გააზიარე

Hyundai Motor-მა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მობილობისა და რობოტიკის ყველაზე მასშტაბური პროექტი წარადგინა

Hyundai World Cup Robotics 2026
  • IFA-სთან 27-წლიან პარტნიორობაზე დაყრდნობით, Hyundai Motor მხარს დაუჭერს FIFA World Cup 2026™-ს, როგორც მობილობის ოფიციალური პარტნიორი. კომპანია ჩემპიონატის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ავტოპარკს მობილიზებს, რომელიც 994 სამგზავრო ავტომობილისა და 506 ავტობუსისგან შედგება.
  • 2023 წელს პარტნიორობის განახლების შემდეგ, Hyundai Motor, როგორც FIFA-ს რობოტიკის ოფიციალური პარტნიორი, პირველად წარადგენს რობოტებს მსოფლიო ჩემპიონატზე. 
  • Boston Dynamics-ის ოთხი სპეციალიზებული Spot® რობოტი უზრუნველყოფს ავტონომიურ პატრულირებასა და მონიტორინგს ტურნირის ლოკაციებზე.

სეული, 5 ივნისი, 2026 – Hyundai Motor Company-მ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მობილობისა და რობოტიკის გადაწყვეტილებების ყველაზე მასშტაბური პროექტის შესახებ, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა FIFA-სთან თავისი 27-წლიანი პარტნიორობა.

როგორც FIFA-ს მრავალწლიანი პარტნიორი, Hyundai Motor აგრძელებს თითქმის 30-წლიანი თანამშრომლობის ტრადიციას და აფართოებს საკუთარ როლს: ტრანსპორტირებასთან ერთად, ის ტურნირის ორგანიზებაში რობოტიკასა და მომავლის ტექნოლოგიებს რთავს. პროექტი განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის 16 მასპინძელ ქალაქში.

2026 წლის ტურნირი ასევე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Hyundai Motor-ისთვის, როგორც FIFA-ს რობოტიკის ოფიციალური პარტნიორისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხედვას სმარტ-მობილობისა და ინოვაციების შესახებ გლობალურ ასპარეზზე.

რამდენად მასშტაბურია Hyundai Motor-ის ავტოპარკი FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

ავტოპარკი, რომელიც მოიცავს 994 სამგზავრო ავტომობილსა და 506 ავტობუსს, მოემსახურება ეროვნული ნაკრებების, ოფიციალური პირების, ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლების გადაადგილებას აშშ-ის, კანადისა და მექსიკის 16 მასპინძელ ქალაქში. ეს უზრუნველყოფს გამართულ ლოგისტიკას და საუკეთესოდ წარმოაჩენს Hyundai Motor-ის შესაძლებლობებს მსხვილმასშტაბიანი მობილობის მიმართულებით.

ავტოპარკი ძირითადად დაკომპლექტდება შემდეგი მოდელებით (ხოლო შერჩეულ მოდელებზე ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდული ელექტრომობილების (HEV) ვერსიებიც):

  • PALISADE
  • SANTA FE
  • TUCSON
  • SANTA CRUZ
  • KONA
  • SONATA
  • ELANTRA
  • CRETA
  • CRETA GRAND
  • GENESIS GV80

ეს ინოვაციური და მრავალი ჯილდოს მფლობელი ავტოხაზი ხაზს უსვამს Hyundai Motor-ის მობილობის სრულ სპექტრს, რაც გარანტიას იძლევა უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური ტრანსპორტირებისა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაზე.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი Hyundai Motor-ის რობოტიკის ხედვისთვის?

FIFA World Cup 2026™ გარდამტეხი მომენტია Hyundai Motor-ის რობოტიკის სტრატეგიაში. ჩემპიონატის ლოკაციებზე Boston Dynamics-ის Spot® რობოტების პირველი ოფიციალური გამოჩენა პირდაპირ ასახავს კომპანიის გაფართოებულ როლს, როგორც FIFA-ს რობოტიკის ოფიციალური პარტნიორის და მის ხედვას სმარტ-მობილობისა და რობოტიკის მომავალზე.

FIFA-ს უსაფრთხოების ოპერაციების მხარდასაჭერად სულ მობილიზებული იქნება ოთხი სპეციალიზებული Spot რობოტი:

  • ლოკაციები: საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი (International Broadcast Center – დალასი) და ნიუ-იორკ/ნიუ-ჯერსის სტადიონი.
  • ფუნქციები:
    • ავტონომიური პატრულირება;
    • ობიექტების რეალურ დროში მონიტორინგი და ინსპექტირება.
  • სისტემა: აღჭურვილია Enterprise Asset Management (EAM) პაკეტით, რომელიც განკუთვნილია ინდუსტრიული ინსპექტირებისა და აქტივების მართვის აპლიკაციებისთვის.

ეს ინტეგრაცია ასახავს Hyundai Motor-ის ფოკუსს რობოტების პრაქტიკულ, მასშტაბურ გამოყენებაზე, რაც ზრდის საოპერაციო ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კომპლექსურ, ხალხმრავალ გარემოში.

Hyundai Motor-ის FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიის, „Next Starts Now“-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Hyundai Motor-ის ბრენდ-ჟურნალის ოფიციალურ სტატიას.

შენიშვნა: წარმოდგენილი ფოტოები, გარდა Spot-ის დამოუკიდებელი სურათისა, გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ საილუსტრაციო მიზნებისთვის და შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს რეალურ სცენებს, პროდუქტებს ან გარემოს.

მსგავსი სიახლეები

ტესტ დრაივი
სერვისის დაჯავშნა
მოდელები
თრეიდ ინი