2022 წლის 22 ივლისს J.D Power-მა Hyundai Palisade და Santa Cruz სეგმენტში ყველაზე სასურველ ავტომობილად მიიჩნია, როგორც ვიზუალით, ისე პერფომანსითა და ინტერიერის მოწყობის თვალსაზრისით. Palisade-მა უმაღლესი შეფასება მოიპოვა მოზრდილი SUV-ების სეგმენტში, Santa Cruiz-მა კი პირველობა არავის დაუთმო საშუალო ზომის პიკაპის კლასში. აღნიშნულ ღონისძიებაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ჰიუნდაის სხვა ავტომობილებმაც, Ioniq 5-მა და Sonata-მ მეორე ადგილი, ხოლოდ Tucson-მა და Accent-მა მესამე ადგილი დაიკავეს.
“მოხარულები ვართ Palisade-ისა და Santa Cruz-ის წარმატებით J.D Power APEAL-ის ღონისძიებაზე. ორივე ავტომობილი გამორჩეულია მართვით, ინტერიერით, მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიითა და წამყვანი უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ით“ – ოლაბის ბოილი – ჰიუნდაის ჩრდ. ამერიკის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი პროდუქტის დაგეგმვისა და მობილობის სტრატეგიის კუთხით.
ძირითადი ინფორმაცია:
უკვე 27 წელია, რაც J.D POWER აშშ-ში APEAL კვლევებს ატარებს. ის დაფუძნებულია მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე და მიზნად ისახავს სატრანსპორტო საშუალებებზე ინფორმაციის შეგროვებას მისი ფლობის ადრეულ პერიოდში (90 დღის განმავლობაში). Palisade-ისა და Santa Cruz-ის შემთხვევაში გამოიკითხა 84165 მომხმარებელი, რომლებიც უკვე ფლობდნენ აღნიშნულ ავტომობილებს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.
J.D Power-ის შესახებ:
J.D Power 1968 წელს შეიქმნა ამერიკაში და დღეისათვის მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ორგანიზაციაა. J.D Power კვლევების წარმოებისას ხელმძღვანელობს მომხმარებელბის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით.