“ჰიუნდაის” ავტომობილებს შორის არსებობს მოდელები, რომლებიც მომხმარებელში პოპულარობას მუდმივად ინარჩუნებს. ერთ-ერთი ასეთია ლეგენდარული ჰიუნდაი ელანტრა. ეს მოდელი იდეალური შერწყმაა მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალის, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისა და დახვეწილი, სპორტული დიზაინის.
ამ ბლოგპოსტში კი “ჰიუნდაი საქართველო” სწორედ ელანტრას დიზაინის მახასიათებლებზე ისაუბრებს, რადგან სწორედ მოდელის ექსტერიერი და ინტერიერია მისი ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ისეთი ლეგენდარული მოდელები, როგორებიცაა ელანტრა, კონა და ტუსანი, ასევე წარმოდგენილია ახალი ავტომობილები, რომლებიც ჰიბრიდულ ძრავსა და SUV-ს დიზაინს აერთიანებს.
სპორტული ექსტერიერი
ელანტრას ექსტერიერის დიზაინი “ჰიუნდაისთვის” დამახასიათებელ მკვეთრ, სპორტულ და დინამიურ დეტალებს აერთიანებს. პირველი, რაც მზერას იპყრობს, ალმასის ფორმის დახვეწილი ცხაურაა. წინა მხარის სპორტულ ხასიათს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ცხაურის მკვეთრად გამოხატული ზოლები და მათთან ორგანულად დაკავშირებული LED ტიპის ფარები.
თუმცა, ელანტრას ნამდვილი ხიბლი მის პროფილში იმალება. ავტომობილის გვერდითა ნაწილის ზედაპირს ერთ წერტილში გაერთიანებული სამი მკვეთრი ზოლი სამ ნაწილად ყოფს. ეს უნიკალური გეომეტრია ქმნის სამი განსხვავებული ტიპის შუქ-ჩრდილს, რაც ავტომობილის სპორტულ ხასიათთან ერთად, მის ელეგანტურ იერსახეს უსვამს ხაზს.
არანაკლებ საინტერესოა ავტომობილის უკანა მხარე, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებული ბასრი ფორმის LED მაშუქები ქმნის H-ფორმის სილუეტს. ეს განათება, ბრენდის ლოგოსთან ერთად, დიზაინის მიმართ ჰიუნდაის უნიკალურ მიდგომას წარმოაჩენს.
გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით, ელანტრა დისკების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ:
- 15 დიუმიანი დისკები (როგორც რკინის, ისე ალუმინის);
- 16 და 17 დიუმიანი ალუმინის დისკები.
დახვეწილი ინტერიერი: კომფორტი და ტექნოლოგიები
სპორტული ექსტერიერი ჰარმონიულად გადადის სალონშიც. ელანტრას ინტერიერში დიზაინის დახვეწილი დეტალებისა და უახლესი ტექნოლოგიების დამსახურებით, თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ. მძღოლზე ორიენტირებული გარემო მოიცავს:
- ციფრული მართვის ფუნქციონალს: 10.25-დიუმიანი ფერადი ციფრული LCD საინფორმაციო დაფა, რომელიც ყველა საჭირო მონაცემს თვალსაჩინოდ წარმოგიდგენთ.
- მულტიმედია ტექნოლოგიებს: 8-დიუმიანი სენსორული მონიტორი, რომელიც აღჭურვილია Android Auto და Apple Car Play-ს ფუნქციებით.
- კლიმატ კონტროლს: ორდონიანი კლიმატ-კონტროლი და მძღოლისა და მგზავრის სავარძლების ვენტილაცია ნებისმიერ მგზავრობას სასიამოვნოს ხდის.
- პრაქტიკულობას: USB დამტენი თქვენი მოწყობილობების მუდმივი მუშაობისთვის.
“ჰიუნდაის” სედანის ტიპის ავტომობილების კატალოგში ელანტრასთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ IONIQ 6-ის ელექტრომობილი, რომელიც IONIQ-ისთვის დამახასიათებელი პარამეტრული მაშუქებით გამოირჩევა როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. მისი სალონი კი სრულადაა დამზადებული ეკომეგობრული მასალებით – ეკოლოგიურად დამუშავებული ტყავით, გადამუშავებული PET ქსოვილით, ბიო PET ქსოვილითა დამცენარეული ზეთებისგან მიღებული ბიო საღებავებით.