გააზიარე

Le Guide de l’auto-მ Hyundai IONIQ 6 წლის საუკეთესო ახალ მანქანად დაასახელა.

IONIQ 6-მა პირველი კანადური ჯილდო მოიპოვა: Le Guide de l’auto-მ ყოველწლიურ დაჯილდოება Best Buys-ზე, ნომინაციაში „წლის ახალი მანქანა“, გამარჯვებულად Hyundai-ის უახლესი ელექტროავტომობილი დაასახელა.

Le Guide de l’auto-ს დაჯილდოების პროგრამაში 40-ზე მეტი ავტომობილი იყო წარდგენილი. მათ შორის გამარჯვებულები კი მანქანების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილმა რვა ჟურნალისტმა გამოავლინა. საავტომობილო ბაზარზე მოდელის გავლენასთან ერთად, კრიტერიუმებს შორის იყო:

● საწვავის ან ენერგიის მოხმარება;

● საიმედოობა;

● უსაფრთხოება;

● მართვის დინამიკა;

● საერთო შეფასება.

„კვებეკის პროვინციაში, რომელიც ელექტრომობილების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილია, მომხმარებლები და ჟურნალისტები ამ ტიპის ავტომობილებს განსაკუთრებით აფასებენ. IONIQ 6-თვის დიდი პატივია ასეთი აღიარების მიღება Le Guide de l’auto-სგან, რომელიც ყოველთვის მზადაა, საზოგადოებას საფუძვლიანად შესწავლილი და მიუკერძოებელი რეკომენდაციები მიაწოდოს. დიდი მადლობა მას“,- აღნიშნავს Hyundai Auto Canada-ს პროდუქტისა და კორპორაციული სტრატეგიის დირექტორი სტივ ფლამანდი.

„Le Guide de l’auto-ს გუნდისთვის შერჩევის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საგულისხმოა, რომ ჯილდოები წლის ახალი ჯიპისა და წლის ახალი სატვირთო მანქანის ნომინაციებშიც გაიცა და სამივე გამარჯვებული ელექტრომობილია. ჟიურის ყველა წევრი ვთანხმდებით, რომ IONIQ 6 არის ჭკვიანი ავტომობილი, რომელმაც ჩვენზე შთაბეჭდილება არა მარტო დიზაინით, არამედ მართვის დინამიკითა და 500 კილომეტრამდე ელექტრული დიაპაზონით მოახდინა “, – აცხადებს Le Guide de l’auto-ს მთავარი რედაქტორი ფრედერიკ მერსიე.

Le Guide de l’auto-ს შეფასების პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: Link

Hyundai IONIQ 6-ის შესახებ

IONIQ 6 Hyundai-ს ექსკლუზიურ, ელექტრო-გლობალურ მოდულურ პლატფორმაზე (E-GMP) მოძრავი უკვე მეორე მოდელია. ავტომობილი ორმაგი ძრავის, მეტი შიდა სივრცისა და ოპტიმიზებული მუშაობის საშუალებას იძლევა.

IONIQ 6 წარმოადგენს Hyundai Motor Company-ის გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც 17 BEV მოდელის გამოშვებასა და 2030 წლისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 1,8 მილიონზე მეტი BEV ერთეულის რეალიზაციას გულისხმობს. IONIQ 6 გაყიდვაში 2023 წლის გაზაფხულზე, კანადაში გამოვა, სწორედ ამ დროისთვის გამოცხადდება მისი ღირებულებაც.

ოთხკარიანი ელექტრიფიცირებული სტრიმლაინერი IONIQ 6 აღჭურვილია 77.4 კვტ/სთ-იანი ელემენტით, რომელსაც სრული ამძრაობის (4X4) და წინა წამყვან თვლიან (4X2) კონფიგურაციებთან დაწყვილების შესაძლებლობა აქვს. სრული ამძრაობის-ის შემთხვევაში,სავარაუდო მართვის დიაპაზონი 547 კილომეტრამდეა, რაც 225 ცხენის ძალასა და 258 ნმ/ბრ ბრუნვას უზრუნველყოფს,წინა წამყვან თვლიან ვარიანტს კი 499 კილომეტრის კონკურენტული მანძილი, 320 ცხენის ძალა და 446 ნმ/ბრ ბრუნვა აქვს.

მანქანა აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიითა და კლასში საუკეთესო, ულტრასწრაფი დამუხტვის სისტემით, რაც 350 კვტ-იანი დამტენით სულ რაღაც 18 წუთში 10-დან 80%-მდე დამუხტვას უზრუნველყოფს.

IONIQ 6 შექმნილია 700-ზე მეტი პარამეტრული პიქსელით, რომლებიც განთავსებულია ფარებში, უკანა კომბინირებულ ნათურებში, წინა ქვედა სენსორებში, ჰაერის გამწოვ გარნირებსა და ცენტრალურ კონსოლში, რაც აძლიერებს IONIQ-ის ბრენდის იდენტობას.

IONIQ 6 Hyundai-ის პირველი მოდელია, რომელშიც საჰაერო ხომალდის (OTA) firmware განახლების ტექნოლოგიაა ინტეგრირებული. მისი დახმარებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ავტომობილის ეფექტიანობის გაზრდისა და სრულიად ახალი ფუნქციების აღმოჩენისთვის, უკაბელო კავშირით ისარგებლონ.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი