გააზიარე

Hyundai Wings For Life-ის პარტნიორია.

ჰიუნდაი განაგრძნობს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო რბენის მხარდაჭერას და წელსაც Wings For Life-ის ოფიციალური პარტნიორია. უნიკალური საქველმოქმედო გარბენი 6 კონტინენტზე ერთსა და იმავე დროს ერთი მიზნით გაიმართება –  გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.

სიახლეა ღონისძიების გამართვის პროცესში – 2022 წლის რბენა ამჯერად აპლიკაციით გაიმართება და ჰიუნდაი ტუსანი ვირტუალური ფინიშის მანქანის როლს მოირგებს. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება სასურველ მარშუტზე ირბინოს ან შემოგვიერთდეს დინამო არენაზე.

​Wings For Life-ის მსოფლიო რბენაში მონაწილეობა შეუძლია ყველას – 18 წლის ზევით ეტლით მოსარგებლეს, სპორტსმენსა თუ მოყვარულს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით. 

სირბილი დაიწყება 8 მაისს, ზუსტად 15:00 საათზე. მონაწილეებს აპლიკაცია დააკავშირებს ერთმანეთთან.ის ხმოვანი შეტყობინებით აცნობებს მორბენალს, თუ სად იმყოფება ვირტუალური ფინიშის მანქანა და როდის დაეწევა ის მას. მონაწილის გავლილი მანძილი გლობალურ სიაში აღირიცხება და დღის ბოლოს, მსოფლიო გამარჯვებულიც გამოვლინდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ Wings For Life-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს:  Wings For Life

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი