Hydrigen Wave Forum-ზე ჰიუნდაიმ წყალბადის პოპულარიზაციის საკუთარი ხედვა წარადგინა.
ჰიუნდაის გუნდმა შეიმუშავა შთამბეჭდავი გეგმა თუ როგორ გახადოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, მათ შორის კომერციული ავტომობილები უფრო პოპულარული. გუნდი ამბიციური გეგმის განხორციელებას სრულად 2040 წლისთვის მოახერხებს, თუმცა ტექნოლოგიებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და 2028 წლისთვის ალტერნატიული ენერგიის ახალ შესაძლებლობებს დავინახავთ.
“ჩვენი გუნდის მიზანია წყალბადის ათვისება გახდეს უფრო მარტივი, იქნება ეს სახლი, სამსახური თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. ჩვენ გვსურს წყალბადის ეკოლოგიურად სუფთა წყარო საზოგადოებამ გამოიყენოს უფრო მარტივად”- ჰიუნდაი მოტორსის თავმჯდომარე აისუნ ჩუნგი.
Hyundai Motor Group-ი 1998 წლიდან მუშაობს წყალბადის ენერგიის ათვისებაზე. კომპანიის პირველი პროდუქტი ამ მიმართულებით 2013 წელს გამოჩნდა Tucson FCEV, უკვე 2018 წელს მძლავრი NEXO ვიხილეთ, 2020-ში კი მძიმე სატვირთო ავტომობილი XCIENT Fuel Cell. უკვე მიმდინარეობს 2020 წელს გამშვებული XCIENT-ის გაუმჯობესება და 2023 წლისთვის პირველ ტრაქტორსაც ვიხილავთ, რომელიც წყალბადის ენერგიით იქნება აღჭურვილი.Hydrigen Wave Forum-ის CEO მიიჩნევს, რომ 2050 წლისთვის წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი ბაზრის 18%-ს დაიკავებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს CO2-ის გამოყოფას, რაც ხელს შუწყობს ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
ჰიუნდაის გუნდი მიზნად ისახავს, აითვისოს კომერციული და სამრეწველო ბაზარიც. ამასთან ერთად, წყალბადის ენერგიის მრავალწლიანი გეგმა არ მოიცავს მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის გაუმჯობესებას. გეგმა ასევე მოიცავს დრონების, თვითმფრინავებისა და გემების მოდიფიკაციასაც, რომელიც კაცობრიობას უკეთეს მომავალს შეუქმნის.
ჰიუნდაის გეგმა წყალბადის ენერგიის ტრანსპორტის განვითარებაზე მრავალმხრივია და სხვადასხვა სფეროს აერთიანებს. მათ შესახებ მცირე მიმოხილვას გთავაზობთ.
Trailer Drone:
სახმელეთო, მძიმე წონის სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული საბარგო სივრცით ერთი დამუხტვით 1000კმ-ს დაფარვას შეძლებს.
Fuel Cell e-Bogie:
ტერმინი “bogie” სათავეს სარკინიგზო ინდუსტრიისგან იღებს. ეს არის ავტონომიური მექანიზმი, რომელიც ყოველი ვაგონის ქვეშ იყო განთავსებული. ეს იქნება 4 ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სივრცეში ან/და კომერციულ სივრცეებში იქნება გამოყენებული საშუალო ზომის ტვირთის გადასაზიდად.
Vision FK:
სპორტული ავტომობილი, რომელიც 500კვტ სიმძლავრის მექანიზმით იქნება აღჭურვილი, რაც საშუალებას მისცემს მას 100კმ/სთ-მდე 4წმ-ზე ნაკლებ დროში აჩქარდეს. სისტემა გათვლილია RWD სისტემაზე (უკანა წამყვანი თვლები). Vision FK-მ ერთი დამუხტვით 600კმ-ს დაფარვა უნდა შეძლოს.
Resque Drone:
სპეციალური სამაშველო ოპერაციებისთვის შექმნილი ავტონომიური მფრინავი აპარატი, რომელის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც ხანძრის საწინააღმდეგოდ, ასევე სამეთვალყურეოდ. მისი ფრენის მანძილი ერთი დამუხტვით 450-500კმ-ს ფარგლებში იქნება.
H Moving Station:
მძიმე წონის სატვირთო, რომელიც მოძრავი დასამუხტი სადგურის ფუნქციას შეასრულებს. იდეალურია ადგილებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ინფრასტრუქტა.
RHGV:
მცირე ზომის ავტომობილი, რომელიც სწრაფად მიაწვდის ენერგიას წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილებს.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ გეგმისა, რომელიც ჰიუნდაიმ Hydrogen Wave Forum-ზე წარადგინა. კომპანია ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პროდუქტის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად მუშაობს და მიიწევს მიზნისკენ, რომელი კაცობრიობას უკეთეს მომავალს შეუქმნის.