გააზიარე

U.S News and World Report-ის 2022 წლის „A Best Cars for the Money”-ზე.

U.S News and World Report-ის 2022 წლის „A Best Cars for the Money”-ზე Hyundai-მ ჯილდოების რეკორდული რაოდენობა მოიპოვა.

„Money Awards”  განსაზღვრავს ავტომობილის გრძელვადიანი ფლობის რელევანტურობას, თუ რამდენად შეესაბამება მისი ღირებულება ხარისხს, ტექნოლოგიურობას, უსაფრთხოებასა და ფლობის ხარჯებს 5 წლის განმავლობაში. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება თითეული მონაცემის ანალიზისა და მსოფლიო საავტომობილო პრესის წარმომადგენლების აზრთა შეჯამებით.

2022 წლის იანვარში გამართულ ღონისძიებაზე -ზე Hyundai-ს ხუთმა ავტომობილმა გაიმარჯვა კატეგორიაში „ A Best Cars for the Money“

1 – Sant Fe – საუკეთესო 2 რიგიანი SUV
2 – Tucson – საუკეთესო კომპაქტური SUV
3 – Elantra Hybrid – საუკეთესო ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილი
4 – Tucson Hybrid – საუკეთესო ჰიბრიდული და ელექტრო SUV
5 – Kona – საუკეთესო სუბკომპაქტური SUV

„ მოხარული ვართ, რომ U.S News-ის A Best Cars for the Money -ზე  განუმეორებელი შედეგი დავაფიქსირეთ. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული ავტომობილი ჩვენთვის უძვირფასესი პროდუქტია და საამაყოა რომ მათ გამორჩეულობას აშშ-შიც აღიარებენ“ – ოლაბის ბოილი (ჰიუნდაის პროდუქტის განვითარებისა და მობილობის სტრატეგიის ვიცე პრეზიდენტი ჩრდ. ამერიკაში)

„არ არის მარტივი იყიდო ავტომობილი, რომლის ხარისხიც შეესაბამება ფასს. A Best Cars for the Money-ს დაჯილდოების მიზანიც სწორედ ეს არის – გამოვავლინოთ ავტომობილები, რომლებიც სრულად ამართლებენ საკუთარ ღირებულებას და მათ მომავალ მფლობელებს საუკეთესო გამოცდილებას მისცემენ“ – ჯიმ შარიფი მმართველი რედაქტორი( U.S News)

U.S News & World News – ის შესახებ:

U.S News & World News ამჯამად ციფრული მულტიფუნქციური ჟურნალისტური პლატფორმაა, რომელიც დამოუკიდებელი მეთოდებით ასაჯაროებს ობიექტურ სიმართლეს სხვადასხვა მიმართულებით.  თითქმის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანია ერთ-ერთი სააიმედო გამოცემაა როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ბიზნესისისა და მომხმარებლებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი