- 2026 წლის IDEA Awards-ზე Hyundai Motor-მა ორი ოქროს, ორი ბრინჯაოს ჯილდო და ექვსი ფინალისტის სტატუსი მოიპოვა. ჯილდოები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: კონცეპტუალური დიზაინი, ბრენდინგი, სერვის დიზაინი, გარემოს დიზაინი და რობოტიკა;
- E3W და E4W კონცეფციები ურბანული გადაადგილების ბოლო ეტაპის ახალ ხედვას გვთავაზობს, რომელიც ეფუძნება ინკლუზიურობას, კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადობასა და ელექტრიფიკაციას;
- Mobile Nap (მობილური თვლემის)-ის კონცეფცია ავტომობილის უქმად ყოფნის პერიოდს სრულფასოვანი დასვენებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობად აქცევს;
- ავტომობილის სალონის მოწყობისა და პერსონალიზაციის კონცეფციები (Furnished Lounge და Hyundai Add Gear ) – ავტომობილის სალონში პერსონალიზებული და ადვილად ადაპტირებადი საცხოვრებელი სივრცის მოწყობის შესაძლებლობას ქმნის;
- MobED-ის მობილური რობოტული პლატფორმა Hyundai Motor-ის დიზაინერულ ლიდერობას რობოტიკისა და სამრეწველო გამოყენების სფეროებშიც ავრცელებს;
- Na Oh კორეული რესტორნის წიგნი, ჟურნალი RETRACE და Hyundai Hope on Wheels წარმოაჩენს Hyundai Motor-ის ძლიერ მხარეებს ბრენდის ისტორიების თხრობასა და მიზანზე ორიენტირებული ბრენდული იდენტობის მიმართულებით;
- სეულის UX Studio და პერსონალიზებადი MagSafe-ის ID ბარათის ჩასადები Hyundai Motor-ის დიზაინერულ სრულყოფილებას სერვისდიზაინის, სივრცეების დიზაინისა და ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების სფეროებშიც ავრცელებს.
სეული, 2026 წლის 3 სექტემბერი – კომპანია Hyundai Motor-მა 2026 წლის პრესტიჟულ IDEA Awards-ზე 10 ჯილდო მოიპოვა. აღიარება მოიცავს როგორც მომავლის მობილობის კონცეფციებს, ისე გლობალური ბრენდის დიზაინს, რომლებიც ბრენდის ხედვას – „პროგრესი კაცობრიობისთვის“ (Progress for Humanity) – მიზანმიმართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის.
მიღებულ ჯილდოებს შორისაა ორი ოქროს, ორი ბრინჯაოს ჯილდო და ფინალისტის სტატუსის ექვსი აღიარება კონცეპტუალური დიზაინის, ბრენდინგის, სერვისდიზაინის, სივრცეების დიზაინისა და რობოტიკის მიმართულებით. ეს შედეგი ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის წარმატებას არა მხოლოდ ავტომობილების წარმოებაში, არამედ ბრენდის დიზაინისა და მარკეტინგის სფეროებშიც.
მომავლის მობილობის კონცეფციების დიზაინის კატეგორიაში წარდგენილი ნამუშევრები:
ოქროს ჯილდო:
– E3W და E4W ელექტრული მიკრომობილობის კონცეფციები – კონცეპტუალური და სპეკულაციური დიზაინი.
ფინალისტების ნამუშევრები:
Mobile Nap – კონცეპტუალური და სპეკულაციური დიზაინი.
ავტომობილის სალონის მოწყობისა და პერსონალიზაციის კონცეფციები (Furnished Lounge / Hyundai Add Gear) – ავეჯისა და განათების დიზაინი.
MobED (Mobile Eccentric Droid) – კომერციული და სამრეწველო დიზაინი.
ბრენდინგის, სერვის დიზაინისა და აქსესუარების კატეგორიებში წარდგენილი ნამუშევრები:
ოქროს ჯილდო:
– Na Oh კორეული რესტორნის წიგნი – ბრენდინგი.
ბრინჯაოს ჯილდოები:
Hyundai Heritage: ჟურნალი RETRACE (STELLAR და SONATA) – ბრენდინგი.
Hyundai Hope on Wheels – ბრენდინგი.