გააზიარე

Hyundai-მ ახალი კონცეპტი SEVEN-ი წარადგინა.

ჰიუნდაიმ მსოფლიოს ახალი SUEV-ის კონცეპტი SEVEN წარუდგინა.

SEVEN გამოხატავს IONIQ -ის ხაზის განვითარების ახალ საფეხურს.  „SEVEN-ის კონცეპტის მიზანია ნათელი მოვფინოთ ჰიუნდაის კრეატიულ ხედვას მომავლის ტრანსპორტთან დაკავშირებით. ინტერიერის ინოვაციური სივრცე, ეკო-მეგობრული ქსოვილი და მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემები ჰიუნდაის მომხმარებლებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.“ ჟოზე მენეზი – ჰიუნდაი ჩრდ. ამერიკის ხელმძღვანელი

„ჰიუნდაის ხედვა მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობას უკავშირდება. ჩვენი მიზანია ყოველთვის წინ ვუსწრებდეთ აწმყოში არსებულ მოთხოვნილებებს და მომხმარებელს ბევრად მეტი შეუზღუდავი მომავლის შესაძლებლობა მივცეთ. ამ მხრივ SEVEN ნამდვილად მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელიც ელექტრომობილების ერას ცვლის. ტომას სქიმერა  ჰიუნდაის ვიცე პრეზიდენტი.


აეროდინამიკა,  დიზაინი და ძალა:

გასულ წელს ჰიუნდაიმ ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი პლატფორმა E-GMP წარადგინა, რომელიც საკუთარი სიმძიმის ცენტრითა და სტრუქტურული გადანაწილებით სრულად განსხვავდება შიდა წვის ძრავისთვის გათვალისწინებული პლატოფრმებისაგან.

E-GMP სრულად არის მორგებული ელექტრო ავტომობილების საჭიროებებზე და საშუალებას აძლევს ჰიუნდაის შეზღუდვების გარეშე აწარმოოს ახალი ელექტრომობილები.
სწორედ E_GMP-ის ბაზაზეა დაფუძნებული ახალი SEVEN-იც, რომელიც თავისი აერო-დინამიკით, საბურავების ზომით, საბურავებს შორისი ბაზითა და სიმაღლით ყველა ელექტრო ავტომობილისგან გამოირჩევა.


ინტერიერი:

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ავტომობილის საბურავებს შორის ბაზა საკმაოდ დიდია და 3.2 მეტრს შეადგენს. E_GMP-ის დამსახურებით SEVEN-ში შენარჩუნებულია ბრტყელი იატაკი, რამაც ავტომობილში უსაზღვროდ დიდი სივრცე შექმნა და ამის გადმოსაცემად ჰიუნდაიმ ტრადიციული მეთოდის ნაცვლად ინტერიერი „ლაუნჯის“ სტილში მოაწყო.

„SEVEN მზად არის გადაუხვიოს გზიდან და დაამსხვრიოს დღემდე არსებული შეხედულებები. მისი მიზანია გვიჩვენოს თუ რა სჭირდებათ ელექტრო SUV-ებს იმისათვის რომ გახდნენ უნიკალურები და შეუცვლელები, ისე რომ თითოეული კომპონენტი იქნება ეს კომფორტი, ეკოლოგია თუ უგზოობაში მართვა არ დაკარგოს.

SEVEN-ი 350კვ.ტ სიმძლავრის დამტენით 10-დან 80%-მდე ზუსტად 20 წუთში დაიმუხტება. სავარაუდოდ ავტომობილი ერთი დამუხტვით 300 მილზე მეტს დაფარავს.

გალერეა

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი