Hyundai Motor-მა 2021 წლის Red Dot Award-ზე 17 ჯილდო მოპოვა – 2 “Best of Best” და 15 “winner”-ი.
Hyundai-ს ტექნოლოგიური კამპანია “Little Big e-Motion” ფილმისა და ანიმაციის კატეგორიაში “Best of Best”-ის მფლობელი გახდა. ემოციურ ანიმაციაში გადმოცემულია თუ როგორ ეხმარება EAVC (Emotion Adaptive Vehile Control) ექიმებს პატარა პაციენტების მკურნალობის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ვიდეომ New York Festival Advertsing Award-ზე ვერცხლი მოიპოვა.
მეორე უმნიშვნელოვანესი ჯილდო Best of Best in Interface & User Expereince -ს კატეგორიაში Ioniq 5-ს ერგო დიზაინერული სტილისთვის “Hyundai EV Infotinment System – Jong-e”. Jong-e Graphic User Interface ე.წ “GUI” გთავაზობთ ინტერიერის მოწყობის განსხვავებულ ხედვას პრემიარული ხარისხის მასალებითა და მდიდრული ფერთა გამით. აღნიშნული სისტემა შექმნილია ჰიუნდაის ეკომეგობრული ხაზისთვის და ბრენდის იდენტურობას გამოხატავს.
აღნიშნულ მიღწევებთან ერთად Hyundai-მ კიდევ 15 ჯილდო მოიპოვა 7 კატეგორიაში და დაამტკიცა საკუთარი უპირატესობა ამ მიმართულებით.
- ფილმი და ანიმაცია – This is Us ( ეს ჩვენ ვართ) ფილმი შექმნილია სოლიდარობის გამოსახატად და Covid-19-თან ბრძოლაში მოტივაციის ასამაღლებლად
- ინტერფეისი და მომხმარებელთა გამოცდილება – “Hyundai Infotainment System-Aqua Theme Design” და ჰიუნდაის ჭკვიანი სატელევიზიო პლატფორმა “Channel Hyundai”
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია – “Hyundai Motorstudio Busan”, “Hyundai Motor Group სასწავლო ცენტრი”, “Hyundai EV Station Gangdong” და “Hyundai Cheonan-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი”
- აპლიკაციები – Channel Hyundai
- რეკლამა – “OOH & Ambient for London Eye” 2020 წელს ლონდონში ჩატარებული კამპანია Ioniq-ის შესახებ და “H2U”, კამპანია , რომელიც ხელს უწყობს წყალბადის ენერგიის ღირებულებას.
- Online – Channel Hyundai
- ციფრული გადაწვყეტა – Channel Hyundai