გააზიარე

Red Dot Award-ზე ახალმა SANTA FE-მ საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილის წოდება მოიპოვა.

მეხუთე თაობის სანტა ფემ ჯილდო ,,პროდუქტის დიზაინის” ნომინაციაში, ავტომობილებისა და მოტოციკლების კატეგორიაში, დაიმსახურა.
დიზაინის დარგში მსოფლიოს სამი საუკეთესო ჯილდოდან ერთ-ერთის მოპოვებით, მომხმარებელმა ნათლად დაინახა Hyundai Motor-ის მომხმარებელზე ორიენტირებული და ცხოვრების წესზე მორგებული ავტომობილების სრულყოფილი დიზაინი.

მე-5 თაობის ეს სპორტული უნივერსალი თავისი კონცეფციით, ფართო ინტერიერის და ტერასისებრი საბარგულის მეშვეობით, მომხმარებლებს მეტ ფუნქციურობას და პრემიუმ გამოცდილებას სთავაზობს. გრძელი თვლების ბაზის წყალობით გაუმჯობესებულია მესამე რიგის სავარძლები, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

სრულიად ახალი Santa Fe-ს გამორჩეული ფორმა და სილუეტი მოდელის გრძელი თვლების ბაზით და დიდი უკანა საბარგულითაა განპირობებული. ავტომობილის წინა მხარეს მაღალი კაპოტის, H- ფორმის ფარები გამოარჩევს, რომლებიც იდეალურად ერწყმის აგრეთვე H-ფორმის ქვედა პანელს. H – ფორმის ელემენტები ჰიუნდაის ბრენდის ლოგოს უკავშირდება.

გრძელი თვლების ბაზის წყალობით, გვერდხედში ყურებისას დაინახავთ განსაკუთრებული დიზაინის სახურავს, მკაფიო კონტურის მქონე თვლის თაღებს, სტანდარტულზე უფრო მოკლე წინა განაკიდს და 21-დიუმიან საბურავებს. მოდელი გამოირჩევა მინიმალისტური უკანა ნაწილით და ამით აბალანსებს ავტომობილის საერთო ვიზუალს.

ინტერიერი იდეალურად ერწყმის დიდ საბარგულს და ავტომობილის მგზავრებს ტერასაზე ყოფნის შეგრძნებას ანიჭებს. დაკეცვადი მეორე და მესამე რიგის სავარძლები კი გამოარჩევს მოდელს იმავე კლასის სხვა ავტომობილებისგან.

ახალი Santa Fe გამოირჩევა ახალი, მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით, მათ შორისაა პანორამული ეკრანი და ორმაგი უკაბელო დატენვის სისტემა. ავტომობილის შექმნისას გამოყენებულია ისეთი მდგრადი მასალები, როგორიცაა გადამუშავებული პლასტმასი და ეკო-მეგობრული ტყავის შემცვლელი მასალები. ინტერიერისა და ექსტერიერის ფერები, შთაგონებული ბუნებრივი განათებით, შემოაქვს შთაგონება და სიცოცხლისუნარიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

გერმანიაში Design Zentrum Nordrhein Westfalen-ის იერ ორგანიზებული კონკურსი Red Dot, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია დიზაინის დარგში. დიზაინის სფეროში არსებული მრავალფეროვნების უკეთ შესაფასებლად კონკურსი იყოფა სამ ნომინაციად – პროდუქტის დიზაინი; ბრენდი და საკომუნიკაციო დიზაინი და დიზაინის კონცეფცია. კონკურსის ფარგლებში დიზაინერებს და დიზაინერულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ყველაზე საინტერესო ნამუშევრები დიზაინის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ჟიურის და ექსპერტებს წარუდგინონ. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს https://www.red-dot.org/

მსგავსი სიახლეები

Test Drive
Service Appointment
Cars
Used Cars