გააზიარე

IONIQ 6.

2022 წლის 17 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, სრულიად ახალი, Hyundai-ს EV კონცეფციით შთაგონებული IONIQ 6-ის დებიუტი შედგა. ოთხკარიანი, ელექტრიფიცირებული სტრიმლაინერი, რომელიც 340-მილიანი მიზნობრივი მართვის დიაპაზონით გამოირჩევა, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიითა და კლასში საუკეთესო, ულტრასწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით — 18 წუთში 10-დან 80%-მდე.

IONIQ 6 Hyundai-ს ექსკლუზიურ, ელექტრო-გლობალურ მოდულურ პლატფორმაზე (E-GMP) დაფუძნებული მეორე მოდელია. ავტომობილს ორმაგი ძრავა, მეტი შიდა სივრცე და ოპტიმიზებული მუშაობის საშუალება აქვს.

IONIQ 6 Hyundai Motor Company-ს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 17 BEV(Battery Electric Vehicles) მოდელის გამოშვებასა და 2030 წლისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 1,8 მილიონზე მეტი BEV ერთეულის გაყიდვას ისახავს მიზნად. მოდელი

2023 წლის გაზაფხულზე გამოვა და მისი ფასიც ამ დროისთვის გამოცხადდება.

„ოპტიმალური განლაგების გამო, ელექტრომობილების სეგმენტში IONIQ 6 განსაკუთრებით მიმზიდველი მოდელია იმ მილიონობით მყიდველისთვის, რომლებსაც ნულოვანი ემისიების ტრანსპორტირებაზე გადასვლა სურთ” ,- აღნიშნავს Hyundai Motor North America-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მუნიოსი.

სპორტული და ეფექტური IONIQ 6 ნებისმიერ იმიჯს ერგება. მისი შიდა სივრცე, ელემენტის პარამეტრები, დამუხტვის სიჩქარე და მრავალფუნქციური შესაძლებლობები კი მომხმარებლების მოლოდინებს აჭარბებს.

IONIQ დიზაინის მახასიათებლები

Hyundai-ს კონცეფციის მიხედვით, ავტომობილი მფლობელის ცხოვრების სტილს ასახავს, ამიტომ კომპანიის თითოეულ IONIQ მანქანას ინდივიდუალური დიზაინი აქვს.

შესაბამისად, IONIQ 6-ისა და IONIQ 5-ის დიზაინიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ამ ორ მოდელს შორის საერთო შტრიხებიც არსებობს: მაგალითად, შიდა სივრცე, პარამეტრული პიქსელები და მდგრადობა. შიდა სივრცე E-GMP-ის ბორბლებს შორის მანძილს ეფუძნება, რაც არა მარტო მგზავრებისა და ტვირთვისთვის ქმნის დიდ ადგილს, არამედ მართვის დინამიკასაც აუმჯობესებს.

slide image
slide image
slide image

პარამეტრული პიქსელი IONIQ-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია, მოდელის მდგრადობა კი მკაფიოდაა გამოკვეთილი მისი ინტერიერისა თუ ექსტერიერის მასალებში. ეს ფაქტორები ბრენდისა და ავტომობილის უნიკალურობას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

დახვეწილი სტრიმლაინერის დიზაინი სრულყოფილი ჰარმონიით — ფუნქციურობისა და ესთეტიკის სინთეზი

IONIQ 6 ელექტრიფიცირებული სტრიმლაინერია, რომელიც მომხმარებლის ესთეტიკურ თუ ფუნქციურ მოთხოვნილებებს ერთდროულად აკმაყოფილებს და ემოციური ეფექტურობის იდეას რეალობად აქცევს. აეროდინამიკური დიზაინის სილუეტი კი ელექტრომობილების ეპოქისთვის სრულიად ახალ

ტიპოლოგიას სთავაზობს. მათ შორისაა:

· გაფართოებული, 1160 დიუმიანი, ბორბლიანი ბაზა;

· აეროდინამიკის გამორჩეული კოეფიციენტი (0.22), რომელსაც დახრილი წინა ნაწილი და საბურავების თაღი კიდევ უფრო აძლიერებს;

· 700-ზე მეტი პარამეტრული პიქსელი ფარებში, უკანა კომბინირებული ნათურები, წინა მხრის ქვედა სენსორები, ჰაერის გამწოვი გარნიტები და ცენტრალური კონსოლი, რომელიც IONIQ-ის ბრენდის იდენტობას კიდევ უფრო აძლიერებს;

· უკანა ფრთის ნათურა, რომელიც დამუხრუჭებისას მაღალი ხარისხის შუქს უზრუნველყოფს;

· განახლებული ლოგო და მისი განთავსების თანამედროვე სტილი;

· 18 ან 20-დიუმიანი შავი დისკები.

პერსონალური სივრცე

IONIQ 6-ის მოცულობითი ინტერიერი მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე, აგებულია მდგრადი მასალებით და აღჭურვილია პრაქტიკული ფუნქციონალით, , რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის მხარდაჭერას.

E-GMP-ს დახმარებით, Hyundai Motor Group-ის დიზაინერებმა მომხმარებლების მეტი კომფროტისთვის ოპტიმალური სივრცე შექმნეს: მართვის განყოფილება ავტომობილის ცენტრში მდებარეობს, რაც ყურადღების გაფანტვის საფრთხეს ამცირებს და ხელს უწყობს ინტუიციური მართვის განვითარებას.

ავტომობილის მოდულური სენსორული დაფა კი 12.3-დიუმიან საინფორმაციო ეკრანსა და 12.3-დიუმიან ციფრულ კლასტერს აერთიანებს.


ეკომეგობრული მასალები

IONIQ 6-ის ინტერიერი მდგრადი, ეკომეგობრული მასალებითა და ფერებითაა შექმნილი. მათ შორისაა ეკოლოგიური ტყავი (სავარძლები), ბიოსაღებავი.

მასალებად, აგრეთვე, გამოყენებულია მცენარეული ზეთები (კარები). ექსტერიერი შეღებილია გადამუშავებული,ბამბუკის ნახშირის პიგმენტური საღებავებით.

კონფიგურაცია, რომელიც ყველა მომხმარებელს მიესადაგება

IONIQ 6 აღჭურვილია წამყვანი ძრავების სპექტრით და ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებს ერგება.

წინა წამყვან თვლიანი (AWD) ვარიანტის მიერ ნაწარმოები კომბინირებული სიმძლავრე 320 ცხენის ძალას (74 კვტ წინა + 165 კვტ უკანა) უდრის.

სწრაფი დამუხტვა

IONIQ 6-ის E-GMP პლატფორმას 800 ვოლტის დამუხტვის შესაძლებლობა აქვს. მისი მრავალჯერადი დამუხტვის სისტემა მსოფლიოში პირველი დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც ძრავასა და ინვერტორს ამუშავებს.

Vehicle-to-Load (V2L) ფუნქცია

IONIQ 6 მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ V2L ფუნქციას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოიყენოს ან დამუხტოს ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა. მათ შორის,ელექტროველოსიპედი, სკუტერი ან საკემპინგო აღჭურვილობა. ფუნქცია იდეალურია ელექტროენერგიის გათიშვის, კემპინგის ან გარე აქტივობების დროს .

ელემენტის კონდიცირება

დამუხტვის დროის შესამცირებლად, IONIQ 6 ელემენტს ოპტიმალურ ტემპერატურამდე არეგულირებს. ფუნქცია ავტომატურად აქტიურდება, როცა დამუხტვის წერტილი IONIQ 6-ის სანავიგაციო სისტემაში შედის.

საჰაერო განახლებები

IONIQ 6 Hyundai-ის საჰაერო ხომალდის (OTA) firmware განახლების ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი მოდელია.OTA მფლობელს საშუალებას აძლევს, IONIQ 6-ის მართვა გააუმჯობესოს და უკაბელო კომუნიკაციის გამოყენებით, ახალი ფუნქციები გამოსცადოს. ტექნოლოგიის დახმარებით, აჩქარების მახასიათებლებისა და საჭის მგრძნობელობის დარეგულირება შეუძლია. ამასთან,OTA-ს განახლებები რუკებისა და მულტიმედიური პროგრამული უზრუნველყოფისთვისაც გამოიყენება.

ელექტროაქტიური ხმის დიზაინი

IONIQ 6 მომხმარებელს სთავაზობს EV მართვის გამოცდილებას ვირტუალური მამოძრავებელი ხმით, რომელიც ელექტრო-აქტიური ხმის დიზაინის სახელითაა(e-ASD) ცნობილი.

სალონში უნიკალური ხმის უზრუნველყოფისთვის, Hyundai-მ IONIQ 6 აკუსტიკური დიზაინის პროცესორით აღჭურვა.

ფერები

IONIQ 6-ის ექსტერიერი 7 ფერშია ხელმისაწვდომი. მათ შორისაა:

Gravity Gold Matte, Onyx Black Pearl, Serenity White Pearl, Curated Silver Metallic, Transmission Blue Pearl, Ultimate Red Metallic და Digital Green Pearl. ინტერიერს კი სამი ფერის ვერსია აქვს: შავი, ნაცრისფერი და მუქი მწვანე/ნაცრისფერი.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი