Hyundai Kona-ს ახალი მოდელების სრულ სპექტრს კიდევ უფრო თამამი, დინამიკური და EV ტექნოლოგიებზე ორიენტირებული დიზაინი აქვს.
20 დეკემბერს Hyundai Motor Company-მ ახალი თაობის KONA-ს მოდელებისთვის დახვეწილი, ფუტურისტული დიზაინი წარადგინა. განახლებული ხაზი ოთხი ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი: ელექტრო (EV), ჰიბრიდი ელექტრო (HEV), შიდა წვის ძრავით (ICE) და სპორტული N Line, რომლებსაც უნივერსალური არქიტექტურა, თუმცა, ამავდროულად უნიკალური, ინდივიდუალური სტილი აქვთ.
თითოეული ახალი მოდელით KONA ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის დაპირებას მდგრადი მობილობისა და წამყვანი ტექნოლოგიური დიზაინის შესახებ. ამასთან, სხვადასხვა სიმძლავრის აგრეგატებით, იგი სრულად შეესაბამება მომხმარებლების მობილობის მრავალფეროვან მოთხოვნილებებს.
„განახლებულ KONA-ს მეტი უნიკალური მახასიათებელი აქვს და დამაჯერებლად ადასტურებს საკუთარ სითამამესა და დინამიკურობას. მან სხვადასხვა მიმართულებით განიცადა პროგრესი, კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და ცხოვრების სტილის ნამდვილ მხარდამჭერად იქცა “, – განაცხადა ჰიუნდაი დიზაინ ცენტრის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სანგიუპ ლიმ.
განახლებული KONA მომხმარებლებს მაღალ დინამიკასა და დიდ ფართობს სთავაზობს. ის უფრო მეტი ზომით, თამამი სტილით, დინამიკურობითა და მძღოლზე ორიენტირებული ინტერიერით გამოირჩევა. სივრცის გაფართოების მიზნით, თითოეული მოდელი სიგრძეში 4,355 მმ-ითაა გაზრდილი, რაც 150 მმ-ით აღემატება წინა ვერსიებს. მათი სიგანე 25 მმ-ითაა მომატებული, ბორბლების ბაზის სიგრძე კი — 60 მმ-ით, თუმცა კონსტრუქციისა და დიზაინის საკულტო მახასიათებლები ყველა მოდელს შენარჩუნებული აქვს.
სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძრავის რამდენიმე ვერსია აქვთ, KONA-მ პირველი ნაბიჯები EV ვარიანტის შექმნით გადადგა და შემდეგ მისი ადაპტაცია ICE, HEV და N Line მოდელებში განახორციელა. ამ არატრადიციულმა მიდგომამ Hyundai-ს საშუალება მისცა, KONA-ს ყველა ვერსიისთვის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული დიზაინური გადაწყვეტა მიესადაგებინა.
ერთიანი არქიტექტურის პარალელურად, თითოეულ მათგანს საკუთარი ინდივიდუალური, ფუტურისტული სტილი აქვს.
ახალი მოდელების გამორჩეული ცხვირი (წინა ნაწილი) ერთგვარად წინა სექციის სრულ მოცულობას გამოხატავს, რაც მათ მოქნილ, აეროდინამიკურ მახასიათებლებს განაპირობებს. მოცულობას ასახავს წელვადი, ჰორიზონტალური ნათურაც, რომელიც EV დიზაინშია პიქსელიზებული.
ფუტურისტული დიზაინის მიუხედავად, KONA-ს ყველა ახალ მოდელში SUV-ის მახასიათებლებია შენარჩუნებული. მისი დინამიკური სტილი ხაზგასმულია გამოკვეთილი ბორბლის თაღით, რომელიც აერთიანებს ფარებს და კიდევ უფრო აძლიერებს მანქანის სიმყარეს.
KONA-ს ბოლო მოდელებისთვის პარამეტრული ზედაპირებია დამახასიათებელი.
მკვეთრი დიაგონალური გვერდები ქრომირებულ მოლდინგებს ერთმანეთთან აკავშირებს და შესანიშნავ კონტურს ქმნის. უკანა პანელი კი აღჭურვილია ჰორიზონტალური ნათურითა და მაღალი ვოლტაჟის სტოპ ნათურით (HMSL).
ძრავის სხვადასხვა სიმძლავრესთან ერთად, მოდელები სტილითაც განსხვავდება. EV-ს შესასვლელ ცხაურსა და უკანა ბამპერზე პიქსელური გრაფიკული დეტალები, შავი მოცულობითი ხაზი და ამავე ფერის ფუნქციური სარკეები და სახურავი აქვს. ICE და HEV მყარი კონსტრუქციის ბამპერითა და შავი ბორბლის თაღით ხასიათდება, N Line კი ფუნქციური შავი სარკეებითა და სახურავით, მკაფიო წინა და უკანა კონსტრუქციებით გამოირჩევა.
KONA-ს ახალი მოდელების მოცულობითი შიდა სივრცე პრაქტიკული ფუნქციონალით გამოირჩევა, ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილების გამრავალფეროვნებას და შესანიშნავად ერგება ცხოვრების სხვადასხვა სტილს.
12.2-ინჩიანი ორმაგი, ფართო ეკრანი და მოძრავი მოდული მაღალტექნოლოგიურობას განაპირობებს. ირგვლივ არსებული განათება კი ზრდის კომფორტს და ხელს უწყობს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას.
უკანა სავარძელი, რომელსაც მრუდი არ აქვს, კიდევ უფრო აძლიერებს KONA-ს თანამედროვე ურბანული დიზაინის ესთეტიკას. შიდა სივრცის მოხერხებულობა და კომფორტი უნიკალურ გამოცდილებას განაპირობებს, უკანა სივრცე კი მაქსიმალურად ითვალისწინებს ტვირთის ტევადობას.
Hyundai KONA-ს ახალი მოდელების შესახებ მეტი დეტალი მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.