გააზიარე

IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი .

ახალი ადამიანი ობობას დებიუტი 17 დეკემბერს შედგება. მის გამოსვლამდე კი ჰიუნდაიმ და „სონი ფიქჩერმა“ ერთობლივი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანი იმ ინოვაციებისა და შესაძლებლობების ჩვენებაა, რომელიც ადამიანთა კეთილდღეობისთვის ჰიუნდაიმ შეიქმნა.

„IONIQ5-ისა და Tucson-ის ინტეგრაცია „სონი ფიქჩერის“ ფილმებში ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისია.  Spider-man: No Way Home-ში ჩვენი ავტომობილების ჩართულობა პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს. ფილმის ემოციურ მომენტებში ჰიუნდაის ავტომობილების გამოჩენა მილიონობით მაყურებელს დადებით განწყობას შეუქმენის“ – თომას სქიმერა (ჰიუნდაის ვიცე პრეზიდენტი)

„ჰიუნდაი ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის სინონიმად ჩამოყალიბდა, ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ თავიანთი ავტომობილებისთვის ახალი, თამამი კამპანია, დაიწყეს, რომელიც ფრთებს ფილმში „ადამიანი ობობა“ გაშლის. ეჭვი არ მეპარება, რომ Ioniq 5-ის ხილვით  ფილმის ფანები მოხიბლული დარჩებიან“ – ჯეფრი გოდსიქი ( სონი ფიქჩერის გლობალური პარტნიორი და ბრენდ მენეჯერი).

ფილმში ინტეგრაციასთან ერთად Hyundai განავრცობს თავის მარკეტინგულ კამპანიას  „ადამიანი ობობას“ თემის ირგვლივ და ახალი მხიარული სარეკლამო რგოლიც შემოგვთავაზა სახელწოდებით „Only Way Home”. სარეკლამო როლში მთავარ როლს ტომ ჰოლანდი და იაკობ ბატალონი თამაშობენ.

„მოწინავე ტექნოლოგიებითა და ექსტრაორდინალური ვიზუალით გამორჩეული IONIQ 5, ჩვენი აზრით, ზუსტად ჯდება ფილმის ხასიათში.  ჰიუნდაის თანამშრომლობა მარველთან და მის პერსონაჟებთან საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ, მიმაჩნია რომ ფილმის მაყურებლები ამჯერადაც ისიამოვნებენ ჩვენი და „სონი ფიქჩერის“ თანამშრომლობის ნაყოფით.  ენჯელ ზეპედა – ჰიუნდაი ამერიკის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი