გააზიარე

ჰიუნდაის მარკეტინგული კამპანია “Questions Everything” და კოლაბორაცია მარველის პერსონაჟებთან.


​ჰიუნდაიმ დაიწყო  მარკეტინგული კამპანია  ახალი Tucson-ის შესახებ,  რომელიც მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები კომპანიამ მის ახალ მოდელში.

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ინდუსტრიიდან(კომედიიდან, მუსიკიდან, სპორტიდან) შერჩეული ცნობილი ადამიანები  მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, მათთვის რელევანტურ და პროვოკაციულ კითხვებს სვამენ.საწყის ეტაპზე გამომწვევი და პროვოკაციული  კითხვების დასმით შეიქმნა ახალი ტუსანიც, რომელიც ბრენდის მხრიდან ნამდვილად თამამი ცვლილებაა.

“იმისთვის, რომ რაიმეს შევმატოთ ღირებულება, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები. სწორი კითხვების დასმით ჩვენ განვავითარეთ თითოეული დეტალი ახალ Tucson-ში. ცნობილი ადამიანების დახმარებით ჩვენს კამპანიაში მხიარულად წარმოვაჩინეთ ის ცხოვრებისეული კითხვები, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაუსვას საკუთარ თავს. Tucson მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილია, რომელიც Hyundai-ს მომავალ მიმართულებას გამოხატავს და ამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიით მხარს ვუჭერთ მას.“ განაცხადა ანჯელა ზეპედამ ჰიუნდაი ამერიკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.

კამპანიის ფარგლებში გამომწვევ კითხვებს სვამენ მარველის პერსონაჟებიც: ლოკი, კაპიტანი ამერიკა, ვანდავიჟენი სიუჟეტებში მარველის პერსონაჟების გარდა მონაწილეობენ:მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, ჯეისონ ბეიტმანი, მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, მინდი კალინგი, გლობალური სუპერვარსკვლავი და მსახიობი, ბეკი ჯი, კალათბურთის ვარსკვლავი, კავაი ლეონარდი, შეფი, ემის მფლობელი ტელეწამყვანი, ავტორი და რესტორატორი, ჯიდა დე ლორენტისი და სელებრითი დიზაინერი, ავტორი, პროდიუსერი და სატელევიზიო სახე, ნეიტ ბერკუსი.

„ჰიუნდაიში“ სჯერათ, რომ ყველა ადამიანი  იმსახურებს უკეთესს. ბრენდი ამ დამოკიდებულებას ასახავს საკუთარ ავტომობილებშიც-მათ შორის ახალ ჰიუნდაი ტუსანშიც. ჰიუნდაისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლის მომხმარებლების ცხოვრებას.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი