გააზიარე

Hyundai Motor Group-მა IIHS Top Safety Awards 2025-ის რეიტინგში მოწინავე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გაამყარა საკუთარი პოზიცია საავტომობილო უსაფრთხოების სფეროში.

Hyundai - Top Safety Pick
  • Hyundai Motor Group-მა 2025 წელს TOP SAFETY PICK (TSP) და TOP SAFETY PICK+ (TSP+) კატეგორიებში ჯამში 21 ჯილდო მოიპოვა – ეს უკვე მეორე წელია საუკეთესო შედეგია ყველა ავტომწარმოებელს შორის.  
  • Genesis-მა ექვსი ჯილდო დაიმსახურა.
  • ელექტრო სპორტულმა უნივერსალმა – 2026 Hyundai IONIQ 9-მ IIHS-ის შეფასებებში გამორჩეული შედეგები აჩვენა.

შეფასებების მიხედვით, Hyundai-ს შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებით TOP SAFETY PICK+ კატეგორიაში. TOP SAFETY PICK+ .

სეული, 2025 წლის 23 დეკემბერი – Hyundai Motor Group-მა კიდევ ერთხელ გაამყარა ლიდერის პოზიცია საავტომობილო ინდუსტრიაში და 2025 წელს TOP SAFETY PICK (TSP) და TOP SAFETY PICK+ (TSP+) კატეგორიებში ჯამში 21 ჯილდო მოიპოვა, რაც უკვე მეორე წელია საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ავტომწარმოებელს შორის.  

21 გამარჯვებული მოდელიდან 18-მა უმაღლესი შეფასება მიიღო და TSP+ რეიტინგში მოხვდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით, როდესაც აღნიშნულ კატეგორიაში Hyundai-ს 12 მოდელი იყო წარმოდგენილი. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის შესაძლებლობას, ეფექტიანად უპასუხოს უსაფრთხოების მზარდ მოთხოვნებს.

2025 წლის გამარჯვებულ მოდელებს შორის არის Hyundai-ს ელექტრომობილი 2026 წლის IONIQ 9, რომელმაც IIHS-ის რეიტინგებსა და შეჯახების ტესტებში უმაღლესი შეფასებები მიიღო. 

Hyundai Motor Group-ში შემავალი ბრენდების შედეგები 2025 წელს:

  • Hyundai Motor Company – 8 TSP+ და 2 TSP ადგილი;
  • Genesis – 5 TSP+ და 1 TSP ადგილი;

ეს შედეგები ხაზს უსვამს კომპანიის სიძლიერეს მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიების მიმართულებით და მის შესაბამისობას ტესტირების უმაღლეს სტანდარტებთან.

გამარჯვებული მოდელები

Hyundai Motor Company (2025 MY) TSP+ კატეგორია:

  • 2025 TUCSON
  • 2025 IONIQ 5
  • 2025 IONIQ 6
  • 2026 IONIQ 9
  • 2025-26 ELANTRA  (წარმოებული 2024 წლის ოქტომბრის შემდგომ)
  • 2025-26 SONATA (წარმოებული 2024 წლის ნოემბრის შემდგომ)
  • 2025-26 KONA
  • 2025-26  SANTA FE (წარმოებული 2024 წლის ნოემბრის შემდგომ)

2026 წლის საშუალო ზომის სპოპრტული უნივერსალი PALISADE და SANTA CRUZ 2025 წლის TSP რეიტინგის გამარჯვებულები გახდნენ. 

P+ რეიტინგში Genesis-ის შემდეგი მოდელები მოხვდა:

  • 2025 GV60
  • 2025-26 GV70 (წარმოებული 2024 წლის აპრილის შემდგომ)
  • 2025-26 ელექტრო GV70
  • 2025-26 GV80
  • 2026 G80  (წარმოებული 2025 წლის ივნისის შემდგომ)

აღნიშნული ჯილდოები მხოლოდ აშშ-ს ბაზრისათვის განკუთვნილ მოდელებზე ვრცელდება. 

უსაფრთხოების დარგში წარმატების საფუძველი – E-GMP პლატფორმა

Hyundai Motor Group-ის შთამბეჭდავი შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელექტრო გლობალური მოდულური პლატფორმის (E-GMP) უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, რომელიც ელექტრომობილების მზარდი ხაზის საფუძველს წარმოადგენს. 

E-GMP პლატფორმაზე შექმნილმა რამდენიმე მოდელმა — მათ შორის 2025 IONIQ 5-მა, IONIQ 6-მა, GV60-მა, 2026 IONIQ 9-მა და 2025–26 EV9-მა — IIHS-ის 2025 წლის რეიტინგში TOP SAFETY PICK+ კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ კომპანია ავტომობილის კონსტრუქციის საწყისი ეტაპიდანვე პრიორიტეტს ანიჭებს მგზავრთა უსაფრთხოებასა და სტრუქტურულ მთლიანობას, მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით.  

IIHS-ის ტესტირების გამკაცრებული სტანდარტები 2025 წელს

2025 წელს IIHS-მა ტესტირების სტანდარტები კიდევ უფრო გაამკაცრა, რის შედეგადაც მწარმოებლებს TOP SAFETY PICK+ კატეგორიაში წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, განსაკუთრებით უკანა რიგის მგზავრთა უსაფრთხოების მიმართულებით.   

განახლებული წინა შეჯახების ტესტის ფარგლებში უკანა სავარძლებზე განთავსებულია მცირე ზომის მანეკენები, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ბავშვების უსაფრთხოება შეჯახების დროს.

 TOP SAFETY PICK+ კატეგორიაში გამარჯვებისთვის ავტომობილმა უნდა მიიღოს:  დადებითი შეფასება წინა ნაწილობრივი და გვერდითი შეჯახების ტესტებში;  დადებითი შეფასება განახლებულ წინა შეჯახების ტესტში;   გარდა ამისა, ავტომობილმა უნდა დაიმსახუროს დამაკმაყოფილებელი ან დადებითი შეფასება ქვეითებთან შეჯახების თავიდან აცილების ტესტში და აღჭურვილი უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი ან დადებითი შეფასების მქონე წინა მაშუქებით. 

TOP SAFETY PICK+  კატეგორიაში  გასამარჯვებლად, ავტომობილმა დადებითი შეფასება უნდა დაიმსახუროს წინა ნაწილობრივი, გვერდითი შეჯახების სიმულაციურ და განახლებულ წინა შეჯახების ტესტში.  გარდა ამისა, ავტომობილმა უნდა დაიმსახუროს დამაკმაყოფილებელი ან დადებითი შეფასება ქვეითებთან შეჯახების თავიდან აცილების ტესტში და აღჭურვილი უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი ან დადებითი შეფასების მქონე წინა მაშუქებით. 

აღნიშნულ შეფასებებში, Hyundai Motor Group -ის ავტომობილები სტაბილურად მაღალ შეფასებებს იღებს, რაც ხაზს უსვამს კომპანიის მიდგომას უსაფრთხოების საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართ და მათი გაუმჯობესებისადმი მუდმივ სწრაფვას. 

რატომ არის IIHS-ის რეიტინგი მნიშვნელოვანი?

IIHS დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია კვლევებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების გზით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. მისი TSP და TSP+ რეიტინგები საავტომობილო ინდუსტრიაში უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინდიკატორად ითვლება.  

უკვე მეორე წელია, რაც TSP და TSP+ რეიტინგებში ყველაზე მეტი პოზიცია Hyundai Motor Group-ის ავტომობილებს ეკუთვნის, რაც კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს მგზავრთა უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის სფეროში. 
Hyundai Motor Group-ის ავტომობილების სანახვად, რომლებიც 2025 წელს IIHS -ის ტესტირების შედეგად TSP და TSP+ რეიტინგებში მოხვდა იხ. შემდეგი გვედი.

Hyundai Motor Group-ის გამარჯვებული ავტომობილები

კომპანია მოდელიჯილდო 
Hyundai Motor Company(25MY)
სულ 10 გამარჯვებული მოდელი  ( TSP+ კატეგორია: 8 მოდელი,  TSP კატეგორია: 2 მოდელი)
2025 IONIQ 52025 IONIQ 62026 IONIQ 92025-26 KONA2025 TUCSON2025-26 ELANTRA (წარმოებული 2024 წლის ოქტომბრის შემდგომ)2025-26 SONATA (წარმოებული 2024 წლის ნოემბრის შემდგომ)2025-26  SANTA FE (წარმოებული 2024 წლის ნოემბრის შემდგომ)TSP+
2026 SANTA CRUZ2026 PALISADE TSP
Genesis(25MY)
სულ 6 ჯილდო  ( TSP+ კატეგორია: 5 მოდელი,  TSP კატეგორია: 1 მოდელი)
2025 GV60 2025-26 ელექტრო GV702025-26 GV70 (წარმოებული 2024 წლის აპრილის შემდგომ)2025-26 GV802026 G80  (წარმოებული 2025 წლის ივნისის შემდგომ) TSP+
G90TSP

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი