- IONIQ-ის ხაზის უახლესი ავტომობილი ელექტრომობილით გადაადგილებას უფრო ინტუიციურს, კომფორტულს და ევროპელი მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულს ხდის.
- ახალი „Aero Hatch“ ტექნოლოგია აეროდინამიკურ ეფექტურობასა და დიდ შიდა სივრცეს აერთიანებს.
- მარტივი და ინტუიციური ტექნოლოგიები ორიენტირებულია ყოველდღიურ გამოყენებადობაზე. ევროპულ მოდელებში კი პირველად იქნა გამოყენებული Pleos Connect საინფორმაციო-გასართობი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Android Automotive OS-ზე (AAOS).
ოფენბახი / მილანი, 20 აპრილი, 2026 – Hyundai Motor-მა დღეს წარადგინა IONIQ 3, სრულად ელექტრო კომპაქტური ჰეჩბეკი. IONIQ 3 აერთიანებს თამამ დიზაინს, რომელიც ეფუძნება Hyundai-ს „ფოლადის ხელოვნების“ (Art of Steel) ფილოსოფიას, მარტივ ტექნოლოგიებსა და კომფორტულ ინტერიერს.
„IONIQ 3-ით ჩვენ მოგვაქვს IONIQ ბრენდის თამამი დიზაინი, მართვის სიამოვნება და მოწინავე ფუნქციები ევროპელი მომხმარებლების უფრო ფართო წრისთვის. იგი შექმნილია ადამიანების რეალური ყოველდღიური საჭიროებებისთვის და გვთავაზობს სეგმენტში წამყვან გარბენს, აეროდინამიკასა და პრაქტიკულობას.“
ქსავიე მარტინე
Hyundai Motor Europe-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
ძირითადი მახასიათებლები
- Aero Hatch ტიპოლოგია: უზრუნველყოფს გამორჩეულ ბალანსს აეროდინამიკასა და სივრცეს შორის (აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი — 0.263).
- Art of Steel დიზაინი: მტკიცე და ზუსტი ზედაპირები, პიქსელური განათება და მორზეს ანბანით დაწერილი ასო „H“-ის აღმნიშვნელი ოთხი წერტილი.
- E-GMP პლატფორმა: 400-ვოლტიანი არქიტექტურა ეფექტური მუშაობისა და ყოველდღიური მოხმარებისთვის.
- აკუმულატორის ორი ვერსია: WLTP გარბენი — 344 კმ (Standard Range) და 496 კმ (Long Range).
- სწრაფი დატენვა: DC 10-დან 80%-მდე დაახლოებით 29 წუთში; AC დატენვის მხარდაჭერა 22 კვტ-მდე.
- ტევადი სალონი: Furnished Spaceკონცეფცია, რომელშიც ხუთი ზრდასრული ადამიანი კომფორტულად თავსდება.
- საბარგული: 441-ლიტრიანი მოცულობა, რაც უპრეცედენტოა სეგმენტში. მოდელი ასევე აღჭურვილია დამატებითი ინტეგრირებული Megabox-ით.
უსაფრთხოება: Hyundai SmartSense სისტემები, მათ შორის Highway Driving Assist 2 (HDA2) და დისტანციური პარკირების ასისტენტი (RSPA).
IONIQ 3 – ტექნიკური მახასიათებლები
| მახასიათებელი | მონაცემები |
| გაბარიტები (მმ) | სიგრძე: 4,155 (Base) / 4,170 (N Line)სიგანე: 1,800სიმაღლე: 1,505თვლების ბაზა: 2,680 |
| მაღალი ძაბვის აკუმულატორი | ტევადობა: 42.2 kWh (Standard range) / 61 kWh (Long range)დატენვა: DC სწრაფი დატენვა (10-80%) დაახლ. 29 წთ [Standard] / 30 წთ [Long]; AC დატენვა 11 kW V2X (Standard), 22 kW V2X (Optional) |
| სიმძლავრე და დინამიკა | მაქსიმალური სიჩქარე: 170 კმ/სთ 0–100 კმ/სთ: 9.0 წმ (Standard) / 9.6 წმ (Long) |
| სავარაუდო გარბენი (WLTP) | 344 კმ (Standard) / 496 კმ (Long) |
| ძრავის სიმძლავრე | წინა წამყვანი თვლები; 107.8 kW (147 PS) / 99.5 kW (135 PS) |
| მაქსიმალური მაბრუნი მომენტი | 250 Nm |
| აეროდინამიკური კოეფიციენტი | 0.263 |
| საბურავები | 205/65 R16, 215/55 R17, 215/50 R18, 225/45 R19 |
| საბარგულის ტევადობა | 441 ლ (322 ლ საბარგული, 119 ლ Megabox) |
| წონა | 1,550-დან 1,580 კგ-მდე |
| ექსტერიერის ფერები (გამოსვლისას) | Atlas White Solid, Phantom Black Pearl, Lumen Gray Pearl, Aurora Gray Pearl, Vibrant Blue Pearl, Ice Blue Pearl, Fierce Red Solid, Fierce Red Matte |
| ინტერიერის ფერები | შავი, ბეჟი / ნაცრისფერი, ლურჯი / ნაცრისფერი, შავი + წითელი აქცენტებით (N Line) |