გააზიარე

Hyundai-მ Pony Coupe-ს განახლებული ვერსია იტალიაში წარადგინა.

50 წლის შემდეგ Pony Coupe-ს განახლებული ვერსიის პრეზენტაცია კვლავაც მის სამშობლოში, იტალიაში, კომოს ტბაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოდელი, რომელიც პირველად 1974 წელს, ტურინის საერთაშორისო ავტოსალონზე წარადგინეს, Hyundai-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი დამოუკიდებლად შექმნილი კორეული სერიული ავტომობილია.

Pony Coupe-ს პრეზენტაცია Hyundai Reunion-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შედგა. Hyundai Reunion წარმოადგენს ბრენდის პლატფორმას, რომელიც Hyundai-ს წარსულსა და სამომავლო ხედვას აერთიანებს. Hyundai Motor-მა Pony Coupe-ს სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა. მოდელი იმ გამბედაობისა და მონდომების სინთეზია, რომელიც კომპანიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტის წევრებმა იდეის რეალიზების პროცესში გამოიჩინეს.

უნიკალური დიზაინის მქონე Pony Coupe 1970-იან წლებში სრულიად ინოვაციური მოდელი იყო, თუმცა იმ პერიოდის რთული ეკონომიკური გარემოს გამო, Hyundai-მ პირველი სპორტული მოდელის სერიული წარმოება ვერ დაიწყო. მიუხედავად ამისა, Pony Coupe ნათლად წარმოაჩენდა Hyundai-ს სურვილს, საკუთარი სიტყვა ეთქვა სპორტული ავტომობილების ინდუსტრიაში და საგულისხმოა, რომ ეს მისწრაფება ახლაც გრძელდება: Hyundai ლიდერი ბრენდია ელექტრო და მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების სექტორში.

“ელექტრიფიკაციის ეპოქაში მომავლის ავტომობილების ინდუსტრიის ლიდერობა საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ღირებულებები, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ. Hyundai Reunion-ის, სხვა საინფორმაციო ინიციატივების დახმარებითა და ჩვენს ისტორიაზე დაყრდნობით, ინოვაციური პროდუქტების შექმნას გავაგრძელებთ” ,- აღნიშნა Hyundai Motor Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აეჰონ ჩანგმა.

Pony Coupe-ს ორიგამის მსგავსი ექსტერიერი, გლუვი სახურავის ხაზი და სადა ზედაპირები აქვს. იგი დინამიკური პროპორციებითა და უნიკალური დიზაინის წინა ცენტრალური დგარით გამოირჩევა. ექსტერიერის ზედაპირი დამუშავებულია გრაფიკულად, ბამპერის ზედაპირები კი ავტომობილის კორპუსის ფერია. როგორც 1974 წელს, ახლაც, მოდელი უნიკალური დიზაინის წინა ნაწილითა და მრგვალი ფარებით გამოირჩევა, რაც მას ელეგანტურობას სძენს. ავტომობილში ჩაჯდომა მის უკანა ნაწილში არსებული ლუკითაა შესაძლებელი.

მოდელის მინიმალისტური ინტერიერი, მონოკოკური კონსტრუქცია და მძღოლზე ორიენტირებული დიზაინი ბრენდის ხასიათს უსვამს ხაზს. საჭე და ორ ფერში გადაწყვეტილი სავარძლები კი 1970-იან წლებში ფუტურისტულ დიზაინად მიჩნეულ სტილს აცოცხლებს.

Pony Coupe-ს განახლებაზე დიზაინის ცენტრის, GFG Style-ის შემქმენელებმა,ჯორჯეტო ჯუჯარომ და მისმა შვილმა, ფაბრიციო ჯუჯარომ იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია პლატფორმა Hyundai Reunion-ს კიდევ უფრო გააფართოებს და მისი დახმარებით, ბრენდის განვითარებისა და სამომავლო ხედვების შესახებ ინფორმაციას ინტენსიურად გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი