Hyundai Kona Autotrader’s 2021-ის ახალგაზრდებისთვის დასახელებულ ათ საუკეთესო ავტომობილში მოხვდა.
განახლებული დიზაინით, მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემით, კომფორტის გაუმჯობესებული მახასიათებლებითა და დამახასიათებელი გამავლობით – Kona რჩება SUV-ის მოყვარულ ფავორიტთა სიაში. ამასთან ერთად, ავტომობილი არ გზღუდავთ არჩევანში და გაძლევთ საშუალებას შეარჩიოთ სასურველი მოდიფიკაცია, იქნება ეს ელექტრო, ჰიბრიდული თუ სპორტული ვერსია.
“Kona არის ერთ-ერთი გამორჩეული, უნიკალური ხასიათის ავტომობილი. მიუხედავად მისი ზომებისა, ავტომობილი კომფორტული და ტევადია. ამასთან ერთად მისი ღირებულება სხვა ავტომობილებთან შედარებით ნაკლებია, თუმცა არანაკლებ იგრძნობა ხარისხი და ტექნოლოგიურობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც Kona ჩვენს ათეულში მოხვდა” განაცხადა ბრაიან მუდმა Autotrader-ის წარმომადგენელმა.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ვიმსახურებთ უკეთესს. ჩვენ ვქმნით ავტომობილებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ირჩევს ჰიუნდაის და გვსურს, რომ მათ მიიღონ საუკეთესო გამოცდილება მათი მართვით, ისიამოვნონ ტექნოლოგიით, უსაფრთხოებით და სიმშვიდით. Autotrader ახალი და მეორადი ავტომობილების ყიდვა/გაყიდვის გიგანტური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს კომფორტული სივრცე მომავალი ავტომობილის ასარჩევად. კომპანია პერიოდულად სხვადასხვა სახის კვლევას ატარებს ავტომობილებზე და კონკრეტული სეგმენტისთვის ფავორიტ ავტომობილებს ასახელებს.