გააზიარე

Hyundai Motor Group-ის Robotics LAB-ის მობილური რობოტის პლატფორმა MobED-ი 2026 წლის Red Dot Award-ის გამარჯვებული გახდა: აღიარება ინოვაციური დიზაინისა და პრაქტიკული გამოყენებადობისთვის

Hyundai MobED
  • MobED-ის დიზაინი ეფუძნება Robotics LAB-ის „Refined Edge“ ფილოსოფიას, რომელიც გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებული ინტერაქციისა და პრაქტიკული გამოყენებადობის გაუმჯობესებას.
  • ის წარმოადგენს მასშტაბირებად პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მოწინავე ინჟინერიას, ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემებსა და ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს.

სეული, 20 მაისი, 2026 – Hyundai Motor Group-ის (კონცერნი) Robotics LAB-ის მიერ შექმნილი MobED (Mobile Eccentric Droid) მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული დიზაინის კონკურსის – Red Dot Award: Product Design 2026-ის – გამარჯვებულად დასახელდა. 

კონცერნის Robotics LAB-ის მიერ შემუშავებული MobED ახალი თაობის მობილური რობოტის პლატფორმაა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ტიპის რელიეფზე შეუფერხებელი მუშაობისა და მრავალმხრივი გამოყენებისთვის.

რატომ გახდა MobED-ი Red Dot Award-ის გამარჯვებული?

MobED ასახავს Robotics LAB-ის დიზაინის ფილოსოფიას – „Refined Edge“, რომელიც ფოკუსირებულია იმაზე, რომ რობოტული სისტემები ბუნებრივად ინტეგრირდეს ადამიანის ყოველდღიურ გარემოში. ეს მიდგომა განსაზღვრავს როგორც პლატფორმის გამორჩეულ ფორმას, ისე მისი ინტერაქციის დიზაინს, რაც რობოტებს უფრო ხელმისაწვდომს, ინტუიციურსა და სანდოს ხდის ადამიანზე ორიენტირებულ სივრცეებში.

პლატფორმაში ინტეგრირებულია კონცერნის საავტორო Drive and Lift (DnL) ტექნოლოგია და Eccentric Wheel მექანიზმი. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობის შენარჩუნებას უსწორმასწორო ზედაპირებზე, აღმართებსა და ბორდიურებზე გადაადგილებისას. მობილობის ეს შესაძლებლობა აფართოებს რობოტული პლატფორმების გამოყენების არეალს და ისინი კონტროლირებადი შიდა სივრცეებიდან რეალურ, დინამიკურ გარემოში გადააქვს.

გარდა ამისა, MobED აერთიანებს ფუნქციურ, მიზნობრივ დიზაინს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მართვის სისტემებთან, რაც უზრუნველყოფს ადაპტურ მუშაობას სხვადასხვა სცენარში – ლოჯისტიკითა და მიწოდებით დაწყებული, ინსპექტირებითა და ავტონომიური გადაადგილებით დასრულებული.

Red Dot-ის აღიარება ხაზს უსვამს პლატფორმაში ინოვაციური ინჟინერიისა და ფუნქციური დიზაინის ბალანსს და აჩვენებს, თუ როგორ სცდება მობილობის გადაწყვეტილებები ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებების ფორმატს.

მობილობის გაფართოება ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებს მიღმა

როგორც მასშტაბირებადი და მოდულური პლატფორმა, MobED წარმოადგენს კონცერნის ხედვას მომავლის მობილობის ეკოსისტემების შესახებ, სადაც რობოტიკა განუყოფელ როლს თამაშობს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

MobED პირველად კონცეფციის სახით CES 2022-ზე იქნა წარმოდგენილი, ხოლო შემდგომში განვითარდა წარმოებისთვის მზა მოდელად, რომელიც საერთაშორისო რობოტების გამოფენაზე (iREX 2025) აჩვენეს. ეს ასახავს მუდმივ პროგრესს როგორც დიზაინის, ისე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით.

Red Dot Award-ის შესახებ

Red Dot Award, რომელიც 1955 წელს დაარსდა გერმანიის Design Zentrum Nordrhein Westfalen-ის მიერ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის კონკურსია. საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური აფასებს და აღიარებს საუკეთესო მიღწევებს პროდუქტის დიზაინში, ბრენდისა და კომუნიკაციის დიზაინსა და დიზაინის კონცეფციებში. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს ინოვაციურობას, ფუნქციონალურობასა და ხარისხს. 

„Best of the Best“ კონკურსის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მხოლოდ ყველაზე ინოვაციურ დიზაინს ენიჭება.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი