გააზიარე

Seven-ისა და Trailer Drone-ს წარმატება.

Hyundai Motor-მა SEVEN-ისა და Trailer Drone-ს კონცეფციებისთვის GOOD DESIGN-ის ჯილდოები მიიღო

GOOD DESIGN-ის ტრანსპორტისა და რობოტიკის კატეგორიებში Hyundai Motor-მა საუკეთესო დიზაინისა და მობილურობის მრავალმხრივი გადაწყვეტილებებისთვის ხუთი ჯილდო მოიპოვა.

Hyundai Motor Company-ის მიერ შემუშავებულმა, SEVEN-ისა და Trailer Drone-ის კონცეფციებმა 2022 წლის GOOD DESIGN-ზე ტრანსპორტირების კატეგორიის ჯილდოები მიიღეს, Plug & Drive (PnD)-მა მობილურობის კატეგორიაში გაიმარჯვა, PnD L7-სა და Mobile Eccentric Droid (MobED)-ს კი ჯილდოები რობოტიკის კატეგორიაში ერგოთ.

„Hyundai Design ცდილობს, მომხმარებლები მობილურ გადაწყვეტილებებთან მჭიდროდ დააკავშიროს“, – აცხადებს Hyundai-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და კომპანიის გლობალური დიზაინის ცენტრის ხელმძღვანელი სანგიუპ ლი.

2019 წელს Hyundai-მ 45 კონცეფცია შექმნა, მომდევნო წელს კონცეფცია Prophecy წარადგინა, 2021 წელს კი SEVEN-მა IONIQ-ის ბრენდისთვის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

SUV-ის ინოვაციურ, პრაქტიკულად საცხოვრებელ სივრცედ ტრანსფორმაცია, მკაფიოდ და სრულყოფილად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრიორიტეტულია მომხმარებლის ღირებულებები Hyundai-ისთვის. რაც შეეხება

Trailer Drone-ის კონცეფციას, იგი წყალბადით მომუშავე კონტეინერების სატრანსპორტო სისტემაა, აქვს ორმაგი e-Bogie კონფიგურაციით ავტონომიური მუშაობისა და უპრეცედენტო მანევრირების შესაძლებლობა.

GOOD DESIGN-ზე Hyundai Motor-ის საუკეთესო დიზაინი რობოტიკის სექტორშიც აღინიშნა და ის სამი პრიზით დაჯილდოვდა.

ისეთი დინამიკურად განვითარებადი ტექნოლოგიები, როგორებიც ხელოვნური ინტელექტი და ავტონომიური მართვაა, მანქანებსა და რობოტებს შორის საზღვრებს შლის.

PnD (Plug & Drive) Mobility-ც სწორედ ადამიანების შესაძლებლობების გაფართოებისთვის შეიქმნა. იგი მობილურობის უსაზღვრო თავისუფლებას საუკეთესოდ გამოხატავს.

PnD-ის რობოტული მოდული აერთიანებს ინტელექტუალურ საჭეს, მუხრუჭსა და ბორბალში ინტეგრირებულ ელექტროძრავას.

PnD L7 სხვა ავტომობილებისგან მეტად ინტუიციური, მოქნილი ფუნქციონირებითა და ეფექტიანი მართვით გამოირჩევა. PnD L7-ს გადაადგილებისთვისა და პარკირებისთვის მინიმალური ადგილი სჭირდება, ამიტომ ის მარტივად თავსებადია აპლიკაციებთან.

აღსანიშნავია, რომ მისი დიზაინის შთაგონებად იქცა პირველი LRV (Lunar Roving Vehicle) ელემენტზე მომუშავე ოთხბორბლიანი მთვარის როვერი . რომელიც ამერიკულ Apollo მისიებში გამოიყენება.PnD L7 მსგავსად, LRVადამიანების მობილურობის მასშტაბს ზრდის და ამრავალფეროვნებს მას.

MobED ახალი, კომპაქტური მობილური პლატფორმაა, რომელიც ოთხი Drive & Lift (DnL) მოდულისგან შედგება. ის მართვის, საჭის, მდგომარეობის კონტროლისა და დამუხრუჭების სისტემებს აერთიანებს.

MobED-ის მინიმალისტური დიზაინი კი ხაზს უსვამს მის უნიკალურ მექანიზმს.

ამ პროდუქტების დაჯილდოება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს Hyundai-ს მიზანს, რომელიც ავტომწარმოებლიდან ჭკვიანი მობილური გადაწყვეტილების პროვაიდერად ტრანსფორმაციასა და კაცობრიობის პროგრესში საკუთარი წვლილის შეტანას გულისხმობს.

GOOD DESIGN Awards პროგრამა, რომელიც 72 წლის წინ დაარსდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ყოველწლიური კონკურსია. პროგრამის მიზანია, შეარჩiოს საუკეთესო დიზაინისა და გრაფიკის ის პროდუქტები, რომლებმაც გლობალურ ბაზარზე სრულიად ახალი, ინოვაციური მიმართულებები შექმნეს.

GOOD DESIGN Awards-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის,ეწვიეთ ოფიციალურ ვებსაიტს: https://www.good-designawards.com/

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი