გააზიარე

Hyundai IONIQ 5-ისა და STARIA-ს წარმატება.

2021 წლის Good Design-ის დაჯილდოებაზე Ioniq 5-მა და STARIA-მ  გამარჯვება მოიპოვეს ტრანსპორტის კატეგორიაში. ასევე, აღსანიშნავია რომ სამხრეთ კორეულმა ბრენდმა ტრიუმფით დაასრულა ღონისძიების სხვა ნომინაციებიც: ინტერაქციული მედია, მობილური აპლიკაციები და გრაფიკული დიზაინი.

71 წლიანი ისტორიით Good Design Award-ი ერთ-ერთი პირველი დიზაინის კონკურსია მთელს მსოფლიოში. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი საუკეთესო პროდუქტისა და დიზაინის გამოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას და ზრდის კონკურენციას გლობალურ ბაზარზე.

IONIQ 5 ელექტრომობილებისთვის შექმნილ პლატფორმაზე დაფუძნებული საშუალო ზომის SUV-ია. მის ინდივიდუალურობას ხაზს უსვამს ბრენდის სახასიათო პარამეტრიული პიქსელური ნათება, რომელსაც თითოეული მნახველი პოზიტიურად აფასებს. ელექტრომობილში აღნიშვნას იმსახურებს ეკო-მეგობრული, ტევადი და მინიმალისუტური ინტერიერიც.

STARIA –  MVP კლასის ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია, საკუთარი ორიგინალური დიზაინითა და შესაძლებლობებით.  საკრუიზო გემებით შთაგონებული საოჯახო ავტომობილი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების კომფორტზე. პრემიუმ ხარისხის ქსოვილთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რბილ სვლასთან ერთად Staria გამოირჩევა უსაზღვრო ინტერიერის სივრცით, რომლის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს პანორამული ფანჯრები.

„Good Design-ზე მიღწეული წარმატება ჩვენი გუნდისთვის საამაყოა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიზაინერებისა და რა თქმა უნდა R&D-ს ინჟინრების გუნდის თავდაუზოგავი შრომა დაფასდა და საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ასევე სასიხარულია ის ფაქტიც, რომ ჰიუნდაის ვიზუალური იდენტობა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და გამორჩეულია“ – სანგიუპ ლი.


სხვა ჯილდოები:
ტრანსპორტის კატეგორია:
IONIQ 5
STARIA
E-Pit ულტრასწრაფი დამტენი სადგური

ინტერაქციული მედია:
ჰიუნდას გასართობი სისტემა – Aqua Design
ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი გასართობი სისტემა – Jong-e
N სერიისთვის განკუთვნილი გასართობი სისტემა

საყოფაცხოვრებო ტექნოლოგია:
წყალბადის ენერგიის სისტემა HTWO

მობილური აპლიკაცია:
Bluelink

გრაფიკული დიზაინი:
Hyundai Brand Collection

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი