გააზიარე

Hyundai Motor კამპანია „Next Starts Now“-ს წარადგენს და 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე რობოტექნიკის ჩვენებას გეგმავს 

Hyundai Fifa World Cup 2026
  • Hyundai Motor Company უშვებს გლობალურ მარკეტინგულ კამპანიას „Next Starts Now“ (მომავალი იწყება ახლა), რომელიც ეფუძნება კომპანიის ერთგულებას ინოვაციების მიმართ
  • Hyundai-ს რობოტექნიკას Fifa-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ – Boston Dynamics-ის Atlas® და Spot® რობოტები ტურნირის ოპერაციებსა და გულშემატკივართა გამოცდილების გაუმჯობესებას მოემსახურება.
  • ფეხბურთის ვარსკვლავი სონ ჰინ მინი დასახელდა Hyundai-ს ბრენდის ამბასადორად. ის Boston Dynamics-ის Atlas-თან ერთად კამპანიის ახალ ვიდეორგოლში გამოჩნდება.
  • პარტნიორობა ადგილობრივ მაცხოვრებლებზეც გავრცელდება აშშ-ის 4 ქალაქში დაგეგმილი ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკების მეშვეობით.

Hyundai Motor Company-მ დღეს, 2026 წლის ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე, ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში, ხაზი გაუსვა FIFA-სთან პარტნიორობას და წარმოადგინა თავისი ახალი გლობალური კამპანია – „Next Starts Now“.

მომავლის ფორმირება კამპანიით „Next Starts Now“

Hyundai Motor-ის ხედვით – „პროგრესი კაცობრიობისთვის“ (Progress for Humanity) შთაგონებული კამპანია „Next Starts Now“ ასახავს კომპანიის მისწრაფებას მობილობისა და რობოტექნიკის სფეროში ინოვაციების განვითარებისკენ. ნიუ-იორკის ავტოშოუზე Hyundai Motor-მა სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, სონ ჰინ მინი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრენდის გლობალურ ელჩად დაასახელა.

Hyundai Motor მიესალმება სონ ჰინ მინს, როგორც გლობალურ ელჩს

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანი და LAFC-ის თავდამსხმელი სონ ჰინ მინი წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს როგორც Hyundai Motor-ს, ისე ფეხბურთს – მიზანსწრაფულობა, გუნდური მუშაობა და შთაგონების ძალა. 

როგორც გლობალური მისაბაძი მაგალითი, ის წარმოადგენს კამპანიას „Next Starts Now“ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ფეხბურთელი Boston Dynamics-ის მოწინავე ჰუმანოიდ რობოტ Atlas-თან ერთად გამოჩნდება ორ ახალ სარეკლამო რგოლში, რომლებიც ხელმისაწვდომია Hyundai Motor-ის სოციალურ არხებზე.

ინოვაციების მართვა: Hyundai Motor ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

როგორც FIFA-ს ოფიციალური პარტნიორი 27 წლის განმავლობაში, Hyundai Motor მხარს უჭერდა ტურნირს სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით – გადაჰყავდა რა გუნდები, ოფიციალური პირები და მედიის წარმომადგენლები ლოკაციებს შორის. ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის Hyundai Motor “Boston Dynamics”-თან თანამშრომლობით – აფართოებს ამ როლს და რობოტექნიკა შემოჰყავს მსოფლიო ჩემპიონატზე. Atlas და Spot სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსდება გულშემატკივართა ჩართულობის, ასევე უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

Hyundai Motor გამოიყვანს თავის დღემდე ყველაზე დიდ და მოწინავე მობილურ ავტოპარკს, რომელიც ამ რობოტებთან ერთად იმუშავებს ტურნირის მასპინძელ ობიექტებზე შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მომავალი თაობის შთაგონება ფეხბურთის მეშვეობით

Hyundai Motor-ის ერთგულება ფეხბურთის მომავალი თაობის მხარდაჭერის მიმართ სცდება ტექნოლოგიებს და მიმართულია იმ ახალგაზრდა სპორტსმენებისკენ, რომლებიც ქმნიან თამაშის მომავალს. აპრილიდან მოყოლებული, Hyundai Motor უმასპინძლებს ახალგაზრდულ საფეხბურთო ბანაკებს აშშ-ის მასშტაბით, რომლებსაც ფეხბურთის ლეგენდები, მია ჰემი და ტიმ ჰოვარდი გაუძღვებიან.

ბანაკები განთავსდება ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ მასპინძელ ქალაქში – ატლანტაში, მაიამიში, ნიუ-ჯერსისა და ლოს-ანჯელესში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რაც პირდაპირ აკავშირებს Hyundai Motor-ის პარტნიორობას ადგილობრივებთან.

გარდა ამისა, Hyundai Motor-მა, FIFA-სთან პარტნიორობით, დაიწყო ბავშვთა ხატვის გლობალურ კონკურსი „Be There With Hyundai“, რომელიც იწვევს 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი მსოფლიოდან, რათა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები საყვარელი ეროვნული ნაკრებების მხარდასაჭერად. ამ პროგრამის საშუალებით Hyundai Motor აფასებს ახალგაზრდა გულშემატკივრებს, როგორც ფეხბურთის მომავლის აქტიურ მონაწილეებს. შერჩეული დიზაინები გამოისახება ნაკრებების ოფიციალურ ავტობუსებზე ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Hyundai-ს ბრენდის ჟურნალს (Brand Journal).

იმისათვის, რომ უყუროთ კამპანიის „Next Starts Now“ ვიდეორგოლს Atlas-ისა და სონ ჰინ მინის მონაწილეობით, ეწვიეთ Hyundai Motor-ის ოფიციალურ YouTube არხს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი