Hyundai Motor Company-სა და Sony Pictures-ის კიდევ ერთი თანამშრომლობა ფილმში “ადამიანი ობობა”
Hyundai Motor Company-სა და Sony Pictures-ის წარმატებულ თანამშრომლობას ფილმში „ადამიანი ობობა“ (Spider-Man: Across the Spider-Verse) მსოფლიო ზაფხულში კიდევ ერთხელ იხილავს. ახალ ანიმაციურ ფილმში, რომელიც 1-ელი ივნისიდან უკვე საქართველოს კინოთეატრებში გადის, მაყურებლები იმ კონცეპტუალური ავტომობილის მფრინავ ვერსიას ნახავენ, რომლის შთაგონებითაც ელექტრო სტრიმლაინერის, IONIQ 6-ის დიზაინი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ მან წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება სამჯერ დაიმსახურა და IF Design Award-ის ოქროს პრიზიც მოიპოვა.
ამას გარდა, ფილმში ჰიუნდაის ურბანული ტრანსფორმაციის სამომავლო კონცეფციის რამდენიმე მაგალითიც იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, საჰაერო გადაადგილება, რომელიც დროს მნიშვნელოვნად ზოგავს, სპეციალიზირებული ავტომობილები, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებს წარმოადგენენ და ცხოვრების სხვადასხვა წესზე არიან მორგებულები. აგრეთვე, ფილმში მაყურებელი იხილავს ფუნქციურ, თვითმართვად რობოტაქსს, რომელიც ჰიუნდაის პირველი მოდელის, ჰიუნდაი PONY-ს ბაზაზეა შექმნილი. კინოსურათში მოქმედება 2099 წელს, გამოგონილ ქალაქ “ნუევა იორკში“ ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ ჰიუნდასა და Sony Pictures-ის თანამშრომლობით გლობალური, მრავალმხრივი მარკეტინგული კამპანიაც მიმდინარეობს, რომელიც ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიაში გამოყენებულია ანიმაციური სატელევიზიო რეკლამა, ადამიანი ობობას, IONIQ 6-ისა და IONIQ 5-ის მონაწილეობით. რეკლამას მუსიკალურად Metro Boomin-ის მიერ შექმნილი სიმღერა აფორმებს.
“ჩვენი თანამშრომლობით ვცდილობთ, სატრანსპორტო საშუალებების მომავლის ჩვენებური ხედვა იმ სახალისო გზით წარმოვაჩინოთ, რომელიც ახალგაზრდა თაობას ძალიან მოსწონს.
კამპანია მომხმარებლებში პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს და ვიმედოვნებთ, რომ ჰიუნდაის ბრენდის დადებითი დინამიკის შექმნაში დავეხმარებით“ ,- განაცხადა ჰიუნდაი მოტორსის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, სანგვონ ჯიმ.
„ჩვენი თანამშრომლობის განმავლობაში ჰიუნდაის გუნდი ქმნის შთამბეჭდავ კამპანიებს, რომლებიც ბრენდის იდენტობას ზუსტად ასახავს. ფილმის საუნდტრეკზე დაყრდნობით, ჰიუნდაიმ შეიმუშავა წარმატებული მარკეტინგული კამპანია, რომელიც ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და საკულტო სუპერგმირებს იდეალურად აერთიანებს” ,- აღნიშნა Sony-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამშრომლობებისა და ბრენდმენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯეფრი გოდსიკმა.
ჰიუნდაი მოტორსსა და Sony Pictures-ს შორის თანამშრომლობა უკვე მესამედ შედგა. წარმატებული საქმიანი ურთიერთობა 2020 წელს, გლობალური სარეკლამო პარტნიორობით დაიწყო, რომელიც ჰიუნდაის მიერ შექმნილი, ადამიანზე მორგებული მობილურობის კონცეფციის ტექნოლოგიური ინოვაციებით დემონსტრირებას ემსახურებოდა. ჰიუნდაი მოტორსსა და Sony Pictures-ის თანამშრომლობებს ასახავს ფილმი “ადამიანი ობობა – სახლისკენ გზა არ არის” (2021), რომელშიც მაყურებელმა IONIQ 5 და Tucson იხილა და, ასევე, “განძის ძიება” (2022), რომელმაც კონცეპტუალური სპორტული უნივერსალი Tucson Beast და სხვადასხვა სერიული ავტომობილი წარმოაჩინა.