გააზიარე

ბრიუსელის ავტოშოუზე STARIA Electric-ის დებიუტი შედგა: ახალი სტანდარტი ყოველდღიური გადაადგილების ეკომეგობრულ და ტევად საშუალებებში

Hyundai Staria Electric - Debut
  • ბრიუსელის ავტოშოუზე STARIA Electric-ის დებიუტი შედგა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის ახალ სტანდარტებს აწესებს.
  • როგორც Hyundai Motor-ის MPV (მრავალფუნქციური სატრანსპორტო საშუალება), STARIA Electric ასახავს კომპანიის მისწრაფებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე გადაადგილებისკენ, რომელიც მორგებულია ცხოვრების მრავალფეროვან სტილზე.
  • ავტომობილი აღჭურვილია 84 კვტ.სთ მოცულობის ბატარეითა და 160 კვტ სიმძლავრის წინა წამყვანი ელექტროძრავით.
  • შორ მანძილზე მგზავრობა შესაძლებელია მოწინავე 800-ვოლტიანი სისტემის წყალობით, რომელიც მხარს უჭერს მაღალი სიმძლავრის ენერგიის ნაკადს, მინიმუმამდე დაჰყავს სითბოს გამოყოფა და უზრუნველყოფს განმეორებით სწრაფ დამუხტვას.
  • ტრანსფორმირებადი ინტერიერი, მაღალი ჭერი და ხმაურის დაბალი დონე ზრდის კომფორტსა და ფუნქციურობას სხვადასხვა ტიპის მოგზაურობისთვის.
  • Hyundai SmartSense ADAS უსაფრთხოების კომპლექსური სისტემები უზრუნველყოფს საიმედოობას ქალაქის ქუჩებში, ავტომაგისტრალებზე და პარკირებისას.
  • STARIA Electric-ის გაყიდვები კორეასა და ევროპაში 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, რასაც მოგვიანებით სხვა ბაზრებიც დაემატება.

ოფენბახი, გერმანია/სეული, 9 იანვარი, 2026 – კომპანია Hyundai Motor-მა ბრიუსელის ავტოშოუზე STARIA Electric წარადგინა, რაც მრავალფუნქციური სატრანსპორტო საშუალებების (MPV) სეგმენტში გადადგმული თამამი ნაბიჯია. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მობილობისა და ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის სინთეზით, STARIA Electric-ი თანამედროვე ცხოვრების წესისთვის ახალ სტანდარტს აწესებს.

„Hyundai აგრძელებს ელექტრომობილების ხაზის გაფართოებას ევროპაში ყოველდღიური მობილობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. STARIA Electric-ს ჩვენი ელექტრომობილების (EV) გამოცდილება გადააქვს მოდელში, რომელსაც ბევრი მომხმარებელი უკვე იცნობს და ენდობა. STARIA-ს შთამბეჭდავი სივრცე და მოქნილობა ახალ, სწრაფი დამუხტვის მაღალვოლტიან სისტემასთან და განახლებულ ინტერიერთან ერთად, უზრუნველყოფს პრაქტიკულ და ეფექტურ ელექტრომობილობას რეალური გამოყენებისთვის მთელ ევროპაში.“ – ქსავიე მარტინე, Hyundai Motor Europe-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO).

STARIA Electric ერთი შეხედვით

Hyundai STARIA Electric სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს Hyundai Motor-ის MPV მოდელების ისტორიაში, სადაც კონცეფციის ცენტრში ტევადობა და ყოველდღიური გამოყენება დგას. მოდელი შექმნილია ოჯახების, სამარშრუტო გადაზიდვების ოპერატორებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. STARIA Electric-ს ნულოვანი გამონაბოლქვი შემოაქვს იმ სეგმენტში, სადაც სალონის სივრცე, კომფორტი და პრაქტიკული გამოყენება გადამწყვეტი ფაქტორებია.

ავტომობილის მიმზიდველობის საფუძველია სივრცის ეფექტურ ათვისებაზე ორიენტირებული სალონი, რომელიც გადაადგილებისას განსაკუთრებულ თავისულების შეგრძნებას ქმნის. მისი ბრტყელი იატაკი, ფართო შიდა განზომილებები და სავარძლების გონივრული განლაგება ქმნის „მოსასვენებელი სივრცის“ (Lounge) მსგავს ატმოსფეროს. ინტერიერი ადვილად ერგება ნებისმიერ საჭიროებას – იქნება ეს ყოველდღიური მგზავრობა, საოჯახო მოგზაურობა თუ დასვენება.

ეს სივრცე მიღწეულია Hyundai-ს დიზაინის კონცეფციით – „Inside Out“ (შიგნიდან გარეთ), რომელიც ექსტერიერს სალონის გარშემო აყალიბებს. გრძელი კორპუსი, ფანჯრების დაბალი ხაზი და ფართო მინა უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობასა და სივრცულ კომფორტს. დიდი ფანჯრები სალონს ბუნებრივი შუქით ავსებს.

მთავარი მახასიათებლები:

  • პირველი სრულად ელექტრო ვერსია STARIA-ს ხაზში.
  • 800-ვოლტიანი ელექტრო არქიტექტურა: ულტრასწრაფი მუდმივი დენის (DC) დამუხტვა (10%-დან 80%-მდე დაახლოებით 20 წუთში).
  • მაღალი ტევადობის 84 კვტ.სთ ბატარეა: სვლის მარაგი WLTP სტანდარტით 400 კმ-მდე.
  • 160 კვტ (218 ცხ.ძ.) სიმძლავრის ელექტროძრავა: რბილი, მშვიდი და თავდაჯერებული სვლა.
  • მრავალფუნქციური ინტერიერი: დაფუძნებულია STARIA-ს „ღია სივრცის“ კონცეფციაზე.
  • ბუქსირების შესაძლებლობა: 2,000 კგ-მდე.
  • ტექნოლოგიები: Vehicle-to-Load (V2L) ფუნქცია, 100-ვატიანი USB პორტები და ციფრული გასაღები (Digital Key).
  • მულტიმედია: შემდეგი თაობის ccNC საინფორმაციო-გასართობი სისტემა, ორი 12.3-ინჩიანი დისპლეით და დისტანციური განახლების (OTA) მხარდაჭერით.

წარმოება დაიწყება Hyundai Motor-ის ულსანის ქარხანაში, კორეაში.

შექმნილია დასვენებისა და აქტიური ცხოვრების წესისთვის

STARIA Electric-ის ფორმა ადამიანების მგზავრობის თავისებურებებზეა მორგებული. მრავალრიგიანი სავარძლები, ტრანსფორმირებადი განლაგება და მაღალი ჭერი ქმნის დიდ სივრცეს თავისუფალი გადაადგილებისთვის, ხოლო მშვიდი ელექტროძრავი ხანგრძლივ მგზავრობას უფრო რელაქსაციურს ხდის. ისეთი ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Vehicle-to-Load (V2L), მრავალფეროვანი სათავსოები და მაღალი სიმძლავრის USB პორტები, ავტომობილი სცილდება უბრალო ტრანსპორტის ჩარჩოებს – ის იდეალურია გარე აქტივობებისთვის, მობილური ოფისისა თუ შაბათ-კვირის მოგზაურობებისთვის.

ავტომობილი ინარჩუნებს STARIA-ს ხაზისთვის დამახასიათებელ „ერთი მრუდის“ (one-curve) სილუეტს, რომელიც გამდიდრებულია ელექტრომობილისთვის დამახასიათებელი დიზაინის ელემენტებით. დახურული წინა ნაწილი გამარტივებული გეომეტრიული ზედაპირებით ანაცვლებს შიდაწვის ძრავებისთვის საჭირო ჰაერმიმღებებს, რაც ქმნის სუფთა, მაღალტექნოლოგიურ შთაბეჭდილებას და აუმჯობესებს აეროდინამიკურ ეფექტურობას.

მოდელების რიგი და ვარიანტები

ბაზარზე გამოსვლისას, Hyundai წარადგენს STARIA Electric-ის ორ კონფიგურაციას:

  • LUXURY (7-ადგილიანი): კერძო, საოჯახო და დასვენებისთვის განკუთვნილი ვერსია.
  • WAGON (9-ადგილიანი): მრავალსულიანი ოჯახებისთვის, ჯგუფური მოგზაურობისა თუ სამარშრუტო გადაყვანებისთვის.

ძრავის სისტემა და წარმადობა

STARIA Electric აღჭურვილია 84 კვტ.სთ ბატარეითა და 160 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც წინა თვლებს აბრუნებს. ამ სეგმენტში იშვიათი 800-ვოლტიანი სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვასა და ენერგიის სტაბილურ მიწოდებას. 

ოპტიმალურ პირობებში (DC სწრაფი დამუხტვა), ბატარეის შევსება 10%-დან 80%-მდე დაახლოებით 20 წუთშია შესაძლებელი. სახლის პირობებისთვის ხელმისაწვდომია 11 კვტ-იანი AC დამტენი.

WLTP სტანდარტით 400 კმ-მდე სვლის მარაგით, STARIA Electric თავის კლასში ერთ-ერთი ლიდერია.

ავტომობილი გათვლილია მაღალ დატვირთვაზე – გაძლიერებული კორპუსი და სპეციალურად დაკალიბრებული დაკიდების სისტემა უზრუნველყოფს სტაბილურობას სრული დატვირთვისას. ბუქსირების შესაძლებლობა 2,000 კგ-ს შეადგენს.

დიზაინი და ექსტერიერი

„Inside-Out“ მიდგომა ინტერიერის სივრცულობას ექსტერიერზეც ავრცელებს. ჰორიზონტალური განათების ზოლი ხაზს უსვამს ავტომობილის სიგანეს და ფუტურისტულ იერსახეს. დიდი ზომის სრიალა (sliding) კარები და უკანა ფართო კარი მაქსიმალურად ამარტივებს მგზავრების ჩასხდომასა და ბარგის მოთავსებას.

ყველა ვერსია აღჭურვილია 17-ინჩიანი დისკებით, რომლებიც ოპტიმიზებულია ეფექტურობისა და ტვირთამწეობისთვის.

ხელმისაწვდომია 8 ექსტერიერის ფერი (მათ შორის Abyss Black Pearl, Creamy White, Dynamic Yellow და სხვა) და ინტერიერის რამდენიმე ორფეროვანი კომბინაცია.

slide image
slide image
slide image

ინტერიერი და ტევადობა

STARIA Electric-ის სალონი მშვიდი, სინათლით სავსე სივრცეა, რომელიც შექმნილია თავისუფალი მოძრაობისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ფართო, ჰორიზონტალური განლაგება ქმნის ვიზუალური სიცხადისა და ღიაობის შეგრძნებას, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თავი მყუდროდ იგრძნონ. „მრავალმხრივი ღია სივრცის“ (Multi-Open-Space) კონცეფცია კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა ელექტროამძრავის კომპაქტურობის წყალობით, რამაც თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ტევადი სალონი შექმნა.

დიდი მინის ზედაპირები და ფანჯრების დაბალი ხაზი სალონს ბუნებრივი განათებით ავსებს. სივრცის შეგრძნება აქ მხოლოდ ციფრებით არ შემოიფარგლება – ის იგრძნობა გადაადგილების სიმარტივეში, ხედვის ფართო არეალსა და სავარძლების კომფორტულ გეომეტრიაში. იქნება ეს საოჯახო მოგზაურობა, პროფესიონალური გადაყვანები თუ დასვენება, STARIA Electric სთავაზობს გარემოს, რომელიც გასაოცრად მოქნილი და მშვიდია.

ფუნქციურობა ჰარმონიულადაა შერწყმული ამ ტევადობასთან. ორი 12.3-ინჩიანი ციფრული დისპლეი აერთიანებს ხელსაწყოთა პანელსა და მულტიმედიურ სისტემას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, ინტუიციურად აღიქვას ინფორმაცია გზაზე ყურადღების გაფანტვის გარეშე. ხშირად გამოყენებადი ფუნქციებისთვის შენარჩუნებული ფიზიკური ღილაკები უზრუნველყოფს მართვის კომფორტს, რაც ციფრულ ინოვაციებსა და ყოველდღიურ პრაქტიკულობას შორის იდეალურ ბალანსს ქმნის.

სავარძლების კონფიგურაცია და ფუნქციები

Hyundai ბაზარზე ორ ძირითად ვარიანტს წარადგენს:

  • 7-ადგილიანი LUXURY: ორიენტირებულია მგზავრების მაქსიმალურ კომფორტზე. მესამე რიგის უკან ბარგისთვის რჩება 435 ლიტრი მოცულობა.
  • 9-ადგილიანი WAGON: იდეალურია მრავალსულიანი ოჯახებისა და სამარშრუტო მომსახურებისთვის. მესამე რიგის უკან ბარგის სივრცე 1,303 ლიტრს აღწევს. სრიალა და დაკეცვადი სავარძლების წყალობით, სალონის კონფიგურაცია სწრაფად იცვლება საჭიროებისამებრ.
slide image
slide image
slide image

კომფორტის მახასიათებლები:

Wagon ვერსიაში ხელმისაწვდომია წინა სავარძლების გათბობა და ვენტილაცია.

Luxury ვერსიაში გათბობისა და ვენტილაციის ფუნქცია სტანდარტულად აქვს როგორც პირველ, ისე მეორე რიგის სავარძლებს.

ორივე ვარიანტი აღჭურვილია ორი სრიალა გვერდითა კარითა და საბარგულის ასაწევი კარით. Luxury ვერსიაში ყველა ეს კარი ელექტრომექანიკურია (ავტომატური), რაც მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

როგორ აუმჯობესებს STARIA Electric კომფორტს მგზავრობისას?

ელექტროძრავის მშვიდი მუშაობა ამცირებს ხმაურის დონეს სალონში, რაც ხელს უწყობს მშვიდ მგზავრობას. ნათელი ინტერიერი და ტევადი განლაგება კიდევ უფრო ზრდის კომფორტს მგზავრებისთვის ყველა რიგში, იქნება ეს ყოველდღიური მგზავრობა, საოჯახო გასვლები თუ აქტიური დასვენება.

ზოგიერთი მულტიმედიური და კონდიცირების სისტემა იმართება ფიზიკური ღილაკებით, რათა მართვისას კიდევ უფრო გაიზარდოს ოპერაციული მოხერხებულობა და ინტუიციურობა. ცენტრალურ პანელზე განთავსებულია ჰორიზონტალური სავენტილაციო ჭრილი კლიმატისა და სივრცული კომფორტის გასაუმჯობესებლად, ხოლო წინა პანელის ზედა ნაწილში არსებული დიდი ღია სათავსო აუმჯობესებს სალონის სივრცის ათვისებას. გარდა ამისა, მძღოლის მხარეს განთავსებული დამხმარე სახელური კიდევ უფრო ამარტივებს ავტომობილში ჩაჯდომასა და გადმოსვლას.

ტექნოლოგიები და ფუნქციები

Hyundai მომხმარებელს კომფორტის უმაღლეს დონეს სთავაზობს თავის კლასში სხვადასხვა საინფორმაციო-გასართობი და პრაქტიკული მახასიათებლების დანერგვით – იქნება ეს სამუშაო დღეების რუტინა, საოჯახო ექსკურსიები თუ სამარშრუტო გადაყვანები, STARIA Electric აერთიანებს ციფრულ ფუნქციებს, რომლებიც ყოველდღიურ მობილობას ინტუიციურს და მოქნილს ხდის. 

მისი ტექნოლოგიური ფოკუსი ორიენტირებულია გამოყენების სიმარტივეზე, ინფორმაციის მკაფიო ნაკადსა და პრაქტიკულ ფუნქციონალურობაზე მოძრაობისას.

როგორ მიიღწევა თანამედროვე და მუდმივად განახლებადი მართვის გამოცდილება STARIA Electric-ში?

STARIA Electric აღჭურვილია Hyundai-ს უახლესი Connected Car Navigation Cockpit (ccNC) სისტემით, რათა უზრუნველყოს ისეთი ძირითადი ფუნქციების სწრაფი რეაგირება, როგორიცაა AVNT (აუდიო, ვიდეო, ნავიგაცია) და ავტომობილის პარამეტრები. გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლებები (OTA, Over-the-Air) სტანდარტულია ავტომობილის ძირითადი ელექტრონული მართვის ფუნქციების მუდმივი განახლებისთვის, ხოლო დისპლეის თემებისა და პრემიუმ სტრიმინგის შეძენა შესაძლებელია Bluelink Store-ის მეშვეობით. 

ინტუიციური ინტერფეისი გამოირჩევა დახვეწილობითა და ხილვადობით ახალი გრაფიკული ინტერფეისის (GUI) წყალობით. სმარტფონის შეუფერხებელი ინტეგრაცია უზრუნველყოფილია უსადენო Apple CarPlay™ და Android Auto™ სისტემებით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ნავიგაცია, მოუსმინოს მუსიკა, უპასუხოს შეტყობინებებს პირდაპირ ცენტრალურ დისპლეზე კაბელების საჭიროების გარეშე.

როგორ ზრდის Vehicle-to-Load ყოველდღიურ მოქნილობას?

Vehicle-to-Load (V2L) ფუნქციით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ავტომობილის შიგნით, ისე მის გარეთ, STARIA Electric-ს შეუძლია ენერგიით მოამარაგოს ლეპტოპები, სამუშაო იარაღები, განათება ან დასასვენებელი აღჭურვილობა. კემპინგის, საველე სამუშაოების ან გარე სპორტული აქტივობებისას მომხმარებლებს შეუძლიათ ამუშაონ მოწყობილობები უშუალოდ ავტომობილის ბატარეიდან, გარე ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების გარეშე.

რომელი კომფორტის ფუნქციებია შექმნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის?

კომფორტის ფუნქციების ფართო სპექტრი აუმჯობესებს ყოველდღიურ გამოყენებას, მათ შორის სმარტფონზე დაფუძნებული ციფრული გასაღების (Digital Key) ფუნქციონალი. საჭის სვეტზე დამონტაჟებული გადაცემათა გადართვის სისტემა (Shift-by-Wire) ათავისუფლებს ადგილს ცენტრალურ ნაწილში და ხელს უწყობს სალონის ღია, მოწესრიგებულ განლაგებას.

ავტომობილის შიგნით კომუნიკაციისა მხარდასაჭერად, STARIA Electric მომხმარებელს სთავაზობს უკანა ხედვისა და საუბრის ფუნქციას. პირველი რიგის უკან დამონტაჟებული კამერა გადასცემს უკანა სავარძლების არეალის პირდაპირ გამოსახულებას AVN დისპლეზე, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს უკანა მგზავრებს. 

ამავდროულად, ინტეგრირებული საუბრის ფუნქცია აძლიერებს მძღოლის ხმას უკანა დინამიკების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მკაფიო კომუნიკაციას მეორე და მესამე რიგის მგზავრებთან უკან მიხედავის ან ხმის აწევის გარეშე.

როგორ გამოიყენება ეს ტექნოლოგიები რეალურ სცენარებში?

ოჯახებისთვის Vehicle-to-Load ფუნქცია კვებავს გარე და დასასვენებელ აღჭურვილობას. სამარშრუტო გადაყვანების ოპერატორებისთვის უსადენო განახლებები (OTA) ამცირებს სერვის-ცენტრებში ვიზიტებსა და უმოქმედობის დროს. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის კამერაზე დაფუძნებული ხილვადობის ფუნქციები ამარტივებს მანევრირებას მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი ბარგითაა სავსე. ყველა სცენარში STARIA Electric-ის ტექნოლოგიები შექმნილია იმისათვის, რომ ავტომობილი მზად იყოს ყოველდღიური საჭიროებების ცვლილებისთვის.

მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემები (ADAS)

STARIA Electric აღჭურვილია Hyundai SmartSense მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემების (ADAS) სრული კომპლექტით. კამერასა და რადარზე დაფუძნებული ტექნოლოგიები მუდმივად აკონტროლებს გარემოს და ეხმარება მძღოლს ყოველდღიურ საგზაო სიტუაციებში, რაც ხელს უწყობს თავდაჯერებულ და კონტროლირებად მართვას ურბანულ გარემოში, ავტომაგისტრალებზე და დაბალი სიჩქარით მანევრირებისას.

როგორ ეხმარება STARIA Electric წინ არსებული კრიტიკული სიტუაციების თავიდან აცილებაში?

როდესაც საგზაო პირობები არაპროგნოზირებადი ხდება, წინ ხედვის მონიტორინგის ფუნქციები გვეხმარება პოტენციური საფრთხეების განსაზღვრაში. წინა შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (გზაჯვარედინზე საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი / საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი) გვეხმარება შეჯახების რისკების შემცირებაში. წინ მიმართული კამერა მუდმივად აკონტროლებს გზას, რაც სისტემას საშუალებას აძლევს ადრეულად მოახდინოს რეაგირება ცვალებად პირობებზე.

როგორ ინარჩუნებს ავტომობილი ცენტრალურ და სტაბილურ პოზიციას თავის ზოლში?

ხანგრძლივი მგზავრობისას STARIA Electric უზრუნველყოფს სტაბილურ და მშვიდ მართვას. ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა (LKA) ეხმარება ზოლიდან უნებლიე გადასვლის თავიდან აცილებაში, ხოლო ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LFA) ინარჩუნებს ავტომობილს ზოლის ცენტრში. ავტომაგისტრალებზე მართვის დამხმარე სისტემა (HDA) აერთიანებს ადაპტირებად კრუიზ-კონტროლს ზოლის მართვასთან, რაც ამცირებს მძღოლის დატვირთვას მგზავრებთან ერთად მგზავრობისას.

როგორ ხდება სიჩქარის მართვა ცვალებად საგზაო მოძრაობაში?

სმარტ კრუიზ-კონტროლი (SCC) ინარჩუნებს დადგენილ სიჩქარეს და ერგება წინ მიმავალ ავტომობილს. სიჩქარის ლიმიტის ჭკვიანი დამხმარე სისტემა (ISLA) კითხულობს საგზაო ნიშნებს, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო მართვას მუდმივი მექანიკური რეგულირების გარეშე.

როგორ ხდება ხილვადობის მართვა ზოლის შეცვლისას ან პარკირებისას STARIA Electric-ში?

მგზავრების, ბარგის ან დასასვენებელი აღჭურვილობის გადატანისას ხილვადობა შეიძლება შეიზღუდოს. STARIA Electric იყენებს კამერასა და რადარზე დაფუძნებულ დახმარებას: უხილავ ზონაში შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე სისტემა (BCA) ეხმარება ზოლების შერწყმისას ან შეცვლისას. 360-გრადუსიანი ხედვის მონიტორი (SVM) უზრუნველყოფს სრულ ხედს ვიწრო საპარკინგე ადგილების, სასტუმროს შესასვლელებისა თუ დატვირთული გაჩერების ზონებისთვის. უკანა მხრიდან მოძრავი ტრანსპორტის შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (RCCA) აფრთხილებს მძღოლს და შეუძლია ავტომატურად დაამუხრუჭოს უკან სვლისას გადამკვეთი ტრანსპორტის აღმოჩენის შემთხვევაში.

როგორ ხდება მძღოლის დახმარება დამღლელი მომენტების დროს?

მძღოლის ყურადღების კონტროლის სისტემა აკონტროლებს მართვის ქცევას და დაღლილობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას შესვენების შესახებ. შორი განათების ავტომატური კონტროლი არეგულირებს ფარების მუშაობას საგზაო პირობების შესაბამისად, რაც აუმჯობესებს ხილვადობას სხვა მძღოლებისთვის ხელის შეშლის გარეშე. პარკირების დამხმარე ფუნქციები აადვილებს დაბალი სიჩქარით ზუსტ მანევრირებას, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო მართვას მჭიდრო საცხოვრებელ ადგილებში თუ სამარშრუტო გაჩერებებზე.

STARIA Electric მზად არის გლობალური გაყიდვებისთვის 2026 წელს

STARIA Electric-ის გაყიდვები კორეასა და ევროპაში 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, რასაც მოგვიანებით სხვა ბაზრებიც დაემატება. გლობალური გაყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება თითოეულ ბაზარზე მოდელის გამოსვლამდე. 

კომპანია აგრძელებს თავის მისიას – მიაწოდოს მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული მობილობის გადაწყვეტილებები მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში.

slide image
slide image

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი