- სპეციალური გამოფენა 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრში (Rockefeller Center) გაიმართება.
- ექსპოზიცია FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიას ინტერაქციული სივრცეების, ინოვაციებისა და Hyundai Motor-ის გლობალური კამპანიის – „Next Starts Now“-ის მეშვეობით აცოცხლებს.
- გამოფენის განმავლობაში Boston Dynamics-ის რობოტები, Spot® და Atlas®, უშუალო კომუნიკაციაში შედიან სტუმრებთან და Hyundai Motor-ის რობოტიკის ინოვაციებს რეალობად აქცევენ.
ნიუ-იორკი, 8 ივნისი, 2026 – Hyundai Motor Company-მ და FIFA-ს მუზეუმმა ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრში, ოფიციალურად გაიხსნა სივრცე – „FIFA-ს მუზეუმი წარდგენილი Hyundai-ს მიერ“.
ღონისძიებას, რომელიც „ჩემპიონთა მემკვიდრეობის“ (Legacies of Champions) თემატიკას ეძღვნება, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც დაესწრო. გამოფენის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიული მემკვიდრეობის გაცოცხლება და მომავალი თაობის ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების შთაგონებაა.
გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანი ინფანტინო, FIFA-ს პრეზიდენტი; სუნგვონ ჯი, Hyundai Motor Company-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის დირექტორი; მარკო ფაცონე, FIFA-ს მუზეუმის მმართველი დირექტორი; და FIFA-ს ლეგენდარული ფეხბურთელები: მარკო მატერაცი, კრისტიან ვიერი და რობერტო ბაჯო.
პროგრამა მოიცავდა ოფიციალურ მიმართვებს, ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიასა და მსოფლიო თასის პრეზენტაციას.
ეს უნიკალური გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თითქმის ერთსაუკუნოვან ისტორიას, Hyundai Motor-ის 27-წლიან პარტნიორობას ფეხბურთის ასოციაციასთან, ინტერაქციულ გასართობ ზონებსა და რობოტიკაზე დაფუძნებულ ექსპონატებს. როგორც Hyundai Motor Company-ს გლობალური კამპანიის, „Next Starts Now“-ის ნაწილი, გამოფენა ფეხბურთს, კულტურასა და მომავლის ინოვაციებს შთამბეჭდავი სთორითელინგის მეშვეობით აკავშირებს.
Hyundai Motor Company დიდი ხანია მხარს უჭერს ფეხბურთს – სპორტს, რომლითაც ყველას შეუძლია დატკბეს მხოლოდ ერთი ბურთის იმედად და რომელიც გუნდურობისა და ვნების განსახიერებაა. ეს გამოფენა მხოლოდ საფეხბურთო ისტორიის აღნიშვნა არ არის. ის ასახავს იმას, თუ როგორ აკავშირებს და შთააგონებს ფეხბურთი ადამიანებს ერთი თაობიდან მეორემდე. სწორედ ამას ნიშნავს ჩვენთვის კამპანია ‘Next Starts Now’
სუნგვონ ჯი
Hyundai Motor Company-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის დირექტორი (CMO)
მოხარულები ვართ, რომ FIFA World Cup 2026™-ის მიმდინარეობისას მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს ვუმასპინძლებთ როკფელერის ცენტრში, რათა ერთმანეთს დავუკავშირდეთ და გავაზიაროთ ამ მშვენიერი თამაშის მაგია. Hyundai-ს დამსახურებით, FIFA-ს მუზეუმი უკვე ნიუ-იორკშია, რათა ზედიზედ მეხუთედ აღვნიშნოთ ფეხბურთის მემკვიდრეობა და კულტურა უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში.
მარკო ფაცონე
FIFA-ს მუზეუმის მმართველი დირექტორი

რისი ნახვა შეუძლიათ ვიზიტორებს გამოფენაზე?
„FIFA-ს მუზეუმი წარდგენილი Hyundai-ს მიერ“ სტუმრებს სრულიად უფასო, ინტერაქციულ გამოცდილებას სთავაზობს, სადაც წარმოდგენილია:
- ისტორიული არტეფაქტები და მაისურები: ექსპონატები FIFA-ს არქივებიდან, 1930 წლის პირველი ჩემპიონატიდან დღემდე;
- ინტერაქციული სთორითელინგი: ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა თითოეულმა მსოფლიო ჩემპიონატმა გლობალური სპორტი;
- კურირებული დისპლეები: ათწლეულების მანძილზე გამარჯვებული ჩემპიონების ტრიუმფისა და ტურნირის კულტურული მნიშვნელობის ამსახველი მასალები;
- 27-წლიანი პარტნიორობა: საგამოფენო კუთხე, რომელიც ეძღვნება Hyundai-სა და FIFA-ს მრავალწლიან კოლაბორაციას;
- რობოტიზებული რეინტერპრეტაცია: ჩემპიონატების საკულტო მომენტების გაცოცხლება ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.
როგორ ასახავს გამოფენა Hyundai Motor-ის ხედვას მომავალი თაობისთვის?
როგორც მასპინძელ ქვეყნებში გამართული გამოფენების ექსკლუზიური წარმდგენი პარტნიორი, Hyundai Motor ქმნის გარემოს, სადაც საფეხბურთო მემკვიდრეობა ინოვაციებს ერწყმის.
გამოფენაზე წარმოდგენილია Hyundai-ს გლობალური ფან-კამპანია – „Be There With Hyundai“, რომელიც გულშემატკივართა ახალ თაობას ეძღვნება. ექსპოზიციაში შესულია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოგზავნილი ნახატები საკუთარი ეროვნული ნაკრებების მხარდასაჭერად. ტურნირის განმავლობაში, შერჩეული 48 ნამუშევარი განთავსდება ნაკრებების ოფიციალურ ავტობუსებზე, რომლებიც აშშ-ის, კანადისა და მექსიკის მასპინძელ ქალაქებსა და სტადიონებზე იმოძრავებენ.

რა ინტერაქციული სივრცეებია ხელმისაწვდომი როკფელერის ცენტრში?
ვიზიტორებს შეუძლიათ ესტუმრონ როგორც შიდა, ისე გარე საგამოფენო სივრცეებს:
- შიდა გამოფენა: „Legacies of Champions“
- ლოკაციები: მე-9 სართული, Radio Park, როკფელერის ცენტრი
- თარიღები: 11 ივნისი – 19 ივლისი
- საათები: ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე (ივლისის გარკვეულ დღეებში სამუშაო დრო გახანგრძლივდება 23:00 საათამდე).
- გარე სივრცე: ინტერაქციული საფეხბურთო მოედანი
- ლოკაციები: ჩრდილოეთ პლაზა (North Plaza), როკფელერის ცენტრი
- თარიღები: 6 ივლისი – 19 ივლისი
- საათები: ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე.
გარე მოედანზე გულშემატკივრებს შეუძლიათ გამოსცადონ საკუთარი ძალები: ბურთის კარში დარტყმით მათ პასუხი უნდა გასცენ საფეხბურთო ქვიზის (trivia) კითხვებს. მონაწილეები, რომლებიც გამოწვევას წარმატებით გაივლიან, საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო ბუშტებს, რომლებიც იბერება Hyundai IONIQ 9-ის ინოვაციური Vehicle-to-Load (V2L) ტექნოლოგიით მომუშავე კომპრესორების მეშვეობით.
სტადიონის ავთენტური ატმოსფეროს შესაქმნელად სივრცე აღჭურვილია:
- მოედნისპირა პროფესიონალური LED ბანერებითა და საფეხბურთო კარით;
- გამაგრილებელი სისტემით, რომელიც ასევე IONIQ 9-ის V2L ტექნოლოგიაზე მუშაობს და ზაფხულის ცხელ დღეებში სტუმრების კომფორტს უზრუნველყოფს.
როგორ აუმჯობესებენ Spot და Atlas ვიზიტორთა გამოცდილებას?
Boston Dynamics-ის რობოტები, Spot და Atlas, პრაქტიკულად აცოცხლებენ Hyundai Motor Group-ის ტექნოლოგიურ ხედვას ინტერაქციული და გასართობი აქტივობების დახმარებით.
Spot: ფანების ჩართულობა მთელ პერიმეტრზე
- ის აქტიურ როლს ასრულებს მუზეუმის ფუნქციონირებაში;
- ჩნდება საკვანძო მომენტებში, მათ შორის: გახსნის ცერემონიაზე სტუმრების დახვედრისას, გარე სარეკლამო აქტივობებსა და Fan Village-ის პერიოდში მოწყობილ Hyundai-ს პოპ-აპ სივრცეებში;
- გასართობი ღონისძიებები ფანებისთვის (11 ივნისი – 4 ივლისი): ვიზიტორებს, რომლებიც როკფელერ პლაზაზე Spot-ს შეხვდებიან, შეუძლიათ მიიღონ FIFA-ს მუზეუმის სპეციალური ფოტო-ბარათი ან ჩაერთონ სოციალური მედიის „Scavenger Hunt“-ში (ციფრული განძის ძიება) პრიზების მოსაგებად.
Atlas: რობოტიკის ინოვაციების დემონსტრირება
- წარმოაჩენს რობოტიკის განვითარების დონეს ფანებისთვის მარტივ და გასაგებ ფორმატში;
- ცენტრალურ პლაზაზე (Center Plaza): სტატიკურ მდგომარეობაში მყოფი Atlas გზამკვლევის როლს ასრულებს და მნახველებს FIFA-ს მუზეუმისკენ მიმართავს;
- FIFA-ს მუზეუმის პირველი სართულის ლობიში: გამოფენილია Atlas, რომელსაც ხელში FIFA World Cup 2026™-ის ოფიციალური სათამაშო ბურთი უჭირავს. ვიზიტორებს შეუძლიათ მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ.

როგორ უჭერს მხარს ეს პარტნიორობა Hyundai Motor-ის მომავლის ხედვას?
ეს კოლაბორაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Hyundai Motor-ის მისწრაფებას, ტექნოლოგიების მეშვეობით გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება. ფეხბურთის უნივერსალური ენით კომპანია აკავშირებს საზოგადოებებს, შთააგონებს მომავალ თაობებს და წინ სწევს თავის გლობალურ ფილოსოფიას – „Progress for Humanity“ (პროგრესი კაცობრიობისთვის).
გამოფენა 19 ივლისამდე გაგრძელდება და ეპატიჟება ფანებს, ოჯახებსა და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.
„Legacies of Champions“ გამოფენის, სამუშაო საათებისა და ვიზიტის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.