილში, რომლის (2+2+3 სავარძელი), მეორე რიგში მრავალფუნქციური პრემიუმ რელაქსაციის სავარძლებია განლაგებული, ისე მის ახალ, ცხრაადგილიან ვერსიაში (3+3+3 სავარძელი). ორივე შემთხვევაში Staria, რომლის სიგრძეც 5.25 მეტრია, სივრცის კრიტერიუმით შეუდარებელია.

მიმზიდველი დიზაინის გარდა, Staria ოჯახზე მორგებული მახასიათებლებითაც გამოირჩება. ფართო კუთხის კამერის მეშვეობით, მძღოლსა და წინა მგზავრს უკან მსხდომი მგზავრების დანახვა შეუძლიათ. საინფორმაციო-გასართობი სისტემა ყველა მგზავრს სპიკერით კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, Bose-ის თორმეტდინამიკიანი აუდიო სისტემა კი საუკეთესო აუდიოგამოცდილებას განაპირობებს.

Hyundai-ს ყველა ავტომობილის მსგავსად, მგზავრების უსაფრთხოებას ამ მოდელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვიზუალური და ხმოვანი შეტყობინების მეშვეობით, გაფრთხილების სისტემა (ROA) მძღოლს მიანიშნებს, რომ ავტომობილიდან გადასვლისა და მისი ჩაკეტვის შემთხვევაში, უკანა სავარძელზე მოთავსებული მგზავრი უყურადღებოდ არ დარჩეს. ულტრაბგერითი სენსორი კი ინტერიერს აკონტროლებს, რათა მანქანაში ბავშვები ან შინაური ცხოველები არ დარჩნენ.

სავარძლების კომფორტული განლაგება და საუკეთესო აღჭურვილობა

ცხრაადგილიანი მოდელის შექმნით, Hyundai-მ იმ მომხმარებელთა სურვილები დააკმაყოფილა, რომლებისთვისაც ადგილების რაოდენობა ფუფუნებაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, Hyundai-ს მრავალფუნქციური ავტომობილის შეძენისას, Prime კომპლექტაციის შემთხვევაშიც კი, მათ აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დეტალებით სარგებლობის საშუალება აქვთ. მაგალითად, მოდელის ორივე ვარიანტს ერთი და იმავე, 2.2 ლიტრის მოცულობის VGT დიზელის ძრავა აქვს. ძრავის სიმძლავრე 177 ცხენის ძალას შეადგენს, მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტი კი — 431 ნმ/ბრ-ს. ავტომობილს რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ავტომატური კლიმატკონტროლი, AVN, Apple CarPlay და Android Auto, მობილური ტელეფონის უსადენო დამუხტვის სისტემა და თითოეულ რიგში USB პორტები აქვს. Staria Prime-ის სტანდარტული კომპლექტაცია წინა და უკანა LED მაშუქებსაც აერთიანებს. ავტომობილის სავარძლების ზედაპირი ნატურალური და ბუნებრივი ტყავის კომბინაციითაა შესრულებული. მოდელს აქვს მეორე და მესამე რიგის სავარძლის 400 მილიმეტრით გაწევა- გამოწევის შესაძლებლობა.

ცხაადგილიანი Staria აღჭურვილია არაერთი უსაფრთხოების სისტემით (Smart Sense), რომელთა შორისაა: შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (FCA) ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტების ამოცნობის ფუნქცია, ავტობანზე მართვის დამხმარე სისტემა (HDA), ხილვადობის დამხმარე სისტემა (HBA) და უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა (SEW).

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი