გააზიარე

Hyundai PALISADE ჩრდილოეთ ამერიკის 2026 წლის საუკეთესო იმრავალფუნქციური ავტომობილი გახდა

Hyundai საუკეთესო მრავალფუნქციურ ავტომობილად დასახელდა
  • განახლებული Palisade North American Car-ისა და Utility and Truck of the Year (NACTOY)-ის ჟიურის რჩეული გახდა – ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დამოუკიდებელი ჯილდოა ავტოინდუსტრიაში.
  • 7-ადგილინმა SUV-მ მაღალი შეფასება დაიმსახურა კატალოგში ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავის ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანის, გამორჩეული სალონის სივრცის, უსაფრთხოების მოწინავე სისტემებისა და კომფორტის ფუნქციონალის გამო. 
  • NACTOY-ის გამარჯვებულები ვლინდება აშშ-სა და კანადის 50 წამყვანი ავტო-ჟურნალისტის მიერ, რეალურ პირობებში ჩატარებული მასშტაბური ტესტირებების საფუძველზე.

სეული/დეტროიტი, 14 იანვარი, 2026 – NACTOY-ს ჟიურიმ განახლებული Hyundai PALISADE „ჩრდილოეთ ამერიკის 2026 წლის საუკეთესო მრავალფუნციურ ავტომობილად დაასახელა (Utility Vehicle of the Year™). ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai Motor-ის ლიდერობას პრემიუმ ხარისხის, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ყოველდღიურობაზე მორგებული საოჯახო SUV-ების წარმოებაში.

NACTOY-ის ჯილდოს მფლობელებს განსაზღვრავს აშშ-სა და კანადის 50 დამოუკიდებელი ავტო-ჟურნალისტი, რომლებიც ბეჭდურ, ციფრულ, სატელევიზიო, რადიო და სოციალურ მედიას წარმოადგენენ. ავტომობილები ფასდება კომპლექსური პროცესის საფუძველზე, რაც მოიცავს ხანგრძლივ სატესტო სვლას, შედარებით ტესტირებებს და დიზაინის, წარმადობის, ინოვაციების, უსაფრთხოებისა და ღირებულების დეტალურ ანალიზს.

როგორც Hyundai Motor-ის სამრიგიანმა SUV-მ, განახლებულმა PALISADE-მა აღიარება მოიპოვა ძრავების ფართო და მრავალმხრივი არჩევანის გამო, რაც მოიცავს როგორც ეფექტურ, მომავალი თაობის ჰიბრიდულ სისტემას, ისე გამოცდილ შიდაწვის ძრავებს. მან ასევე ყურადღება მიიპყრო თავისი ტევადი, პრემიუმ კლასის ინტერიერით, ინტუიციური ტექნოლოგიებითა და საოჯახო მოხმარებაზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და კომფორტის მრავალფეროვანი ფუნქციებით.

მრავალფეროვანი ხაზი აერთიანებს ინოვაციასა და წარმადობას

Palisade გადამწყვეტ როლს ასრულებს Hyundai Motor Company-ს გლობალურ SUV პორტფოლიოში, რაც იდეალურად ასახავს ბრენდის მისწრაფებას – შესთავაზოს მომხმარებელს ძრავების ფართო არჩევანი და მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიები მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე. ხაზს ახლახან დაემატა მომავალი თაობის ჰიბრიდული ვერსია, რომლის საწვავის ხარჯი 6.9 ლ/100 კმ-ია (34 mpg), ხოლო სვლის მარაგი 960 კილომეტრს (600 მილს) აღემატება. ის უერთდება ჩვენს მძლავრ და რბილ, ატმოსფერულ V6 ძრავას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ეფექტურობა წარმადობის დათმობის გარეშე.

თავგადასავლების მოყვარულთათვის მოდელების რიგს კიდევ უფრო აფართოებს უგზოობისთვის განკუთვნილი მძლავრი XRT PRO კომპლექტაცია. ინტუიციურ ტექნოლოგიურ სისტემებთან, სავარძლების ტრანსფორმაციის შესაძლებლობასთან და ტევად, პრაქტიკულ სალონთან ერთად, Palisade უზრუნველყოფს იმ მრავალმხრივობასა და მდგრადობას, რასაც თანამედროვე ოჯახები მოითხოვენ.

2025 წელს Palisade-მა აშშ-ში გაყიდვების რეკორდი მოხსნა: საცალო გაყიდვები 17%-ით, ხოლო მთლიანი გაყიდვები 13%-ით გაიზარდა. ეს წარმატება ხაზს უსვამს მზარდ მოთხოვნას ისეთ SUV-ებზე, რომლებიც აერთიანებს ფუნქციურობას, ტექნოლოგიებსა და საოჯახო საჭიროებებზე მორგებულ მახასიათებლებს.

„Hyundai Palisade 21-ე საუკუნის საოჯახო ავტომობილის ეტალონია. ის არის ტევადი, სასიამოვნოდ სამართავი და აღჭურვილია უამრავი ტექნოლოგიით. ვულოცავ მათ ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას.“ – ჯეფ გილბერტი, NACTOY-ის პრეზიდენტი.

1994 წელს დაარსებული NACTOY არის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე დამოუკიდებელი დაჯილდოების პროგრამა, რომელიც არცერთ კონკრეტულ მედიასაშუალებას არ ექვემდებარება. მისი დამოუკიდებლობა, მკაცრი შეფასების პროცესი და მრავალფეროვანი ჟიური ამ ჯილდოს გლობალურ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრესტიჟულ აღიარებად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი