- Hyundai Motor Group-მა გზატკეცილების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტისგან (IIHS) 2026 წლისთვის 15 TOP SAFETY PICK+ (TSP+) და ერთი TOP SAFETY PICK (TSP) ჯილდო მიიღო.
- Hyundai-მ შვიდი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ექვსი TSP+ და ერთი TSP.
- შედეგები მიღწეულია 2026 წლისთვის IIHS-ის მიერ დაწესებული მკაცრი ტესტირების კრიტერიუმების პირობებში.
სეული, 27 მარტი, 2026 – Hyundai Motor Group-მა დღეს გამოაცხადა, რომ მისმა ბრენდებმა 2026 კალენდარული წლისთვის გზატკეცილების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტისგან (IIHS) ჯამში 16 ჯილდო მიიღეს. აღნიშნული ჯილდოები ეხება მხოლოდ აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს.
შედეგები მოიცავს 15 TOP SAFETY PICK+ (TSP+) და ერთ TOP SAFETY PICK (TSP) რეიტინგს, რაც ხაზს უსვამს ჯგუფის ერთგულებას ავტომობილის უსაფრთხოების მიმართ, IIHS-ის უფრო მკაცრი სტანდარტების ფონზე.
„Hyundai Motor Group ინდუსტრიის ლიდერია IIHS-ის 2026 წლის უსაფრთხოების პროგრამაში. ეს უდიდესი მიღწევა ჩვენს მუდმივ ფოკუსს ასახავს უსაფრთხო ავტომობილების შემუშავებასა და წარმოებაზე. ეს შედეგები ჩვენი საინჟინრო გუნდების თავდაუზოგავი შრომისა და მთელ პორტფოლიოში უსაფრთხოების უმაღლესი მაჩვენებლების მიღწევის დასტურია.“ – ბრაიან ლატუფი, Hyundai Motor Group-ის პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და ხარისხის გლობალური დირექტორი.
Hyundai-ს რომელი მოდელები დაჯილდოვდა IIHS-ის მიერ?
Hyundai Motor-მა 2026 წლის IIHS-ის უსაფრთხოების შვიდი ჯილდო მოიპოვა. ექვსმა მოდელმა დაიმსახურა უმაღლესი TSP+ სტატუსი, ხოლო ერთმა მიიღო TSP რეიტინგი.
2026 წლის TSP+ გამარჯვებულები:
- TUCSON
- IONIQ 5
- IONIQ 9
- KONA
- SANTA FE
- SONATA
2026 წლის TSP გამარჯვებული:
- ELANTRA
2026 წლის Hyundai Motor-ის ყველა ავტომობილი აღჭურვილია SmartSense უსაფრთხოების შვიდი სტანდარტული ფუნქციით, მათ შორის: ზოლიდან გადასვლის გაფრთხილება, ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA), მძღოლის ყურადღების კონტროლი, წინა შეჯახების თავიდან აცილების სისტემა (FCA) ფეხით მოსიარულეთა დეტექციით, უკანა მგზავრების შესახებ შეტყობინება და შორი განათების ავტომატური მართვა.
როგორ შეიცვალა IIHS-ის დაჯილდოების კრიტერიუმები 2026 წლისთვის?
2026 კალენდარული წლისთვის IIHS-მა დააწესა უფრო მკაცრი კრიტერიუმები, რაც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უკანა სავარძლის მგზავრების დაცვასა და გაუმჯობესებულ შეჯახების თავიდან აცილების სისტემებზე.
- TOP SAFETY PICK (TSP) სტატუსისთვის ავტომობილს ესაჭიროება შეფასება „კარგი“ (Good) წინა და გვერდითი შეჯახების ტესტებში, ასევე „მისაღები“ (Acceptable) ან „კარგი“ შეფასების მქონე ფარები ყველა კომპლექტაციაში.
- TOP SAFETY PICK+ (TSP+) სტატუსისთვის ავტომობილმა უნდა დააკმაყოფილოს ყველა ზემოხსენებული პირობა, დამატებით კი მიიღოს რეიტინგი „კარგი“ ფეხით მოსიარულეთა დაცვის ტესტში და „მისაღები“ ან „კარგი“ რეიტინგი ავტომობილებს შორის შეჯახების (Vehicle-to-Vehicle 2.0) განახლებულ ტესტში.