ახლახანს MotorTrend-მა IONIQ 5 SUV-ების კლასში “Golden Calipers“კატეგორიის გამარჯვებულად დაასახელა. IONIQ 5-მა ტიტულისთვის ბრძოლაში 45 უახლესი SUV-ი დაამრცხა, რომელთაგან 25 ელექტრიფიცირებული იყო.
უსაფრთხოება, ეფექტურობა, წარმადობა, დიზაინი, საინჟინრო შესრულება, პერფომანსი – ეს ის ძირითადი კატეგორიებია, სადაც ავტომობილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და წლის SUV-ის სტატუსს დაეუფლა.

IONIQ 5 გთავაზობთ მრავალფეროვნებას, არაჩვეულებრივ მართვის დიაპოაზონსა და სწრაფი დამუხტვის მოწინავე ტექნოლოგიას. ტექნოლოგიურობით, ფუტურისტული დიზაინითა და ადამიანებზე ორიენტირებული ტექნოლოგიებით ის ნამდვილად ლიდერია.“ – ედ ლოჰი, Motortrend-ის რედაქციის ხელმძღვანელი.
„IONIQ 5 სასიამოვნო სამართავია, არაჩვეულებრივი მართვის სტილითა და მდიდრული კომფორტის მახასიათებლებით. მისი დიზაინი თანამედროვედ გარდამქნის 80-90 წლების სტილს. IONIQ 5-ის დიზაინერემბა არაჩვეულებრივად შეასრულეს სამუშაო, რასაც თითოეული მგზავრობისას გრძნობთ.IONIQ 5 “Golden Calipers“ ღირსეული გამარჯვებულია. – ერიკ ჯონსონი – Motorთrend-ის ციფრული განყოფილების დირექტორი.


Motortrend-ის დაჯილდოებაზე IONIQ 5-ის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორ გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენი ბრენდის მიზნისკენ – შექმნას და განავითაროს მსოფლიო კლასის პროდუქტი. „Golden Calipers“ პრესტიჟული ჯილდოა ავტო ინდუსტრიაში და მოხარული ვარ, რომ შესანიშნავი დიაპაზონის, პრაქტიკული ინტერიერისა და მოწინავე ტექნოლოგიების დამსახურებით მისი მფლობელი IONIQ 5 გახდა, “ ჯიჰუნ ჩენგი, – Hyundai Motor-ის CEO.
IONIQ 5-ის ძირითადი მახასიათებლები:
- პროგესული დიზაინი
- ულტრა სწრაფი დატენვა (10-80% 18 წუთში)
- V2L ტექნოლოგია
- მართვის დიაპაზონი 300 მილი+
- E-GMP პლატფორმა უკეთესი არქიტექტურისა და
- შესაძლებლობებისთვის
- ეკო-მეგობრული ინტერფეისი