IONIQ 6-ის ჯილდოების ჩამონათვალს კიდევერთი პრიზი შეემატა: პრესტიჟულმა გამოცემამ, Car and Driver-მაიგიმძღოლების წლის საყვარელი ელექტრო ავტომობილის ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაის მოდელებისთვის ეს უკვე ამ ნომინაციაში მიღებული მეორე ჯილდოა.გასულ წელს იგივე პრიზი IONIQ5-მაც დაიმსახურა.
Car and Driver-ის კონკურსი სამი კვირის განმავლობაში 14 ყველაზე მაღალი შეფასების მქონეელექტრო ავტომობილის დეტალურ გამოცდას ითვალისწინებდა და Car and Driver 10Best-ის კონკურსის კრიტერიუმებსეყრდნობოდა. გამარჯვებულ მოდელს გამოცემის რედაქციისა და ტესტირების გუნდების განსაკუთრებულიმოწონება 4 მთავარი მიმართულებით უნდა დაემსახურებინა:
- მახასიათებლები;
- მიზნის შესრულებისმაჩვენებელი;
- ტექნოლოგიურიპროგრესი;
- სასიამოვნომართვის პროცესი.
IONIQ 6-მა პირველი ადგილი სწორედ ამ მკაცრი კრიტერიუმების კონკურსში დაიკავა.
,,IONIQ 6-ის მოდელების ხაზი გამორჩეულია სიმძლავრითა და სავალი მარაგით და შანსს არ უტოვებს Tesla-ს.800-ვოლტიანი სისტემა დამუხტვის დროსაც მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა მთავარი ისაა, რომIONIQ 6-ის მართვა უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს“, – აცხადებს Car and Driver-ის მთავარი რედაქტორი ტონი კიროგა.
,,Car and Driver-ის წლის ელექტრო ავტომობილის ტიტულის ზედიზედ ორჯერმოპოვება უდიდესი მიღწევაა. ეს გამარჯვება ადასტურებს, თურამდენად დიდი ძალისხმევაა საჭირო IONIQ 6-ის მსგავსი ინოვაციური ელექტრო ავტომობილების შესაქმნელად— მოდელების,რომლებიც გამოირჩევა საუკეთესო აეროდინამიკით, დამუხტვის სისწრაფით, ინოვაციური მახასიათებლებითადა სავალი მარაგით. ეს წარმატებაკიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სურვილს, გავხდეთ ჭკვიანი გადაადგილების საშუალებების მთავარი მომწოდებლები და ლიდერები გლობალური ელექტრიფიკაციის პროცესში“, – აღნიშნავს Hyundai Motor North America-ს პრეზიდენტიდა აღმასრულებელი დირექტორიხოსე მუნოზი.
IONIQ6-ისგარდა, კონკურსში ისეთი ცნობილი მოდელები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა: Audi Q4 E-tron, BMW i7,Cadillac Lyric AWD, GMC Hummer EV SUV, Genesis Electrified GV70, Kia EV6 GT,Kia Niro EV, Lexus RZ450e, Lucid Air Pure, Mercedes-Benz EQE350, Nissan Ariyae-4orce, Toyota bZ4X AWD და VinFast VF8. გამარჯვებულის გამოვლებისასCar and Driver ტესტირების შედეგებს, სუბიექტურშეფასებებსა და ავტომობილების სხვადასხვა მახასიათებლისშედარებასდაეყრდნო.
მოდელისა და თავადნომინაციის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DmyaHb