Hyundai-მ კარბონის ნეიტრალიზაციასა და კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ახალ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის პრემიერაც Online გაიმართა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა.
„Expecting Generation One”-ს მიზანია სწორად წარმოაჩინოს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგიის შესაძლებლობები და ის რისკები, რომელიც ამჟამად უდგას საზოგადოებას. ახალი კამპანია IAA-ს ფორუმზე გამართული Hyundai-ს პრეზენტაციის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება აქტიური.
„ეს კამპანია გვეხმარება მომხმარებლთან უფრო მყარი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში, სწორი პრიორიტეტების დასახვასა და მომავალ თაობაზე ზრუნვაში. ჩვენი მამოძრავებელი ძალა არ არის მხოლოდ აწმყო, ჩვენთვის პრიორიტეტი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, სადაც სადაც შემდეგმა თაობებმა უნდა იცხოვრონ.“ – ტომას ქიმერა ( ჰიუნდაის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი)
„Expecting Generation One”-ის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა 6 ოქტომბერს გაიმართა. ფილმი მოგვითხრობს დედების ემოციებზე – თუ როგორ გარემოში უნდათ რომ დაიბადონ და იცხოვრონ მათმა შვილებმა. ემოციურ კლიპში ასევე კარგად არის გადმოცემული იმ ცხოველების გასაჭირი, რომლებსაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
Hyundai-ს სურვილია მნიშვნელოვნად გააჯანსაღოს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ხელი შეუწყოს მომავლის ტექნოლოგიების დანერგვას, ათვისებასა და განვითარებას. სწორედ ამას ემსახურება ბოლო პერიოდში დაგეგმილი კამპანიები. როგორც Hydrogen Wave ფორუმიდან გახდა ცნობილი, სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი გეგმავს უახლოეს 10 წელიწადში მისი გაყიდვების 30% უკავშირდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, ხოლო 2040 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდეს.