- IONIQ 6 N-მა 2027 წლის გერმანიის წლის მანქანის დაჯილდოებაზე (GCOTY Awards) საუკეთესო წარმადობის ავტომობილის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა;
- დამოუკიდებელმა ჟიურიმ აღნიშნა ავტომობილის მაღალი წარმადობის, ზუსტი მართვისა და მძღოლზე ორიენტირებული ხასიათის შერწყმა;
- ბოლო ჯილდო აგრძელებს Hyundai Motor-ის წარმატებების სერიას გერმანიის წლის ავტომობილის (GCOTY) დაჯილდოებაზე, სადაც მანამდე გამარჯვებები IONIQ – ის მოდელების ხაზმაც მოიპოვა;
- გამარჯვება ეყრდნობა IONIQ 6 N-ის უფრო ადრინდელ ტიტულს, რის მიხედვითაც მან მოიპოვა „მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ავტომობილის“ ტიტული.
სეული, 2026 წლის 22 სექტემბერი – კომპანია Hyundai Motor -ის სრულად ელექტრო მაღალი წარმადობის მოდელმა IONIQ 6 N-მა გერმანიის წლის მანქანის (GCOTY) 2027 წლის დაჯილდოებაზე შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ „მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ ავტომობილად“ დასახელდა.
ავტოჟურნალისტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ IONIQ 6 N აღიარა, როგორც გამორჩეული წარმადობის, ზუსტი მართვადობისა და მძღოლზე ორიენტირებული დიზაინის შერწყმისთვის. ეს უახლესი ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს Hyundai Motor-ის მუდმივ ერთგულებას წარმადობის, ინოვაციისა და მძღოლის ჩართულობის მიმართ მაღალი წარმადობის ელექტრომობილების სეგმენტში.
„ეს ჯილდო ჩვენი ერთგულების დასტურია – იმისთვის, რომ შევთავაზოთ მძღოლებს ის მძაფრი და შთამბეჭდავი მართვის შეგრძნებები, რომელთა მიღებასაც მაღალი წარმადობის ვტომობილების მოყვარულები ელიან ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. N აღნიშნავს კონცეფციას „დაბადებული ნამიანგში, დახვეწილი ნიურბურგრინგზე“, რაც თითქმის ათი წლის წინ გერმანიაში i30 N-ის წარმატებულმა დებიუტმაც დაადასტურა. ეს ჯილდო აღიარებს ჩვენს პროგრესს ახალი თაობის ელექტრო მანქანების წარმადობის მხრივ და ჩვენთვის, როგორც N-ისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ წარმადობის გაუმჯობესებას განვითარებადი ტექნოლოგიებითა და ავტოსპორტით, მათ შორის ნიურბურგრინგის 24-საათიანი რბოლით, რომელიც მომავალი N მოდელების განვითარების პლატფორმად გვევლინება.”
რით გამოირჩევა IONIQ 6N როგორც სპორტული ელექტრომობილი?
დამოუკიდებელმა GCOTY-ის ჟიურიმ IONIQ 6 N შეაფასა: შთამბეჭდავი დინამიკის, ზუსტი მართვადობისა და მძღოლზე ორიენტირებული კონცეფციის შერწყმისთვის. სრულად ელექტრო სპორტული მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლს მართვის ემოციური გამოცდილება როგორც ჩვეულებრივ გზაზე, ისე სარბოლო ტრასაზე შესთავაზოს.
სპეციალურად შემუშავებული ფუნქციები, როგორებიცაა N e-Shift და N Active Sound+, მართვის გამოცდილებას დამატებით განზომილებას სძენს და მძღოლსა და ავტომობილს შორის კავშირს აძლიერებს.
როგორ აერთიანებს IONIQ 6 N სარბოლო ტრასისთვის განკუთვნილ წარმადობას ყოველდღიური მართვის შესაძლებლობებთან?
IONIQ 6 N აერთიანებს Hyundai N-ის სამ ძირითად პრინციპს: მოსახვევებში განსაკუთრებულ მანევრულობას (Corner Rascal), სარბოლო ტრასაზე მაღალ წარმადობას (Racetrack Capability) და სპორტული ავტომობილის ყოველდღიური გამოყენების შესაძლებლობას (Everyday Sports Car). ეს მიდგომა აერთიანებს მოსახვევებში დინამიკური მართვის მახასიათებლებსა და სარბოლო ტრასისთვის საჭირო შესაძლებლობებს ყოველდღიური გამოყენებისთვის აუცილებელ თვისებებთან.
ისეთი ფუნქციების წყალობით, როგორიცაა N e-Shift და N Active Sound+, IONIQ 6 N შექმნილია იმისთვის, რომ მართვის პროცესი უფრო შთამბეჭდავი გახადოს და მძღოლს ავტომობილთან უფრო უშუალო, ემოციური და ინტენსიური მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
როგორია Hyundai Motor – ის ბოლოდროინდელი შედეგები GCOTY-ის დაჯილდოებებზე?
IONIQ 6 N აგრძელებს Hyundai Motor-ის წარმატებულ გამოსვლას GCOTY-ის დაჯილდოებაზე. ბოლო წლებში კომპანიის მოდელებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვა:
- 2027: Hyundai IONIQ 6 N-მა გაიმარჯვა სპორტული ავტომობილების (Performance) კატეგორიაში;
- 2026: Hyundai IONIQ 9-მა გაიმარჯვა პრემიუმ (Premium) კატეგორიაში;
- 2024: Hyundai IONIQ 6-მა გაიმარჯვა ახალი ენერგიის (New Energy) კატეგორიაში;
- 2022: Hyundai IONIQ 5 დასახელდა გერმანიის წლის მანქანად და ასევე გახდა კატეგორია ახალი ენერგიის (New Energy) გამარჯვებული.
რას გულისხმობს GCOTY-ის ჯილდოები?
GCOTY-ის ჯილდოები დამოუკიდებელი საავტომობილო ჯილდოებია, რომელთა გამარჯვებულებს 40 გამოცდილი საავტომობილო ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური ადგენს. მრავალი საგამოცდო მართვის (test drive) შემდეგ, ჟიური წინა 12 თვის განმავლობაში წარდგენილი მოდელებიდან ხუთი კატეგორიის მიხედვით ავლენს გამარჯვებულებს, ეს კატეგორიებია: კომპაქტური (Compact), პრემიუმ (Premium), ლუქს (Luxury), ბიუჯეტური (Budget) და სპორტული (Performance).
ხუთივე კატეგორიის გამარჯვებული შემდგომ ერთმანეთს ეჯიბრება მთავარი ტიტულისთვის „გერმანიის წლის მანქანა“ (German Car of the Year).
შენიშვნა CO₂-ისა და გამონაბოლქვის მონაცემების შესახებ:
Hyundai IONIQ 6 N:
- ენერგომოხმარება კომბინირებულ რეჟიმში: 18,7 კვტ·სთ/100 კმ;
- CO₂-ის კომბინირებულ ემისიები: 0 გ/კმ;
- CO₂-ის კლასი: A.