გააზიარე

ჰიუნდაის ტრიუმფი კანადაში: ახალი PALISADE „წლის საუკეთესო მრავალფუნქციურ ავტომობილად“ დასახელდა

Hyundai Palisade - CCOTY 2026
  • ახალმა Hyundai PALISADE-მა კანადის წლის ავტომობილის დაჯილდოებაზე (CCOTY) „კანადის 2026 წლის საუკეთესო მრავალფუნქციური ავტომობილის“ ტიტული მოიპოვა.
  • ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც Hyundai Motor-ის მოდელი ამ პრესტიჟულ ჯილდოს ეუფლება. მანამდე გამარჯვება მოიპოვეს SANTA FE-მ, IONIQ 5-მა და TUCSON-მა. 
  • CCOTY-ის ფინალისტებს შორის Hyundai-ს კიდევ ორი მოდელი მოხვდა: IONIQ 9 („კანადის წლის ელექტრო უტილიტარული ავტომობილის“ კატეგორიაში) და ELANTRA („კანადის წლის ავტომობილის“ კატეგორიაში).

სეული, 12 თებერვალი, 2026 – ტორონტოში გამართულ „კანადის წლის ავტომობილის“ დაჯილდოებაზე (CCOTY), კანადის ავტოჟურნალისტთა ასოციაციამ (AJAC) Hyundai PALISADE „კანადის 2026 წლის საუკეთესო მრავალფუნქციურ ავტომობილად“ აღიარა.

რით არის მნიშვნელოვანი 2026 წლის გამარჯვება?

ეს ზედიზედ მეორე წელია, რაც Hyundai-ს მოდელი ამ ტიტულს ფლობს. 2022 წლიდან დღემდე, ბრენდმა ხუთიდან ოთხჯერ გაიმარჯვა შემდეგი მოდელებით: SANTA FE (2025), IONIQ 5 (2023) და TUCSON (2022).

ბოლო წლებში Hyundai-ს სხვა მოდელების მიერ მოპოვებული აღიარებები:

  • IONIQ 5 N – კანადის 2025 წლის ელექტრომობილი
  • SANTA CRUZ – 2022 წლის საუკეთესო მცირე პიკაპი კანადაში

IONIQ 6 – კანადის 2023 წლის „მწვანე“ (ეკომეგობრული) ავტომობილი

რით გამოირჩევა PALISADE?

განახლებული PALISADE წინამორბედთან გვთავაზობს მეტ სივრცეს, ჰიბრიდულ ძრავას და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ოჯახურ საჭიროებებთან ერთად, მოდელი წარმოდგენილია XRT PRO ვერსიითაც.

  • ახალი ძრავები: ხელმისაწვდომია 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა (287 ცხენის ძალა). ეს პირველი ჰიბრიდული ვარიანტია, რომლის ჯამური სიმძლავრე 329 ცხენის ძალას აღწევს.
  • მოწინავე ტექნოლოგიები: განახლებულია საინფორმაციო-გასართობი და უსაფრთხოების სისტემები. ჰიბრიდულ მოდელს აქვს „Stay Mode“, რაც პარკირებისას კლიმატ-კონტროლისა და მულტიმედიის ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას იძლევა.
  • გამძლეობა: კანადაში ბოლო 10 წლის განმავლობაში გაყიდული Hyundai-ს SUV-ების 95% დღესაც ექსპლუატაციაშია.

როგორ ვლინდება გამარჯვებულები?

გამარჯვებულებს AJAC-ის 45-ზე მეტი წევრი ავლენს რეალურ პირობებში ჩატარებული მასშტაბური ტესტირებების საფუძველზე. ავტომობილები ფასდება იმავე გზებზე, რომლებსაც კანადელი მძღოლები ყოველდღიურად გადიან. კენჭისყრის შედეგებს აუდიტორული კომპანია KPMG ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი