გააზიარე

Hyundai Venue – რა ხდის კომპაქტური SUV-ის დიზაინის განსაკუთრებულს

Hyundai Venue-ს დიზაინი - რა ხდის მას განსაკუთრებულს?

SUV-ების კატეგორიაში Hyundai Venue ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ბალანსირებული ავტომობილია, რომელიც ორგანულად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, პრაქტიკულობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 

Venue გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასითა და იმ ფუნქციების სიმრავლით.ამ ბლოგში „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ გიამბობთ, თუ რით გამოირჩევა Hyundai Venue-ს ახალი ავტომობილის დიზაინი და უსაფრთხოების ფუნქციონალი. 

დახვეწილი და პრაქტიკული ექსტერიერი

Venue-ს ვიზუალური იდენტობა იწყება მისი საფირმო კასკადური ცხაურით, რომელიც ავტომობილს თავდაჯერებულ იერს სძენს. ექსტერიერის დიზაინი პრაქტიკულობისა და სტილის ნაზავია – პროექციული ტიპის ჰალოგენის ფარები და უკანა LED განათება უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობასა და თანამედროვე ვიზუალს. დიზაინს სრულყოფს ავტომატური კეცვადი გვერდითი სარკეები მოხვევის ინტეგრირებული მაჩვენებლით, ხოლო დისკების არჩევანი – 15-დიუმიანი რკინის ან ალუმინის ვერსიები – საშუალებას გაძლევთ, ავტომობილი თქვენს გემოვნებას მოარგოთ.

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები

მიუხედავად ბიუჯეტური კატეგორიისა, Venue-ში უსაფრთხოება პრიორიტეტია. ავტომობილი აღჭურვილია 6 უსაფრთხოების ბალიშით, რაც მძღოლისა და მგზავრების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. უკანა ხედვის კამერა კი პარკირებასა და ვიწრო ქუჩებში მანევრირებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, რაც ქალაქში მოძრაობისას ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფუნქციაა.

მართვის დამხმარე სისტემები

ავტომობილის მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა, რომელიც ხელს უშლის მანქანის უკან დაგორებას დაძვრის დროს. 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს რბილ გადართვას, ხოლო კრუიზ კონტროლის ფუნქცია ხანგრძლივ მგზავრობას ქალაქგარეთ ბევრად უფრო კომფორტულსა და ნაკლებად დამღლელს ხდის.

მოძრაობის რეჟიმების მრავალფეროვნება

Hyundai Venue-ს ერთ-ერთი გამორჩეული ტექნოლოგიური მახასიათებელი მოძრაობისა და უგზოობის რეჟიმების არჩევის შესაძლებლობაა. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მუშაობა მოარგოს გზის სხვადასხვა პირობებს, რაც კომპაქტური SUV-ისთვის იშვიათი და ძალზედ სასარგებლო ფუნქციაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ Venue მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს გადატვირთული ქუჩები თუ მსუბუქი უგზოობა. 

შეგახსენებთ, რომ Hyundai Venue ხელმისაწვდომია ჩვენს შოურუმებშია ხელმისაწვდომია. გვეწვიეთ თბილისში, რუსთავსა და ქობულეთში და თავად გამოსცადეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი ტესტ-დრაივზე!

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი